"მე რა მი­ხა­რია, რომ არ ვარ სო­ფოს­თან და ალისკასთან ერ­თად სახ­ლში?" - მიხეილ სააკაშვილის სიტყვა სასამართლოზე - Marao

"მე რა მი­ხა­რია, რომ არ ვარ სო­ფოს­თან და ალისკასთან ერ­თად სახ­ლში?" - მიხეილ სააკაშვილის სიტყვა სასამართლოზე

2026-05-21 15:26:35+04:00

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო მიმდინარეობს. გთავაზობს მისი სიტყვიდან მცირე ამონარიდს.

"დღეს აცხა­დე­ბენ ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გა­ნა­ჩენს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ მაქ­სი­მუმს მი­უს­ჯი­ან. მინ­და ლე­ვა­ნი გა­ვამ­ხნეო აქე­დან. არის ის კაცი და იმ კაცს წყნა­რად სძი­ნავს თუ ყვე­ლა პატ­რი­ო­ტი, მებ­რძო­ლი ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ში ჰყავს. ეს მო­ცე­მუ­ლო­ბაა. ლე­ვან ნუ შე­გე­შინ­დე­ბა, ჩვენ ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე ვართ, დიქ­ტა­ტო­რებ­თან და ბო­რო­ტე­ბის ძა­ლებ­თან. პირ­ვე­ლი ჩვენ­თან გა­ჩაღ­და ომი, პირ­ვე­ლი ჩვენ მოგ­ვი­წყვეს ჰიბ­რი­დუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბი, ჩვენ­თან მოხ­და პირ­ვე­ლი სა­არ­ჩევ­ნო ჩა­რე­ვა, ასე­თია სა­ქარ­თვე­ლოს ბედი. მე რა მი­ხა­რია, რომ არ ვარ სო­ფოს­თან და ალის­კა­თან ერ­თად სახ­ლში? და ლე­ვანს უხა­რია, რომ მისი უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი დედა ვერ ნა­ხუ­ლობს ყო­ველ­დღე? ნამ­დვი­ლად არ უხა­რია, რომ მის შვი­ლებს ვერ ნა­ხუ­ლობს. ეს ჩვე­ნი ბე­დია. არ უნდა ვი­ყოყ­მა­ნოთ და ჩვენს ბრძო­ლას მი­ვიყ­ვანთ ბო­ლომ­დე. ეს ჩვე­ნი და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ხვედ­რია.

ჩვენ პრაქ­ტი­კუ­ლად სპექ­ტაკ­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბად გვაქ­ცი­ეს. ის, რაც რუს­თა­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლო­ში ხდე­ბა, არის ძა­ლა­უფ­ლე­ბის სპექ­ტაკ­ლი, რო­მელ­საც ივა­ნიშ­ვი­ლი სა­კუ­თა­რი უძ­ლე­ვე­ლო­ბი­სა და ქვეყ­ნის ამ­რე­ვე­ბის სა­მა­გა­ლი­თოდ, სარ­ზე ჩა­მოც­მის დე­მონ­სტრი­რე­ბის­თვის იყე­ნებს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ოპო­ზი­ცი­ის ლექ­სი­კა, რი­ტო­რი­კა და ქმე­დე­ბე­ბი აც­დე­ნი­ლია ყვე­ლა­ფერს. არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი შუ­ა­შის­ტუ­რი პო­ზი­ცია." - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

mikheil-saakashvili

  • "ალისა ქორწილს გეგმავს..." - რას ჰყვება სოფო ნიჟარაძე მიხეილ სააკაშვილსა და შვილზე, ალისკა სააკაშვილზე 

მიხეილ სააკაშვილი და სოფო ნიჟარაძე 

"მე ძალიან ვარ ასოცირებული მიშასთან. სოფო, რომ მოდის პირველ რიგში მოვდივარ მე და შემდეგ რა თქმა უნდა მიშა ახსენდებათ. ვფიქრობ ამ ურთიერთობისთვის ბევრი გავიღე. დღევანდელი გამოსახედიდან არ ვნანობ არაფერს. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რამეს ნანობს და ყველაფერს ისე გავაკეთებდი,როგორც გავაკეთე, იმიტომ, რომ თავის დროზე მქონდა შესაძლებლობა და გადაწყვეტილებები ისე მიმეღო. თუ არ ვიფიქრე ან ვიფიქრე ცოტა და დავუშვი შეცდომა, ეს ჩემი შეცდომაა და უშეცდომო არვინ არსებობს. ზოგჯერ იყო იმპულსურად მიღებული გადაწყვეტილებები, მაგრამ მე, როგორც მშვიდი ადამიანი, შეცვლით არაფერს არ შევცვლიდი. დღეს მე რომ ვარ ასეთი, მყავს ალისა და რომ ვარ ბედნიერი, მიუხედავად ყველა სირთულისა მთავარი ადამიანი მყავს და რა თქმა უნდა, არაფერს არ შევცვლიდი. 

ნაწყენი ვარ ძალიან ბევრ ადამიანზე, მათ შორის მიშაზეც, მაგრამ მე უფრო მეტი კარგი მახსოვს. ეს ის მომენტია, რომელსაც მხოლოდ მასთან ვისაუბრებ და მჯერა, რომ ეს დრო აუცილებლად დადგება. ან შეიძლება რაღაც ასაკში გადავწყვიტო მემუარები დავწერო, სადაც აუცილებლად დავწერ ჩემს განწყობებზე და გრძნობებზე, რომელიც გადამივლია. 

  • "ვერასდროს ვეუბნები ალისკას, როდის დაბრუნდება მამა" - სოფო ნიჟარაძე ქალიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის შესახებ 

mikheil-saakashvili

ამ ურთიერთობაზე ყოველთვის არ შემეძლო საუბარი, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია. მიშას ჩემს ცხოვრებაში ოჯახის წევრის სტატუსი აქვს. რომ დამთავრდება პატიმრობა, შემდეგ მის ცხოვრებაში ვფიქრობ საინტერესო ეტაპი დაიწყება. შინაგანად განწყობა მაქვს, რომ ყველაფერი იქნება კარგად.

არ მიფიქრია, როგორი იქნება ჩემი ცხოვრება, ხვალ, რომ მიშა განთავისუფლდეს. ძალიან მინდა, რომ განთავისუფლდეს. პირველ რიგში ის ამას არ იმსახურებს. ალისასთვის მამა არის გვერდზე ძალიან მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ციხეში არ უნდა იჯდეს. ვთვლი, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან დიდი ფიგურა იყო. ეს პერიოდი დარჩება საქართველოს ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვნად, რადგან მან შეძლო ძალიან ნელი ქვეყნიდან გააბრწყინა, ინტერესი გააჩინა და მან ძალიან ბევრი რამ ჩადო ამ ყველაფერში. საკუთარი შვილივით გაზარდა ეს ქვეყანა, ამიტომ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ მისი ღვაწლი მსგავსად დაფასდა. მომავალში მგონია, რომ ეს ყველაფერი სხვანაირად გადაფასდება, იმიტომ, რომ მე ამ განწყობებს ვგრძნობ და ვხედავ," - ამბობდა სოფო.