"ლე­ვა­ნი რომ გა­ვი­ცა­ნი, იმ პე­რი­ოდ­ში ორი მე­გო­ბა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა. რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო" - ანა ტყებუჩავა - Marao

"ლე­ვა­ნი რომ გა­ვი­ცა­ნი, იმ პე­რი­ოდ­ში ორი მე­გო­ბა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა. რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო" - ანა ტყებუჩავა

2025-01-31 12:00:30+04:00

12 წე­ლი­წა­დია პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის,  "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟია. მსა­ხი­ობ ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას ზო­გი­ერ­თი მა­ყუ­რე­ბე­ლი, ალ­ბათ, ნი­ნა­საც ეძა­ხის, რად­გან და­მა­ჯე­რებ­ლად თა­მა­შობს. სა­ინ­ტე­რე­სო რო­ლის შეს­რუ­ლე­ბა უწევს და სე­რი­ა­ლის გულ­შე­მატ­კი­ვარ­მაც დიდი ხა­ნია შე­იყ­ვა­რა. ქუ­ჩა­ში ცნობენ, აჩე­რე­ბენ, ფო­ტოს იღე­ბენ, უღი­მი­ან და ეუბ­ნე­ბი­ან, რომ უყ­ვართ.

ანა ტყებუჩავა

ანა ტყებუჩავა 1983 წლის 30 სექტემბერს დაიბადა. მსახიობი ტელეეკრანებზე პირველად სერიალ „შუა ქალაქში" ირაკლი ექიმის სტუდენტის როლში გამოჩნდა. თუმცა, საზოგადოების აღიარება და სახელი მაინც რეიტინგული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების" მთავარმა გმირმა ნინამ მოუტანა.

ana

"ეს როლი მა­შინ მომ­ცეს, როცა 22 წლის ვი­ყა­ვი. თან ბავ­შვი შე­მე­ძი­ნა და ეს წლე­ბი ბევრ ემო­ცი­ას უკავ­შირ­დე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ გავ­ხდი პო­პუ­ლა­რუ­ლი, ჩემი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. გა­მი­მარ­თლა იმა­შიც, რომ ამ ჯგუფ­ში მოვ­ხვდი. ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - პო­პუ­ლა­რო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი მო­ვი­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა სე­რი­ა­ლი და უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბიც უნდა იყოს, მეტი და უკე­თე­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­სა­ხა­ტად.

ჩვე­ნი სე­რი­ა­ლი არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ქარ­თუ­ლი, ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლეს ასა­ხავს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. "ჩცდ"-ს ყვე­ლა­ნი "პირ­ველ შვილს“ ვე­ძა­ხით და მისი წარ­მა­ტე­ბა სიყ­ვა­რუ­ლია, რაც ამ ყვე­ლაფ­რის დიდი გა­მარ­თლე­ბაა. კი, ჩემი რო­ლიც მთა­ვა­რია. ჩემს გმირს, რა თქმა უნდა, თა­ნა­ვუგ­რძნობ, ბევრ რა­ღა­ცა­შიც არ ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ ლო­გი­კუ­რად მეს­მის მისი..." - ამბობდა ანა. 

  • "ჩცდ"-ის მსახიობები ერთად შეიკრიბნენ - ანა ტყებუჩავა ახალ ვიდეოს გვიზიარებს 
  • ქორწინების 11 წლის იუბილე და ოჯახური იდილია: "ნინა" ეკრანს მიღმა 
  • "ნიჭიერო და მშრომელო გოგო, ძალიან წარმატებული მინდა, რომ იყო" - ანა ტყებუჩავა იუბილარია: როგორ ულოცავენ მსახიობს დაბადების დღეს 

ანა ტყებუჩავას ოჯახი

ანას თქმით, მეუღლე, რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ბა­რა­მი­ძე მის ცხოვ­რე­ბა­ში სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნდა, რო­დე­საც ორი ახლო მე­გო­ბა­რი და­კარ­გა და მძი­მე პე­რი­ო­დი ჰქონ­და.

ana

„ჩვენ ოჯახ­ში ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი ხალ­ხი ვცხოვ­რობთ, დედა გუ­რუ­ლია და მამა - მეგ­რე­ლი. მეც ასე­თი ვარ, მაგ­რამ ლე­ვა­ნი ძა­ლი­ან წყნა­რია, არა­ვის აწუ­ხებს ისე აკე­თებს ყვე­ლა­ფერს. ამი­ტომ მისი გა­მო­ჩე­ნა ჩემ­თვის დიდი სიმ­შვი­დის მომ­ტა­ნი იყო, ისე მი­ვე­კა­რი, თა­ვად, მგო­ნი, არც გეგ­მავ­და სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბას. არ მომ­წონს, ძა­ლი­ან მო­ლა­პა­რა­კე და აქ­ტი­უ­რი მა­მა­კა­ცე­ბი. დინ­ჯი, სი­ტყვა­ძუნ­წი კა­ცე­ბი უფრო მომ­წონს და ჩემ­თვის ეს უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა.

ლე­ვა­ნი რომ გა­ვი­ცა­ნი, იმ პე­რი­ოდ­ში ორი მე­გო­ბა­რი გარ­და­მეც­ვა­ლა. რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, ავა­რი­ით და­ი­ღუპ­ნენ. ამ­ბო­ბენ, დრო მკურ­ნა­ლი­აო, მაგ­რამ იცით, რო­გო­რი წა­მე­ბი მქონ­და, რო­გორც კი თვალს ვა­ხელ­დი, მახ­სოვ­და, რომ ისი­ნი აღარ იყ­ვნენ და არ ვი­ცო­დი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა ცხოვ­რე­ბა. ეს ჩემი მშობ­ლე­ბის­თვი­საც ძა­ლი­ან მძი­მე დარ­ტყმა იყო“, - ამბობდა ანა. 

წყვილს ორი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს. როგორც სოციალური ქსელებით ირკვევა, ანა და მისი მეუღლე ლევანი შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ.

აქტივიზმი

22 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა ანა ტყებუჩავას სასამართლო სხდომა, რომელზეც განიხილებოდა მსახიობის მიერ 9 იანვარს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ხელოვნურად გადაკეტვის საკითხი.

თითქმის ორი თვეა, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 2024 წლის 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

ბოლო ორი თვის განმავლობაში პოლიციამ იძალადა აქციის არაერთ მონაწილეზე, მათ შორის ჟურნალისტებზე, რომლებიც პროცესებს აშუქებდნენ. ამ დრომდე არცერთი მათგანი დაკავებული არ არის.