შიო III 2026 წლის 12 მაისიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია. 2003 წლიდან სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის მიტროპოლიტი, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ქართული სამრევლოების მმართველი მღვდელმთავარი, 2017 წლიდან საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იყო.

მოგონებები პატრიარქ შიო III-ზე
„კურიერი PS“ პატრიარქ შიო III-ის პირველი პედაგოგ ნუკრი ბაგრატიონ-დავითაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ნუკრი ბაგრატიონ-დავითაშვილი იხსენებდა, როგორ მოიხიბლა ის პირველად მუსიკით და როგორი იყო ბავშვობაში:
„ძალიან აღფრთოვანდა, ჩელო რომ დაინახა. ხელი გავატარებინე სიმებზე და თქვა – აი, რა ბგერა აქვსო. 7 წლის იყო, როდესაც ჩემთან მომიყვანეს. მას „ბუტას“ ვეძახდით. ძალიან მონდომებულად მეცადინეობდა. ბახი უყვარდა განსაკუთრებულად, უბრალოდ გიჟდებოდა მასზე და თითქმის ყველაფერი დავუკარით, რაც კი ბახის შემოქმედებიდან იყო შესაძლებელი.

მხოლოდ ინსტრუმენტზე არ ვუკრავდით – წიგნებზე, მუსიკაზე, მწერლობაზე, ლექსებზე, სიყვარულსა და აბსოლუტურად ყველაფერზე ვსაუბრობდით“, – იხსენებს ნუკრი ბაგრატიონ-დავითაშვილი.