ილია თოფურიას და ჯორჯინა უზკუტეგიის ხმაურიანი დაშორების შემდეგ ჯორჯინა სოციალურ ქსელებში კვლავ გააქტიურდა. ის ხშირად პასუხობს გამომწერების შეკითხვებს და ამჯერადაც ურთიერთობებზე საუბრობს:
- როგორ ფიქრობ რა უნდა გავაკეთო, რომ გოგოზე შთაბეჭდილება მოვახდინო?
- გახდი მამაკაცი, რომელიც ნდობის ღირსია, იყავი ღვთისმოსავი კაცი. ნუ შეეჯიბრები, იყავი გულწრფელი და პატივისმცემელი და გთხოვ, ნუ ელი, რომ ის დედაშენი იქნება. ეს არ არის მიმზიდველი.

- როგორი გრძნობა იყო, როდესაც თქვენი შვილი ხელში პირველად აიყვანეთ?
- ეს საუკეთესო გრძნობაა, ვფიქრობ, რომ ღმერთი ძალიან გულუხვი იყო, რადგან ქალებს მისცა ასეთი გრძნობისა და სიყვარულის უნარი.

ილია თოფურიასა და ჯორჯინა უზკუტეგის სასამართლო დავა
გარდა მეურვეობისა, განქორწინებას თან ახლდა სერიოზული ფინანსური გამოწვევა: ჯორჯინა უზკატეგუი ბადელი, სავარაუდოდ, თოფურიას აქტივების 50%-ს ითხოვდა მაშინ, როდესაც ჩემპიონის ამჟამინდელი ქონება დასავლურ მედიაში რამდენიმე მილიონ დოლარზე მეტად არის შეფასებული. დავა წყვილს შორის არაერთ საკითხზე მიმდინარეობდა, მოგვიანებით კი, ესპანურ მედიაზე, მათ შორის Marca და OKDiario დაყრდნობით, ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიასა და მის ყოფილ მეუღლეს, ჯორჯინა უზკატეგუის შორის არსებული სასამართლო დავა მხარეთა შორის შეთანხმებით დასრულდა.
ჯორჯინა უზკატეგუიმ გააუქმა (გამოიტანა) საჩივარი სასტიკი მოპყრობის (ძალადობის) შესახებ. შეთანხმება მიღწეულ იქნა მას შემდეგ, რაც მხარეებმა ხელი მოაწერეს კლასგარეშე მორიგებას, რომელმაც წერტილი დაუსვა თვეების განმავლობაში მიმდინარე დაძაბულობას.

სასამართლომ მანამდეც (2026 წლის იანვარში) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც:
მოსამართლემ უარყო ჯორჯინა უზკატეგუის მოთხოვნა ბავშვის აშშ-ში (მაიამიში) საცხოვრებლად გადაყვანაზე. დადგინდა, რომ ბავშვი ვერ დატოვებს ესპანეთს მოსამართლის სპეციალური ნებართვისა და მეურვეობის საბოლოო შეთანხმების გარეშე. ილია თოფურიას მიეცა შვილის ნახვისა და მასთან ურთიერთობის ფართო უფლება.
გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას განქორწინების ფინანსურ პირობებზეც. ცნობილია, რომ წყვილმა გასაყიდად გამოიტანა მადრიდში მდებარე საერთო სახლი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 3 მილიონი ევროა.