"ლევანი ყოველ კვირას ჩვენთანაა, კარგი ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, ერთ სახლში აღარ ვცხოვრობთ" - მაიკო კაჭკაჭიშვილი განვლილი გზის შესახებ - Marao

"ლევანი ყოველ კვირას ჩვენთანაა, კარგი ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, ერთ სახლში აღარ ვცხოვრობთ" - მაიკო კაჭკაჭიშვილი განვლილი გზის შესახებ

2026-05-27 14:50:03+04:00

მაიკო კაჭკაჭიშვილს წლების მატება არ აშინებს. ამბობს, რომ ამ ასაკში მეტად დადინჯებული, მშვიდი და გაწონასწორებულია და უფრო გააზრებულად მოქმედებს. მის ცხოვრებაში, ნათელ ფერებთან ერთად, მუქი ფერებიც იყო, თუმცა დღეს ჰარმონიული ეტაპი დაუდგა და ბედნიერია. მის გარშემო მყოფი ადამიანების გადაფასებაც მოახდინა და გვერდით მხოლოდ ის ადამიანები ჰყავს, ვინც მისთვის სანდო და ერთგულია.

maiko-kachkachishvili

მაიკო კაჭკაჭიშვილის ინტერვიუ

– ამბობენ, ადამიანი რომ ძლიერი და შემდგარი იყოს, აუცილებლად ზურგს საყვარელი ადამიანი, მეორე ნახევარი უნდა უმაგრებდესო. ამაზე რას მეტყვი?

– ზოგადად, მარტოსული ადამიანი ვარ, მარტო მირჩევნია ვაკეთო და ვიბრძოლო. როცა ქმარი მყავდა, მაშინაც ასე იყო, დაშორების ინიციატორიც მე ვიყავი და ისე წავიყვანე საქმე, მაინც მარტო დავიტოვე თავი. ასე ბევრად კარგად ვგრძნობ თავს.

  • "ძალიან იღბლიანი ქალი ვარ და სამყაროს ყოველთვის მადლობას ვეუბნები" - ნინო თოლორდავას ინტერვიუ ოჯახსა და განვლილ გზაზე

– რამდენი წელი იყავით შენ და ლევან ლაზარიშვილი ცოლ-ქმარი, არასოდეს გინანია მასთან დაშორება და ოჯახის დანგრევა?

– მე და ლევანი ექვსი წელი ვიყავით ცოლ-ქმარი და მასთან დაშორებას ოჯახის დანგრევას ვერ დავარქმევ, რადგან ლევანი ყოველ კვირას ჩვენთანაა, კარგი ურთიერთობა გვაქვს. უბრალოდ, ერთ სახლში აღარ ვცხოვრობთ, თორემ, ლევანის ოჯახი და ჩემი ოჯახი სულ კონტაქტზე ვართ, ნებისმიერ ღირსშესანიშნავ დღეს, დაბადების დღეებზე და ასე შემდეგ, მთელი სანათესაოთი. ვერც კი აღვიქვამთ, რომ რამე დავანგრიეთ.

  • ბლიც-ინტერვიუ თეა დარჩიასთან: "თუ კონცერტის შემდეგ მეტყოდნენ, რა ლამაზი იყავიო, ადგილზე ვკვდებოდი"

– როგორც ქალს, ყველაზე მეტად რა გაბედნიერებს?

– მე ჩემი საყვარელი მსმენელი ისეთ ემოციებსა და სიტყვებს მიგზავნის, ისეთ კომენტარებს მიწერენ ჩემს შვილებზე, ოჯახზე, ეს მაბედნიერებს. ვფიქრობ, იღბლიანი კი არა, ზედმეტად იღბლიანი ვარ და ამისთვის სამყაროს და ღმერთს დიდი მადლობა. მაქვს ჩემი საკუთარი სტუდია, მყავს ბევრი ნიჭიერი მოსწავლე, თვალებში შემომციცინებენ, გვერდით მიდგანან მშობლები, ჩემზე იღბლიანი არის კიდევ ვინმე?

წაიკითხეთ გაგრძელება