მომღერლები ნოდიკო ტატიშვილი და მარიამ როინიშვილი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.
ნოდიკო ტატიშვილი გასულ წელს, პატარა კესანეს მამა გახდა. მისი რჩეული ექიმი თათია ერქვანიძეა. ნოდიკო და თათია ურთიერთობას რამდენიმე წელი მალავდნენ და პატარა კესანეს დაბადების შემდეგ ოფიციალურად გამოაცხადეს.
მარიამ როინიშვილის რჩეული ტელეწამყვანი ვახო კანდელაკია. მათ ერთი საერთო ქალიშვილი კირა ჰყავთ. კირას ფოტოები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და აღსანიშნავია, რომ პატარა საოცრად ჰგავს მამას.
მარიამ როინიშვილმა პატარა კირას და კესანეს შეხვედრის ფოტო გაავრცელა. ფოტომ უამრავი მოწონება დაიმსახურა.

გასულ წელს ნოდიკო ტატიშვილის ცხოვრებაში განსაკუთრებული პერიოდი დადგა, როცა ის პირველი შვილის, კესანე ტატიშვილის მამა გახდა. ნოდიკო პირად ცხოვრებასა და განსაკუთრებით სიყვარულზე არასდროს საუბრობდა:
"საზოგადოებაში არსებობს გარკვეული სტერეოტიპი, რომ, როცა ადამიანი კონკრეტულ ასაკს მიუახლოვდები, თითქოს სავალდებულოა ქორწინება.
სიმართლე გითხრათ, ცოტა შეწუხებულიც კი ვარ კითხვით: ,,როდის მოიყვან ცოლს?”. მესმის, ჩემი ბედნიერება უნდათ, მაგრამ ბედნიერება არა მხოლოდ ოჯახის შექმნაზეა დამოკიდებული", - ამბობდა ის წლების წინ ჟურნალ "სარესთან" ინტერვიუში.
სიახლე, რომ ნოდიკოს ქალიშვილი, კესანე შეეძინა, საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მომღერალს მანამდე არც მეუღლესა და არც შვილის მოლოდინზე კომენტარი არ გაუკეთებია. მოგვიანებით აღნიშნა, რომ ამ ამბავს საიდუმლოდ ინახავდა, მხოლოდ უახლოეს მეგობრებს გაუმხილა და მათაც ეს სიახლე ერთგულად შეინახეს
ნოდიკო ტატიშვილის მეუღლე ექიმი თათია ერქვანიძეა. ცნობილ მომღერალთან ქორწინების შემდეგ ყურადღების ცენტრში თათიაც მოექცა, თუმცა ის კამერებს მიღმა დარჩენას ამჯობინებს. სამაგიეროდ, პოპულარული შოუების ხშირი სტუმარია ნოდიკო, რომელიც მამობის გამოცდილებაზე, ამ დიდი სიხარულსა და პატარა კესანეზე გულწრფელად საუბრობს.

"ბავშვის მოვლის რუტინაში ჩართული ვარ, გამოცვლის დონემდე. თათია გადარეული დედაა, არასდროს არ იღლება. ბავშვი ჭამს დედის რძეს და თათია ამით არის უბედნიერესი. პრეტენზიული არ არის, თუ აწუხებს რაღაც ან შია, გვაგებინებს. ვუმღერი ხოლმე და მოსწონს. ამასწინათ ერთ-ერთ ქართულ სიმღერას ვუმღეროდი და ისე მოეწონა, მშვიდად დაიძინა. ღამის თენებებიც იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, ვერ ვიფიქრებდი ოდესმე, რომ დღე-ღამეში 7-8 საათი ვერ დავიძინებდი, 2-3 საათი ძილი თავისუფლად მეყოფოდა.
კესანე მეც მგავს, თათიასაც, მის ძმასაც, ჩემს დასაც, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად, მგონი მე მგავს. თათიამაც აღიარა... თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ვის ჰგავს, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ლამაზია ჩემი კესანე.
ვერ აგიხსნით რა შეგრძნებაა, ხშირად რომ უყურებ და გული გიჩუყდება, შენს შვილს რომ უყურებ... მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რომ მე და თათია გაგვაბედნიერა ისე, ჩვენი თავები გადმოვდეთ მეორე ადგილას და ახლა ჩვენი მთელი ცხოვრება, ყოველი დღე, ყოველი წუთი და წამი კესანეა. ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავიც კესანეა და ყველა მშობლისთვის ასე იქნება", - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი ინტერვიუში.
მარიამ როინიშვილი მსახიობ და ტელეწამყვან ვახო კანდელაკზეა შეყვარებული: "არსებობს პიროვნება, რომელზეც შეყვარებული ვარ", - ამბობდა კანდელაკი გასულ წელს. მარიამი და ვახო ერთად გადაღებულ კადრებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ და მეგობრებისგან უამრავ კომპლიმენტსაც იღებენ.
ცოტა ხნის წინ მარიამი და ვახო მშობლები გახდნენ. წყვილმა ქალიშვილს კირა დაარქვა და მას შემდეგ ხშირად აზიარებენ პატარა გოგონას ფოტოებს სოციალურ ქსელში. როგორც თავად აღნიშნავენ, კირა საოცრად ჰგავს მამას.
"მე და ვახო დიდი ხნის წინ, შორიდან ვიცნობდით ერთმანეთს, თუმცა არსად გადავკვეთილვართ. მერე მოხდა შეხვედრა და… გულმა გული იცნო. მაშინვე გავაცნობიერეთ, რომ ჩვენი გზები საფუძვლიანად გადაიკვეთებოდა.
საკმაოდ დიდი ხანია ერთად ვართ. ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდით. მგონია, რომ ასე ჯობია. ორი ადამიანის ურთიერთობისთვის ასეა უკეთესი. როდესაც ირჩევთ ერთმანეთს, გაქვთ მოცემულობა, ხართ თქვენ ორნი და შემდეგ უკვე ის ადამიანებიც გიერთდებიან, რომლებსაც სურვილისამებრ იკრებთ გვერდით. როგორც ეს ორი გადაწყვეტს, ისე იქნება. მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს იმ ადამიანებთან, ვისაც პირად ურთიერთობაზე საჯაროდ საუბარი სიამოვნებს. ჩვენ ეს გზა ავირჩიეთ და უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს", - ამბობდა მარიამი.