მსახიობ ლაშა გურგენიძეს ტელეეკრანებიდან, სოციალური ქსელიდან თუ თეატრის სცენიდან უკვე ბევრი იცნობს. ის საზოგადოების წინაშე ხშირად ჩნდება და მაყურებლებს იუმორისტული სკეტჩებითაც ხშირად ამხიარულებს.
ლაშა გურგენიძის მეუღლე თაკუნა მჭედლიშვილია. წყვილს ცოტა ხნის წინ ულამაზესი ქორწილი ჰქონდა, ფოტოებით კი უამრავი ადამიანი აღაფრთოვანეს. თაკუნა და ლაშა დადგმული სცენებით, სახალისო სიტუაციებით შექმნილ ვიდეოებს "ინსტაგრამგვერდზე" ხშირად აზიარებენ და ამით დიდ სიყვარულსაც იმსახურებენ.
ცნობილი სტუმრები, ულამაზესი ტანგო და ორიგინალური ფოტოსესია - დაათვალიერეთ ლაშა გურგენიძისა და თაკუნა მჭედლიშვილის ქორწილის ფოტოები (ვიდეო)
"ცამდე მიყვარხარ! თანახმა ხარ, ცხოვრების ბოლომდე გამიძლო?" - ლაშა გურგენიძემ საყვარელ ქალს ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვა

"არ მახსენდება, რომ ლაშაზე მეეჭვიანოს. ალბათ, ეს ლაშას დამსახურებაცაა, არ მაძლევს საბაბს. თუ ვინმე გამოიჩენს მის მიმართ ყურადღებას, კომპლიმენტს ეტყვის და ასე შემდეგ, არც ამის გამო ვეჭვიანობ. მე მგონია, რომ როცა ადამიანს ბოლომდე ენდობი, მისდამი სხვების მიერ გამოჩენილი ყურადღებაც არ გიქმნის პრობლემას. პირიქით, ეს ჩემთვისაც სასიამოვნოა. ესე იგი, ჩემი საყვარელი ადამიანი სხვასაც მოსწონს, სხვა ქალებისთვისაც სასურველია, მაგრამ ვერ მივართვი. ლაშას ისე ვენდობი, როგორც საკუთარ თავს, ვიცი, რომ ძალიან ძვირფასი ვარ მისთვის, როგორც ისაა ჩემთვის და საერთოდ, ჩვენი სიყვარულია ორივესთვის ძალიან ძვირფასი. ამიტომ წამიერი გატაცებებით არ დავანგრევთ ამ გრძნობას. ლაშასგანაც არ მახსოვს, რამეზე ეეჭვიანა“ - განმარტავდა თაკუნა მჭედლიშვილი.
"ასეთი ცოლი რომ მყავს, ასეთი 2 შვილის მამა რომ ვარ, 2 თეატრში რომ ვარ, თეატრალურის დასრულებისთანავე დასში რომ მოვხვდი და დღემდე ამდენი რამის გაკეთების შესაძლებლობა მომეცა, როგორ შეიძლება არ ვთქვა, რომ იღბლიანი ვარ?! მართალია, ამ ყველაფრისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე, მაგრამ იღბალმაც გადმომხედა, საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი..." - ამბობს ლაშა გურგენიძე.
ამჯერად წყვილი "ინსტაგრამზე" ახალ ფოტოს აქვეყნებს:
