დაიჭირეს თუ არა სერენაი სარიქაი? სუპერვარსკვლავი, თურქული კინოს სიმბოლო ნარკოსკანდალში გაეხვა - Marao

დაიჭირეს თუ არა სერენაი სარიქაი? სუპერვარსკვლავი, თურქული კინოს სიმბოლო ნარკოსკანდალში გაეხვა

2026-05-21 15:26:28+04:00

თურქული შოუბიზნესი დიდმა სკანდალმა მოიცვა. დღეს, 21 მაისს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოპულარული მსახიობის, სერენაი სარიქაის წინააღმდეგ სამართალდამცავებმა დაკავების ორდერი გასცეს. საქმე ეხება სტამბოლში დაწყებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას, რომელიც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასა და გავრცელებას უკავშირდება.

გამოძიებას ბაქირქოის პროკურატურა ხელმძღვანელობს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში სულ 25 ცნობილი ადამიანი ფიგურირებს. სერენაის გარდა, სიაში სხვა ვარსკვლავებიც მოხვდნენ, მათ შორის: მომღერალი მაბელ მატიზზე, მსახიობები ონურ თუნა, ფეიზა ჯიველექზე და ბერქაი შაჰინსა.

მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, ამ ეტაპზე მსახიობის დაკავება არ დასტურდება. მიზეზი მარტივია, სერენაი ამჟამად თურქეთში არ იმყოფება. ვარაუდობენ, რომ ის საფრანგეთშია, სადაც კანის კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს ესწრება.

მსახიობის წარმომადგენლებსა და თავად სერენაის ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. ფანები დაინტერესებულები არიან, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ბრალდებები, თუმცა მედიის ნაწილი მოგვიწოდებს, ნაჩქარი დასკვნებისგან თავი შევიკავოთ, რადგან გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება მსახიობი სამშობლოში და რა განმარტებას გააკეთებს ის ამ სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით.

SERENAI-SARIKAIA

  • ბურაქ დენიზის თმისა და სისხლის ნიმუშებში ნარკოტიკების კვალი აღმოჩნდა - რა ხდება თურქეთში 

რა ხდება თურქეთში

თურქეთის შოუბიზნესში ბოლო თვეებია ძალიან დიდი სკანდალია და ყველაფერი ერთმანეთთან გადაიკვეთა, როგორიცაა ნარკოტიკების საქმეები, მენეჯერების "მაფიოზური გავლენები" და მსახიობებს შორის დაპირისპირებები. ყველაფერი რეალურად 2025 წელს დაიწყო, როცა ცნობილი მენეჯერი აიშე ბარიმი და მისი სააგენტო ID İletişim გამოძიების ცენტრში აღმოჩნდა. თურქული მედიის ნაწილი წერდა, რომ შოუბიზნესში არსებობდა დახურული წრე, რომელიც სერიალებში მსახიობების შერჩევას, რეკლამებსა და ბრენდებთან თანამშრომლობებს აკონტროლებდა. ამ საქმეში მოწმის სტატუსით დაიბარეს Serenay Sarıkaya-ც. 

ამის შემდეგ სიტუაცია უფრო დაიძაბა, თურქული მედიის ინფორმაციით,  სტამბოლის პროკურატურამ ცნობილი სახეების წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებული გამოძიება დაიწყო და რამდენიმე მსახიობისა და მუსიკოსის სახელიც გამოჩნდა. პროკურატურა ეჭვობს, რომ საქმე შესაძლოა მხოლოდ ინდივიდუალურ მოხმარებას არ ეხებოდეს და უფრო ფართო ქსელსაც მოიცავდეს.

საქმის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად ფიგურად იქცა პოპულარული მსახიობი ბურაქ დენიზი. მისი სახელი მედიის სათაურებში მას შემდეგ მოხვდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის იმ ადამიანთა სიაშია, ვისაც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ბრალს სდებენ. სხვადასხვა თურქული გამოცემა წერს, რომ სამართალდამცავებმა მასაც აუღეს ბიოლოგიური ნიმუშები.

ყველაზე დიდი გამოხმაურება კი სწორედ ექსპერტიზის შედეგებმა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, ბურაქ დენიზის თმისა და სისხლის ანალიზებში აღმოჩნდა როგორც მარიხუანას, ისე კოკაინის კვალი. ეს დეტალი მედიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან თმის ანალიზი რამდენიმე თვის განმავლობაში მოხმარების ფაქტსაც აფიქსირებს. თუმცა, ამ ეტაპზე ოფიციალური უწყებები დეტალურ კომენტარს არ აკეთებენ და საქმე ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია.

BURAK-DENIZ

  • ჰანდე ერჩელის ტრიუმფი კანში ნარკოსკანდალის შემდეგ: თურქი ვარსკვლავის ახალი იმიჯი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა 

ამავე საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი ცნობილი მსახიობი ჰანდე ერჩელი. თურქული მედიის ნაწილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის ანალიზებში ოპიოიდების კვალი აღმოჩნდა. მოგვიანებით გავრცელებულმა ცნობებმა მიუთითა, რომ საუბარი შეიძლება იყოს ისეთი ნივთიერებებზეც, როგორიცაა მორფინი ან კოდეინი, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც საბოლოო დასკვნა საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.

ჰანდე ერჩელის შემთხვევა განსაკუთრებით აქტიურად განიხილება, რადგან ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი მსახიობია თურქეთში. ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ მისი შედეგები შეიძლება მედიკამენტურ გამოყენებასთანაც იყოს დაკავშირებული, თუმცა ეს ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ცოტა ხნის წინ ამ მსახიობების რიცხვს სერენაი სარიქაიაც შეუერთდა.

HANDE-ERCHEL

თურქული მედია ამ პროცესს უკვე „ელიტის ნარკო-სკანდალს“ უწოდებს. საქმე არ შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე ადამიანით, საუბარია ათობით ცნობილ ფიგურაზე, რომელთა ნაწილი უკვე დაკითხვაზე დაიბარეს, ნაწილი კი დროებით დააკავეს. პარალელურად, სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ, არსებობს თუ არა უფრო ფართო ქსელი, რომელიც ცნობილ ადამიანებს ამარაგებდა.