რეპეტიცია, რომელიც კრიტიკის საგნად იქცა - რატომ გამოიწვია თეა დარჩიას ვიდეომ საზოგადოების გაღიზიანება - Marao

რეპეტიცია, რომელიც კრიტიკის საგნად იქცა - რატომ გამოიწვია თეა დარჩიას ვიდეომ საზოგადოების გაღიზიანება

2026-05-29 10:10:32+04:00

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თეა დარჩიას ცეკვის სტუდიიდან რეპეტიციის კადრები გავრცელდა, რამაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ვიდეოში მოცეკვავე მოსწავლეებს ემოციურად მიმართავს, უხსნის, თუ რა ენერგია და მუხტი უნდა ჩადონ თითოეულ მოძრაობაში. ამ კადრებს ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან კრიტიკული კომენტარების ტალღა მოჰყვა - ბევრმა თეა დარჩიას სწავლების მეთოდი და კომუნიკაციის ფორმა დააწუნა.

ერთ-ერთი ასეთი კომენტარი ეკუთვნის ია დუდაშვილს - მუსიკოსის, ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრ ირაკლი ნოზაძის მეუღლეს. მან ვიდეო საკუთარ ინსტაგრამზე, სთორიში გააზიარა: "ძალიან ვმწარდები. არადა, უდიდეს პატივს ვცემდი", - დაწერა ია დუდაშვილმა. 

თუმცა, კრიტიკის პარალელურად, მოსწავლეების მშობლებისგან თეას მისამართით მხარდამჭერი კომენტარებიც მოჰყვა.

"არ ვწერ იმიტომ, რომ ტროლების და ბოროტი ადამიანების ღვარძლიან აზრებს და კომენტარებს გავეჯიბრო ან ვუპასუხო. უბრალოდ მაინტერესებს, ამ უცხო ადამიანებმა რა ცუდი მოპყრობა და ბულინგი დაინახეთ? შენიშვნა და შექება აუცილებელია. ჩვენი შვილები და ჩვენც წლებია დავდივართ ამ საოცარ გარემოში. ჩვენ ყველას იქ გვყავს შვილები, სადაც უნდა გვყავდეს. იქ ვსწავლობთ სიკეთის გაცემას და სამშობლოს სიყვარულს ცეკვასთან ერთად. ეს გარემო აპოლიტიკურია, გაეშვით ბავშვებს," - აცხადებს ერთ-ერთი მშობელი.

"უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩემი ბარბარე დადის „თედასში“ და დღიდან მისვლისა, ყოველ გაკვეთილზე სიხარულით მიფრინავს. ბრუნდება ფრთაშესხმული, ბედნიერი და მოტივაციით სავსე! თედასი" ეს არ არის მხოლოდ ცეკვის ლაბორატორია. ეს არის შრომის, დისციპლინის, სიყვარულის, გუნდური მუშაობის, ერთმანეთის პატივისცემის ადგილი! თეა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის! კიდევ მრავალი წელი უნდა გაზარდოთ ასეთი გოგონები, რომლებიც ყველგან და ყველაფერში გამოირჩევიან!" - წერს კიდევ ერთი მშობელი," - წერს კიდევ ერთი მშობელი.

  • "სცენის დატოვება მომიწია, რადგან აღთქმა დავდე - არ შემეძლო დამერღვია" - თეა დარჩიას ვრცელი ინტერვიუ მეუღლეზე, შვილებსა და რთულ პერიოდზე 

"უკვე თორმეტი წელია, ჩემი შვილი უდიდესი სიხარულით და სიყვარულით დადის თეა დარჩიას რეპეტიციებზე. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა - თეა რომ არ ყოფილიყო ასეთი გამორჩეული პედაგოგი და ადამიანი, ჩემი შვილი ამდენი წლის განმავლობაში, ასეთივე მონდომებითა და ბედნიერებით ვერ ივლიდა მასთან. თეა მხოლოდ ცეკვის მასწავლებელი არ არის, ის ამ თაობის გულწრფელი მეგობარი, მხარდამჭერი და მაგალითია. იგი ბავშვებს არა მხოლოდ ცეკვას ასწავლის, არამედ სითბოს, სიყვარულს, ერთმანეთის პატივისცემასა და ადამიანობას უნერგავს.რეპეტიციის დაწყებისას, თეას დანახვაზე გოგონებს თვალები უბრწყინდებათ ,იმდენად დიდი სიყვარული და სითბო აკავშირებთ მასთან.

100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი მოსწავლე არ დადის რეპეტიციებზე მშობლების ძალდატანებით, ისინი თავად, საკუთარი სურვილით და სიხარულით მიდიან იქ, სადაც თავს ბედნიერად გრძნობენ. გულწრფელი მადლობა თეას ყველა იმ სიკეთისთვის, სიყვარულისა და ფასდაუდებელი შრომისთვის, რაც ჩემს შვილში და კიდევ უამრავ ბავშვში ჩადო", - წერს კიდევ ერთი მშობელი.

tea-darchia

თეა დარჩია - მოცეკვავე და ქორეოგრაფი

თეა დარჩია არის ცეკვის სახელოსნო "Tedasi"-ს დამფუძნებელი, მსოფლიოში აღიარებული ქართული ნაციონალური ბალეტის, "სუხიშვილების" ყოფილი წამყვანი მოცეკვავე და ქორეოგრაფი 30 წლიანი გამოცდილებით.

  • ბლიც-ინტერვიუ თეა დარჩიასთან: "თუ კონცერტის შემდეგ მეტყოდნენ, რა ლამაზი იყავიო, ადგილზე ვკვდებოდი"

თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილი, მარიამ მათიაშვილი, ასევე იყო "სუხიშვილების" მოცეკვავე, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ანსამბლში20-წლიანი კარიერა დაასრულა. 

თეა დარჩიას სცენაზე შესრულებული აქვს არაერთი მთავარი პარტია, მათ შორის, იყო პირველი, ვინც ნინო რამიშვილის შემდეგ პირველად შეასრულა ჯეირანი. 

თეა დარჩიამდე, კრიტიკის ობიექტი ნინო სუხიშვილის გახდა - 2023 წელს სტუდიის ოფიციალური გვერდი სუხიშვილები - Sukhishvilebi სოციალურ ქსელში ვიდეოს კულისებიდან აქვეყნებდა, სადაც ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს განუმარტავდა, რა მოეთხოვებათ მათ: "ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან“ – ამბობდა ნინო სუხიშვილი. მაშინ ამ სიტყვებმა უამრავი ადამიანის გულისწყრომა და უკმაყოფილება გამოიწვია. "ჩემი და ილიკოს რეპეტიციის ყველა კადრი რომ დაიდოს, გაგვასახლებენ" - ასე უპასუხა კრიტიკას მოგვიანებით ნინო სუხიშვილმა.