ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახის ცხოვრება ყოველ წუთს იცვლება. ცოტა ხნის წინ ალა ბორისოვნამ პირობა დადო, რომ შემოდგომაზე ბავშვებს მიიყვანს რუსულ სკოლაში, ახლა კი აცხადებს, რომ ის და გალკინი საცხოვრებლად ამერიკაში გადადიან.
მეუღლეები აქტიურად არიან დაკავებულნი სამშობლოში არსებული ყველანაირი მოძრავი და უძრავი ქონების გაყიდვით, რათა შემოდგომამდე კალიფორნიაში გადასვლა შეძლონ.
ზოგიერთი გამოცემის ცნობით, სოფელ გრიაზში მდებარე გალკინისა და პუგაჩოვას სახლი გასაყიდად გამოიტანეს და მისი ფასი 700 მილიონი რუბლია.
თავდაპირველად გავრცელდა ჭორები, რომ ვარსკვლავური წყვილი კვიპროსში მოქალაქეობას ითხოვდა და ცხოვრების გაგრძელებასაც იქ აპირებდა, მაგრამ ზაიცევმა უარყო ეს ინფორმაცია და თქვა, რომ ალამ და მაქსიმმა უკვე აარჩიეს სახლი კალიფორნიაში, რომელსაც სულ მალე შეიძენენ.
ამ დროისთვის ოჯახმა ისრაელი უკვე დატოვა და ლატვიაში ისვენებს. გალკინი აგრძელებს ევროპის ტურნეს და აქტიურად ემზადება საქართველოში ჩამოსასვლელად.

"ასეთს ხედავს დედას ლიზა..." - 73 წლის ალა პუგაჩოვას ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა
ალა პუგაჩოვას ქმარი საქართველოში ჩამოდის - მაქსიმ გალკინი უკრაინელების დასახმარებლად კონცერტს გამართავს
„იმხელა სიყვარულს ვგრძნობ, რომ შემიძლია აქ დავრჩე და რუსეთში აღარასდროს დავბრუნდე“ - როგორ აგრძელებენ ცხოვრებას მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა