რატომ ვერ გადაიღო სერგო ფარაჯანოვმა "შუშანიკის წამება“ - სოფიკო ჭიაურელი ფარაჯანოვის გენიალურ სცენარზე - Marao

რატომ ვერ გადაიღო სერგო ფარაჯანოვმა "შუშანიკის წამება“ - სოფიკო ჭიაურელი ფარაჯანოვის გენიალურ სცენარზე

2026-05-06 13:43:25+04:00

ყველასთვის საყვარელი მსახიობი, სოფიკო ჭიაურელი სერგო ფარაჯანოვის შესახებ ერთ ძალიან საინტერესო ამბავს იხსენებდა. სოფიკო ამბობდა, რომ  სერგოს სურდა "შუშანიკის წამების" გადაღება, თუმცა ამას საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

"სერგომ "შუშანიკის წამების" სცენარი დაწერა. ძალიან უნდოდა ამ ფილმის გადაღება. მაშინ დიდი ამბავი ატყდა მხოლოდ იმის გამო, რომ თავად სერგო წარმოშობით სომეხი იყო. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას?! ის ხომ თბილისელი კაცი იყო!

სურდა, შუშანიკის როლი სოფიკო ჭიაურელს ეთამაშა, ბოლოს და ბოლოს, ქართველს... თუმცა მაინც დაობდნენ, როგორ უნდა გადაეღო ეს ფილმი სერგოს?! სწორედ მაშინ დამირეკა გურამ ფანჯიკიძემ და მითხრა: "ქალბატონო სოფიკო, მინდა, "შუშანიკის წამება“ მე გადაგიღოთო".

საბოლოოდ, სერგოს უარი უთხრეს და ეს პროექტი ჩაიშალა. არადა, დღესაც რომ წაიკითხოთ ის სცენარი - ამდენი სცენარი მაქვს წაკითხული და მსგავსი არაფერი მინახავს - მიხვდებით, რომ ის უბრალოდ გენიალური იყო.

მაშინ სომხეთიდან კინემატოგრაფისტები ჩამოვიდნენ. სომხური კინოსტუდიის მაშინდელმა დირექტორმა, ფრუნზიკ დოვლათიანმა მითხრა: „ქალბატონო სოფიკო, ოღონდ თქვენ დათანხმდით, წამოდით და ფილმის წარმოებას დღესვე დავიწყებთო“. არ წავედი. არ წავედი, რადგან, ჯერ ერთი, სერგოს „შეჭამდნენ“ და გადაასახლებდნენ, მეორეც - საქართველოში ვეღარ ვიცხოვრებდი... მაშინ ეროვნული მოძრაობა ახალი დაწყებული იყო და მძაფრი რეაქცია მოჰყვებოდა.

ახლა კი ვნანობ. უნდა წავსულიყავი და გადაგვეღო. ეს სურათი აუცილებლად უნდა შექმნილიყო, რადგან სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებაში ერთ-ერთი უგენიალურესი ფილმი იქნებოდა" - იხსენებს სოფიკო ჭიაურელი.

sofiko-tchiaureli

  • 55 წლის შემდეგ კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრში: სოფიკო ჭიაურელის განუმეორებელი კადრი და როლი, რომელიც უკვდავია 

სოფიკო ჭიაურელი 

სოფიკო ჭიაურელი საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ უამრავი ადამიანისთვის საყვარელი მსახიობია. მას შესრულებული აქვს როლები ასზე მეტ კინოფილმში. სოფიკო ერთადერთი საბჭოთა მსახიობია, რომელიც შვიდჯერ დაჯილდოვდა პრემიით „საუკეთესო ქალის როლისთვის“ საერთაშორისო კონკურსებზე. ის ლეგენდარული მსახიობის, ვერიკო ანჯაფარიძისა და კინორეჟისორ მიხეილ ჭიაურელის ოჯახში დაიბადა.

  • ქალები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა: ბრიჯიტ ბარდო, სოფიკო ჭიაურელი, სოფი ლორენი 

თენ­გიზ აბუ­ლა­ძის 1976 წელს გა­და­ღე­ბულ ფილმში "ნატ­ვრის ხე" სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­მა "ფუ­ფა­ლას" როლი ითა­მა­შა და ფილ­მის ბრწყინ­ვა­ლე სამ­სა­ხი­ო­ბო ან­სამ­ბლში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ფილმმა არა­ერთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე მი­ი­ღო ჯილ­დო. გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო "ნატ­ვრის ხის" ჩვე­ნე­ბა აშშ-ში, ჩი­კა­გოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, სა­დაც სცე­ნა­ზე ასუ­ლი სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რე­ლი მაყურებელმა ვერ იცნო.