"ეს არის ჩემი პასუხი კითხვაზე - რატომ?" - წერს სოციალურ ქსელში ილია თოფურია და ოჯახთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - ილიას ჰყავს ორი შვილი - ჰუგო და ჯორჯინა, და-ძმა - ალექსანდრე, მარიამი და ანა, მშობლები - ინგა და ზაზა.




ცოტა ხნის წინ UFC-ის ქართველი ჩემპიონის ცხოვრებაში რთული პერიოდი იყო, როცა მასსა და მის ყოფილ მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუის შორის განქორწინების საკითხი სასამართლოს გზით გადაწყდა. უამრავი ჭორისა თუ სპეკულაციის შემდეგ, წყვილმა შეთანხმებას მიაღწია და ილია თოფურია სპორტულ კარიერასაც დაუბრუნდა.
29 წლის ჩემპიონი, ილია თოფურია გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში დაიბადა. შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.
2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან დაიწყო ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.
2015 წელს პროფესიონალთა ადგილობრივ შეჯიბრებებში შედგა მისი დებიუტი. 27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული. 2020 წლის 11 ოქტომბერს თოფურია "მაროკოელ ეშმაკს“ იუსეფ ზალალს დაუპირისპირდა და სამ რაუნდიან ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა. 2022 წლის 19 მარტს, ლონდონში, UFC-ის ღონისძიებაზე, ორგანიზაციაში მე-4 ორთაბრძოლა გამართა ილია თოფურიამ და ინგლისელი მეტოქე ჯეი ჰერბერტი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
2024 წელს UFC 298-ზე ქვემსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ილია თოფურია დაუპირისპირდა ამ დივიზიონის ჩემპიონს, ალექს ვოლკანოვსკის და ნოკაუტით მოუგო ბრძოლა. ამ მნიშვნელოვან ბრძოლამდე ილიას 14-დან 14 მოგება ჰქონდა, ხოლო ვოლკანოვსკის 26 მოგება და 3 მარცხი. ალექს ვოლკანოვსკიმ ამ წონის ქამრის დაცვა 5-ჯერ შეძლო. ჯოშ ემეტის დამარცხების შემდეგ, თოფურიამ 8 თვე დაისვენა და სატიტულო ჩხუბით, რომელსაც მთელი საქართველო ასე ელოდა, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც UFC-ის ქამარი მოიგო!
2025 წელს კი ილია თოფურია უკვე ორი წონის ჩემპიონი იყო - თოფურია ლას ვეგასში, UFC 317-ზე, მსუბუქი წონის დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირას შეხვდა. ილიამ ოლივიერა ბრძოლის დაწყებიდან რამდენიმე წუთში, პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ამ გამარჯვების შემდეგ ილია ორი წონის, ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონია.
სპორტული და პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის მის გვერდით არიან ოჯახის წევრები - დედა, ინგა თოფურია, მამა, ზაზა თოფურია, დები - ანა და მარიამ თოფურიები, ძმა, ალექსანდრე თოფურია და შვილები, ჰუგო და ჯორჯინა თოფურიები.