ჯორჯინა უზკუტეგუის ვრცელი კითხვა-პასუხი: "არავინ შეურაცხყოფს შენს სახელს იმაზე მეტად, ვისაც ეშინია, რომ მათ შესახებ სიმართლეს იტყვი" - Marao

ჯორჯინა უზკუტეგუის ვრცელი კითხვა-პასუხი: "არავინ შეურაცხყოფს შენს სახელს იმაზე მეტად, ვისაც ეშინია, რომ მათ შესახებ სიმართლეს იტყვი"

2026-05-04 10:44:56+04:00

ჯორჯინა უზკუტეგუი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც UFC-ის ჩემპიონთან, ქართველ სპორტსმენ ილია თოფურიასთან ერთად გაიცნო. წყვილი რამდენიმე წლის მანძლზე ცხოვრობდა ერთად, მათ საერთო შვილი, ჯორჯინაც შეეძინათ, თუმცა ცოტა ხნის წინ ეს ურთიერთობა ხმაურით დასრულდა - ილია თოფურიამ და ჯორჯინა უზკუტეგუიმ სასამართლოს ჩარევით გადაწყვიტეს შვილის მეურვეობის, ფინანსური თუ სხვა სახის საკითხები. საბოლოოდ, სასამართლო დავა მხარეთა შეთანხმებით დასრულდა.

  • "შენ ჩემი ლოცვების ნაწილი ხარ - აი, ასეთია ჩემი სიყვარული" - ჯორჯინა უზკუტეგუი სოციალურ ქსელში აქტიურობას აგრძელებს

giorgina

ჯორჯინა უზკუტეგუი განქორწინების შემდეგ სოციალურ ქსელში განსაკუთრებით აქტიურია - ხშირად წერს ცნობილ გამონათქვამებსა თუ სამოტივაციო წერილებს, რომლებიც ურთიერთობებს, თვითგამოხატვასა და განვითარებას ეხება. ამჯერად კი გამომწერების კითხვებს პასუხობს. კითხვა-პასუხი ვრცელი გამოვიდა - ჯორჯინამ ურთიერთობებზე, ოჯახზე, განქორწინებასა და თვითგანვითარებაზე ისაუბრა: 

  • "რა ვისწავლე განქორწინებისგან? დედაჩემს უნდა მოვუსმინო და დავუჯერო" - ილია თოფურიას გულახდილი ინტერვიუ

giorgina

ჯორჯინა უზკუტეგუიოჯახსა და ურთიერთობებზე

-         არასოდეს აპირებ დაიცვა თავი იმისგან, რაც შენზე თქვეს? (სიძულვილის გარეშე)

-         სიმართლეს დაცვა არ სჭირდება. მას დრო სჭირდება.

-         რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რომელიც დედის ამპლუაში გადალახე?

-         იმის დათმობა, რაც სამართლიანი ჩანდა, რათა მომავალში დამეცვა მისი სიცოცხლე და გული.

-         დრო ყველაფერს კურნავს?

-         შეცდომებისთვის თვალებში ჩახედვა, მათგან სწავლა და პიროვნული განვითარება - აი, ეს კურნავს ყველაფერს. დრო შეიძლება გადიოდეს, მაგრამ არაფერი შეიცვლება, თუ შენ არ შეიცვლები.

-         წარსულს რომ გადახედავ, გააკეთებდი რამეს სხვანაირად?

-         აპატიე საკუთარ თავს იმის არცოდნა, რის სწავლებაც მხოლოდ დროს შეეძლო.

-         საუკეთესო რჩევა ახალბედა მშობლებისთვის – 3 თვეში გოგონას ველოდებით.

-         იმუშავეთ საკუთარ ჭრილობებზე, რათა მათ არ მოუწიოთ თქვენი შვილების გაზრდა. ზოგიერთი ამბობს: „შვილისთვის თავს მოვიკლავ“, მაგრამ ჩვენ უნდა გვსურდეს ჩვენი პოტენციალის მაქსიმუმით ცხოვრება, რათა მათ ჩვენი საუკეთესო ვერსია მიიღონ.

-         არსებობს ერთი მოსამართლე და ეს არის დრო. მომწონს, რომ არაფერს ამბობ და არაფერს ასაჯაროებ მაშინ, როცა მეორე მხარეს ცირკს მართავენ.

-         არავინ შეურაცხყოფს შენს სახელს იმაზე მეტად, ვისაც ეშინია, რომ მათ შესახებ სიმართლეს იტყვი.

-         რას ნიშნავს შენთვის ქორწინება?

-         საწყის წერტილს, სადაც ორი არსება იღებს პასუხისმგებლობას და დებს პირობას, რომ ეყვარებათ ერთმანეთი, პატივს სცემენ, დაიცავენ და იმუშავებენ საკუთარ თავზე (ან ურთიერთობაზე).

-         ვინ არის შენთვის კარგი მამაკაცი?

-         კარგი მამაკაცი ის არის, ვინც კარგ ქალს სიმშვიდის ერთ დღესაც კი არ ჰპარავს.

-         როგორ არის შენი შვილი უგიტო? (Huguito)

-         ის ჩემი შვილი არ არის. ის საოცარი ბავშვია.

-         როდის კარგავს ქალი მამაკაცისადმი ინტერესს?

-         როდესაც წყვეტს მისით აღფრთოვანებას (მისით ტკბობას).

ჯორჯინა უზკუტეგუი თვითგანვითარებასა და პროფესიაზე

-         რა არის საუკეთესო რჩევა, რომელიც ოდესმე მოუციათ?

-         ყველაფერზე მეტად დაიცავი შენი გული, რადგან მისგან მოედინება სიცოცხლე.

-         როგორ მიდის შენი ცხოვრება ბოლო დროს?

-         მზის სინათლესავით.

-         რას ნიშნავს შენთვის წარმატება?

-         იყო თვითკმარი და გქონდეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა

-         როგორ ახერხებ მიჰყვე ღვთის ნებას გაურკვევლობის მომენტებში?

-         იმის ცოდნით, რომ ის (ღვთის ნება) არის კეთილი, სათნო და სრულყოფილი, და ეს არის ის, რაც მე ჩემს ცხოვრებაში მსურს.

-         გაქვს რაიმე რჩევა 20-დან 30 წლამდე გოგონებისთვის?

-         იმდენი იშრომე საკუთარ თავზე, რომ გქონდეს თავისუფლება, მოაწყო შენი ცხოვრება ისე, როგორც შენ გსურს და წახვიდე მაშინ, როცა ეს საჭირო იქნება.

-         რას საქმიანობთ თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში?

-         მე ვფლობ და ვხელმძღვანელობ „Future &“-ის სტრატეგიას — ეს არის კომპანიათა ჯგუფი.

-         რა გაკვეთილს მისცემდი ქალებს?

-         არავითარ გაკვეთილს. მხოლოდ შევახსენებდი, რომ მას აქვს სიცოცხლის შექმნის ძალა და, შესაბამისად... მასვე აქვს ძალა, შექმნას ისეთი ცხოვრება, როგორიც თავად სურს

-         რას აკეთებ, როცა ცუდი დღე გაქვს? როგორ აგვარებ ამას / როგორ ცდილობ გამოსწორებას?

-         იმის ცოდნით, რომ ცხოვრება გაცილებით მეტია, ვიდრე ეს ერთი ცუდი დღე, და რომ ყველაფერი გაივლის.