მაკა კვიციანი მე-4 ვაჟის დედა გახდა: დიდი სიხარული, მეოთხე შვილი და 23-წლიანი სიყვარული - Marao

მაკა კვიციანი მე-4 ვაჟის დედა გახდა: დიდი სიხარული, მეოთხე შვილი და 23-წლიანი სიყვარული

2026-04-27 13:24:19+04:00

სამი ვაჟის შემდეგ, დიზაინერი მაკა კვიციანი კიდევ ერთი შვილის დედა გახდა. მაკას ორსულობისა და ამ დიდი სიხარულის შესახებ საჯაროდ არ უსაუბრია, თუმცა ცოტა ხნის წინ ფოტოები საკუთარ გვერდზე გააზიარა. 

  • მაკა კვიციანი მეოთხე შვილის დედა გახდა: ფოტოები შვილსა და მეუღლესთან ერთად

kvitsiani

ვინ არის მაკა კვიციანი 

მაკა კვიციანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორია. მაკა რამდენიმე წლის წინ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას, მოგვიანებით კი ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრიც იყო. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი და ყურადღება უფრო მეტად გაიზარდა. მაკა პირად თუ ოჯახურ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.

  • „რეზიკოს ჯერ ერთი ჩემი მეგობარი უყვარდა, მერე - მეორე... მასთან მეგობრობის მეტი არაფერი წარმომედგინა“ – 30-წლიანი სიყვარულის ამბავი და სამაგალითო ოჯახის ისტორია

განსაკუთრებულ მოწონებას კი მაკა კვიციანის სტილი და გემოვნება იმსახურებს. ის თითქმის არასდროს ჩნდება სპორტული სამოსით, შესანიშნავად ირგებს კლასიკურ სტილს და ხშირად ხდება სხვა ქალებისთვის შთაგონების წყაროც. 

მაკას და მის მეუღლეს 4 შვილი ჰყავთ. 

kvitsiani

ვინ არის მაკა კვიციანის მეუღლე - ბიზნესმენი შოთა ბერეკაშვილი

მაკა კვიციანის მეუღლე, შოთა ბერეკაშვილი არის ქართველი ბიზნესმენი, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.

  • ვინ არის სალომე ჭაჭუას რჩეული და რას წერს სოციალურ ქსელში: მოცეკვავე პირველი შვილის დედა გახდა

1995-2000 წლებში სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ-იორკი, აშშ. მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკის მეცნიერებაში.

2001 - 2002 წლებში სწავლობდა კასს ბიზნეს სკოლაში (ლონდონი, გაერთიანებული სამეფო), სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი: რისკების მენეჯმენტსა და კორპორაციულ ფინანსებში.

2000-2001 წლებში იყო ნიუ-იორკში ბაზირებული კომპანია BIDC Investment Co.-ს პროექტის მენეჯერი. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა მწვანე (Green field) პროექტების დაფინანსება აღმოსავლეთ ევროპასა და ლათინურ ამერიკაში.

kvitsiani

2002-2003 წლებში მუშაობდა ლონდონში, Elgin Capital (Investment Hedge Fund)-ის რაოდენობრივი ანალიტიკოსად (ძირითადი საქმიანობა: რეკომენდაციების მიცემა კორპორაციული ობლიგაციების შესყიდვა/განთავსება/გაყიდვის საკითხებში). კომპანია ეწეოდა კორპორაციული (investment graded) ობლიგაციებით ვაჭრობას.

2003-2011 წლებში იყო კომპანია VIT-XXI-ის (მოსკოვი) თანადამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი. კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა სამოქალაქო მშენებლობა-დეველოპმენტი. აღნიშნულ პერიოდში, კომპანია ძირითადად დაკომპლექტებული იყო 500-ზე მეტი, ემიგრაციაში მყოფი ქართველი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით და სპეციალისტებით, რომლებიც უზრუნველყოფილი იყვნენ სამუშაო ვიზებით, საცხოვრებელი პირობებით და მაღალი ანაზღაურებით. აღნიშნულ პერიოდში კომპანიამ მრავალი სამშენებლო და დეველოპერული პროექტი განახორციელა ქალაქ მოსკოვში.

2012-2024 წლებში მუშაობდა კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენში“ (თბილისი), იყო მისი თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. ბიქეი ქონსთრაქშენი არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი, 30-წლიანი გამოცდილების მქონე, სამშენებლო კომპანია საქართველოში. კომპანიას უმუშავია ისეთ პროექტებზე როგორებიც არის სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, საოფისე შენობები, საცხოვრებელი კომპლექსები, სპორტული დარბაზები და სხვა.

2021-2024 წლებში საქმიანობდა კომპანია „ბიქეი ჰოლდინგში“ (თბილისი, საქართველო). პოზიცია: თანადამფუძნებელი, მმართველი პარტნიორი. კომპანია აერთიანებს სამშენებლო კომპანიებს: „ბი-ქეი ქონსთრაქშენი“, დეველოპერულ კომპანია: „თეთრი კვადრატი“ და სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2.“ კოლეჯი „კონსტრუქტ2“ დაფუძნდა 2018 წელს განათლების სამინისტროსთან ერთად, კერძო და საჯარო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ყოველწლიურად ახორციელებს 200-250 პროფესიონალი სპეციალისტის მომზადება-ინტეგრაციას სამშენებლო სექტორიში.

2024 წლის 10 სექტემბერს, შოთა ბერეკაშვილი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეულში წარადგინა, მე-16 ნომრად.[2] ამავე წლის ნოემბრიდან არის საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.