სოფიას და რეზი ბებია: თეონა თავართქილაძის ყველაზე განსაკუთრებული ამპლუა და ფოტოები შვილიშვილებთან ერთად - Marao

სოფიას და რეზი ბებია: თეონა თავართქილაძის ყველაზე განსაკუთრებული ამპლუა და ფოტოები შვილიშვილებთან ერთად

2026-05-18 13:43:00+04:00

თეონა თავართქილაძე ახლა ცხოვრების განსაკუთრებულ, ყველაზე ლამაზ ეტაპზეა - ცოტა ხნის წინ ის პირველი შვილიშვილის, სოფია არველაძის, მოგვიანებით კი - რეზი არველაძის ბებია გახდა. 

სოფია თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის უმცროსი ვაჟის, ვატო არველაძის ქალიშვილია. ვატოს მეუღლე მაკუნა ზედაშიძეა. უმცროსი რეზი არველაძე კი ნიკა არველაძისა და ქეთი წიქვაძის ვაჟია. 

teona

teona

"ეს არის რაღაც შიზოფრენიასთან მიახლოებული სიგიჟე. აი, მართლა არ მეგონა, თუ ასეთი რამე არსებობდა. სულ მესმოდა: "შვილიშვილი რომ გეყოლება, ნახავ", "შვილზე ტკბილია" – ამას არ ვეთანხმები, შვილი სხვა არის, მაგრამ ეს არის რაღაც დაუჯერებელი გრძნობა. ეს არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი შვილის შვილია. ეს არის პერსონალური, დაუჯერებელი სიყვარული აი ამ პატარა ადამიანის მიმართ. სოფია არის რაღაც სასწაული.

რეზი აღმოჩნდა საოცარი ბაბუა. ძალიან კარგი მამა იყო, მაგრამ ბაბუაა რაღაც განსაკუთრებული. აი, სულ სხვა განზომილებაa", - ამბობდა თეონა თავართქილაძე ქეთო ანთაძის პოდკასტში "ჩვენ".

ქეთი წიქვაძისა და ნიკა არველაძის ოჯახი 

რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 30 წელია, რაც ერთადაა.

„ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით. რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • „რეზიკოს ჯერ ერთი ჩემი მეგობარი უყვარდა, მერე - მეორე... მასთან მეგობრობის მეტი არაფერი წარმომედგინა“ – 30-წლიანი სიყვარულის ამბავი და სამაგალითო ოჯახის ისტორია

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა: 

"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა.

  • არველაძეების ულამაზეს ზღვისპირა აგარაკი და თეონა თავართქილაძის მზიანი არდადეგები

„სიყვარული სიტყვებით არ იხსნება, ხომ ვერ მოჰყვები, როგორ და რანაირად არის. ვცდილობთ, მაგრამ ამაოდ. ზოგჯერ გამოხედვაში ჩანს, ზოგჯერ – შეხვედრაში, ზოგჯერ – კამათში, მონატრებაში, ყველაფერში. ერთად ვერ მომიყრია თავი და რა ჰქვია, არ ვიცი, მჭადივით არ ცხვება. მნიშვნელოვანია ოჯახში კომფორტის შექმნა და დისკომფორტის თავიდან აცილება. რაღაცები ხომ უნდა დათმო ადამიანმა. იმას არავინ გთხოვს, დათმო ის, რისი დათმობაც შეუძლებელია. ვერავისთან ვერ ვყოფ თეონას სიყვარულს…“ - ამბობდა რეზი არველაძე.