დღესდღეობით სულ უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ სიახლეებს მისი უდიდებულესობა შეიხა მაჰრა ალ მაქტუმის შესახებ, რომელიც არაბეთის საემიროების ვიცე პეზიდენტის, პრემიერ მინისტრისა და დუბაის მმართველის, მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის ქალიშვილია. მაჰრა ცნობილი გახდა იმით, რომ დიდი ძალისხმევის გარეშე იყენებს სხვადასხვა ფერებსა და დიზაინებს საკუთარ სტილში და ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება, ესწრება გამოფენებს, პოზირებს საყვარელ ცხენებთან ერთად და მუდმივად ყველასგან გამორჩეულია.
მეწამულის ძალა
მისი აღმატებულება დაესწრო მოდის გამოფენას მესამე ავენიუზე, დუბაი მოლში ჯერ კიდევ მარტში.

პასტელი ფერები
ადგილობრივი ნიჭის გამუდმებით წახალისების მისიით, შეიხა მაჰრა დაესწრო თებერვლის ბოლოს გამართულ გამოფენას დუბაიში, სადაც მან მომწვანო ფერის დახვეწილი კაბა მოირგო.

პოპის ელფერი
ადგილობრივი ბრენდების მხარდაჭერით, შეიხა მაჰრა მივიდა გამოფენაზე, რათა მხარი დაეჭირა რეგიონული დიზაინერებისთვის და ხალხისთვის გაეცნო მათი უნიკალური შემოქმედება.

იდეალური სურათი
მამამისის მსგავსად, შეიხა მაჰრას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გატაცება ცხენებია. თებერვლის შუა რიცხვებში მეიდანის იპოდრომზე ვიზიტისას, მისი უდიდებულესობა შესანიშნავად გამოიყურებოდა ყავისფერ და შავ ტრადიციულ სამოსში.

განცხადება
მისი ცხენებისადმი სიყვარულის დასაფიქსირებლად, მაჰრამ ფოტოგადაღება მოაწყო. სადაც ნამდვილი სუპერმოდელივით გამოიყურებოდა.

ნარინჯისფერი ტონი
დუბაიში გამართულ გამოფენაზე მაჰრა ნარინჯისფერი სამოსითა და თეთრი აბაიათი გამოჩნდა, რომელსაც ამავე ტონალობის მაკიაჟი შეუხამა.

მარადიული კლასიკა
ემირატში წლის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღონისძიებაზე, დუბაის მსოფლიო თასზე დასწრებისას, შეიხა მაჰრა იდეალურად გამოიყურებოდა ულამაზეს თეთრ აბაიაში დელიკატური ნაქარგებითა და რთული დეკორაციებით.

მოგზაურობა
ტურის დროს შეიხა მაჰრამ მოინახულა მრავალი პავილიონი, მათ შორის საუდის არაბეთი, იტალია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, საბერძნეთი, ესტედამა და სხვა.

"ახდენილი ზღაპარი" - ნახეთ, როგორ ცხოვრობს 5 უბრალო გოგონა, რომლებმაც მოახერხეს და მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მონარქებზე იქორწინეს
გაქცეული პრინცესა, ყველაზე "სასტიკი შეიხი" და 550-მილიონიანი განქორწინება - როგორ მოახერხა ჰაიამ ქმრისგან თავის დაღწევა