ია სუხიტაშვილი დაიბადა 1980 წლის 29 აგვისტოს თბილისში, საქართველოში. 2001 წელს მან დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თეატრისა და კინოს მსახიობის სპეციალობით. იას შესრულებული აქვს როლები რამდენიმე თეატრალურ დადგმაში. 2002 წლიდან 2005 წლამდე იგი მონაწილეობდა სხვადასხვა სატელევიზიო თეატრალურ სპექტაკლსა და სატელევიზიო სერიალში - ეს მისი განვლილი გზის ძალიან მცირე შეჯამებაა, თუმცა ია სუხიტაშვილის თეატრალური და კინემატოგრაფიული კარიერა იმ იშვიათი შემთხვევების რიცხვს მიეკუთვნება, როდესაც პროფესიული აღიარება, კრიტიკოსების მაღალი შეფასებები და მაყურებლის უპირობო სიყვარული ერთმანეთს სრულყოფილად ერწყმის.
შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის სცენაზე შექმნილი დრამატული სახეებიდან დაწყებული, საერთაშორისო ფესტივალებზე ტრიუმფით დასრულებული, მან თანამედროვე ქართულ სამსახიობო ხელოვნებაში ინდივიდუალური ხელწერით გამორჩეული ეპოქა შექმნა.

მისი მრავალმხრივი ნიჭი არაერთხელ დაჯილდოვდა უმაღლესი ჯილდოებით როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ია სუხიტაშვილის მიერ მიღებული პრემიები - დაწყებული პრესტიჟული თეატრალური ნომინაციებიდან, დასრულებული სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის ისტორიული გამარჯვებით - მხოლოდ მისი პირადი ტრიუმფი არ არის; ეს არის ქართული სამსახიობო სკოლის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება.
სწორედ ამ ნომინაციებმა და შემოქმედებითმა მიღწევებმა აქცია ია სუხიტაშვილი თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ტიტულიან მსახიობად:
როცა ია სუხიტაშვილმა თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა, რობერტ სტურუა „ჰამლეტს“ დგამდა რუსთაველის თეატრში. თურმე, რეჟისორს ყურმოკვრით გაუგია, რომ ახალგაზრდა მსახიობმა სადიპლომო სპექტაკლში ჯულიეტას როლი არაჩვეულებრივად ითამაშა - ია თეატრში დაიბარეს და მთავარი როლი მისცეს.

„ასეთი წარმატებული დებიუტი ამ სცენაზე არ მინახავს!“ - ასე შეაფასა რობერტ სტურუამ ია სუხიტაშვილის ოფელია.
“რეალურად, არ ვფიქრობ ხოლმე, ავიღებ თუ არა ჯილდოს იმაში, რასაც ვაკეთებ. თუ დავიწყებთ იქიდან, თუ რა პროცესი გაიარა ამ ფილმმა კეთების დროს, რამხელა მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდა, რა თქმა უნდა, მოლოდინები იყო, რომ “დასაწყისი“ თავის გზას დაადგებოდა”, - ამბობდა ია სუხიტაშვილი. ფილმმა მაშინ 4 ნომინაციაში გაიმარჯვა - საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზის გარდა, ფილმს გადაეცა ფესტივალის მთავარი ჯილდო - ვერცხლის ნიჟარა, დეა კულუმბეგაშვილი დასახელდა საუკეთესო რეჟისორად, ჟიურის ჯილდო, ვერცხლის ნიჟარა, საუკეთესო სცენარისთვის კი კულუმბეგაშვილსა და რატი ონელს გადასცეს.

ია სუხიტაშვილის სამი ასაკი: როგორ იცვლებოდა წლების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მსახიობი
"შესაძლოა ამის დრო არაა, მაგრამ საუკეთესო შესრულებისთვის, საუკეთესო მსახიობის ჯილდო "აზიური ოსკარი" ავიღე - ფილმი "აპრილი". შენ გიძღვნი, საქართველო“, - წერდა მაშინ ია სუხიტაშვილი. ფილმი ასახავს მეან-გინეკოლოგის რთულ ბრძოლას, რომელსაც ახალშობილის გარდაცვალებაში ადანაშაულებენ. „აპრილი“ თავდაპირველად ვენეციისა და ტორონტოს კინოფესტივალებზე წარსდგა. ვენეციაში მან სპეციალური ჟიურის პრიზი მოიპოვა, ხოლო სან სებასტიანის კინოფესტივალზე „Zabaltegi-Tabakalera“-ს კონკურსში გაიმარჯვა.
