მექსიკელი მსახიობი, ვიქტორია რუფო პოპულარობას დღემდე არ კარგავს. სერიალები „უბრალოდ მარია“ და „დედინაცვალი“, საქართველოში დღესაც ბევრს ახსოვს.
ვიქტორია რუფოს კარიერა 80-იან წლებში დაიწყო, როცა ცნობილმა პროდიუსერმა ერნესტო ალონსომ მიიწვია თავის სერიალში „ლურჯი ცა“. 1983 წელს ვიქტორიამ მთავარი როლი შეასრულა სერიალში „ცეცხლში“, რამაც მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 1990 წელს მის კარიერაში გარდატეხა მოხდა, როცა მონაწილეობა მიიღო სერიალში „უბრალოდ მარია“, ამ როლმა ის საერთაშორისო დონის მსახიობად აქცია.
2001 წელს რუფომ ითამაშა სერიალში „მხოლოდ შენ“, სადაც ბრმა კრისტინას როლი განასახიერა. ამ სერიალის შემდეგ რუფო ეკრანიდან გაქრა და 4 წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდა ახალი სერიალით „დედინაცვალი“, რომელმაც მსახიობს დიდი აღიარება მოუტანა საერთაშორისო ასპარეზზე.
ვიქტორია დღესაც განაგრძობს სერიალებში მონაწილეობას და ძალიან აქტიურია „ინსტაგრამზე“. რუფო ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობია. გასულ წელს მისი ქონება 82 მილიონ დოლარად შეფასდა.
27 წლის ვიქტორია ევგენიო დერბეზს შეხვდა. ახალგაზრდებს ერთმანეთი ერთი ნახვით შეუყვარდათ და რომანი ქორწინებით დასრულდა. წყვილს მალე პირველი შვილი, ხოსე ედუარდო შეეძინა. ყველას ეგონა, რომ მათ ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი გაცილებით რთულად იყო.
ქმარი ამტკიცებდა, რომ ვიქტორია საშინელი დედა და მეუღლე იყო. ეჭვიანობდა, უწყობდა სკანდალებს, აყენებდა შეურაცხყოფას უცხო ადამიანების თანდასწრებითაც კი. თავად კი ცოლს გამუდმებით ღალატობდა და საყვარლისგან შვილიც კი შეეძინა.
ევგენიოს აღიზიანებდა ცოლის წარმატებული კარიერა. მუდმივად ზარმაცს და უსაქმურს უწოდებდა და ეუბნებოდა, რომ წარმატება მხოლოდ გარეგნობამ და იღბალმა მოუტანა.
საბოლოოდ, წყვილი 1996 წელს განქორწინდა. ხოსე ედუარდო დედასთან დარჩა.
"ხშირად ქალები დიდ შეცდომას უშვებენ როდესაც მეუღლისგან ღალატს, დამცირებას და შეურაცხყოფას იტანენ იმ იმედით, რომ „დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოსწორდება“ ან "გაიგებს, რომ შეცდა..." - ამბობდა ქალი მოგვიანებით.
2000-იანი წლების დასაწყისში ვიქტორია პოლიტიკოს ომარ ფაიადს შეხვდა. მათი მეგობრობა რომანში გადაიზარდა. 2001 წელს, შეყვარებულები დაქორწინდნენ.
მალე წყვილს ტყუპები შეეძინა - ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ, ამიტომ ვიქტორიამ კარიერა მიატოვა და მთლიანად მათზე ზრუნვას დაუთმო დრო.