ანასტასია ჩხარტიშვილი გოგონათა შორის რიგის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია - Marao

ანასტასია ჩხარტიშვილი გოგონათა შორის რიგის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

2024-10-31 14:33:12+04:00

24-27 ოქტომბერს ქალაქ რიგაში გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც ხუთი ახალგაზრდა ჩოგბურთელი – ბარბარე სიხარულიძე, ანდრია ჩხარტიშვილი, ლუკა სიჭინავა, აკაკი გაბიცინაშვილი და ანასტასია ჩხარტიშვილი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იღებდნენ მონაწილეობას.

19-წლამდე გოგონათა შორის მონაწილეობდა ანასტასია ჩხარტიშვილი, რომელიც 17-წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონია.

  • აიტანა ბონმატი - პირველი ქალი ფეხბურთელი, რომელიც ოქროს ბურთის გამარჯვებული მეორედ გახდა 
  • „მე მამას გოგო ვიყავი მთელი ჩემი ცხოვრება... ერთადერთი საფიცარი მამა მყავდა" - ნუცა ცისკარიშვილი მამის გარდაცვალებაზე საუბრობს 

გადამწყვეტ შეხვედრაში ანასტასიამ ბალტიისპირელ მეტოქეს წარმატების ყოველგვარი შანსი გადაუწურა - მორკუნაიტეს მშრალი ანგარიშით 3:0 (11:8,11:5,11:7) სძლია და პირველი ადგილი დაიკავა. საქართველოს სპორტის მატიანეში ეს ისტორიული შედეგია, რადგან აქამდე არც ერთ ქართველ მაგიდის ჩოგბურთელს 19-წლამდელთა დიდ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვების თასი არ აღუმართავს.

საგულისხმოა ისიც, რომ ერთი წლის წინ ანასტასია ჩხარტიშვილი 15-წლამდელ გოგონათა შორის, ასევე, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, საბერძნეთში საერთაშორისო ტურნირის (European Youth Series) ჩემპიონი გახდა...