ნიცა თავაძის ვრცელი წერილი: „ნეტავ ადამიანებს ესმოდეთ... ზეწოლა, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები - და შენ მაინც, ყოველდღე აგრძელებდი გზას" - Marao

ნიცა თავაძის ვრცელი წერილი: „ნეტავ ადამიანებს ესმოდეთ... ზეწოლა, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები - და შენ მაინც, ყოველდღე აგრძელებდი გზას"

2026-05-31 09:55:54+04:00

„ნეტავ ადამიანებს ესმოდეთ, რამხელა ძალაა საჭირო ასეთ მომენტებამდე მისასვლელად. ზეწოლა, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები... და შენ მაინც, ყოველდღე აგრძელებდი გზას. ახლა კი ზედიზედ ორგზის ჩემპიონი ხარ.

  • უქმეები ოჯახთან ერთად - ნიცა, კვარა და დამიანე: ნიცა თავაძის ოჯახური კადრები და პატარა დამიანე მამასთან ერთად

იმის ყურება, თუ როგორ ხდები ყველაფერი ის, რისთვისაც ოდესღაც ლოცულობდი, ყველაზე ლამაზი რამაა. ყოველთვის მეამაყები. მიყვარხარ, ჩემო მარადიულო ჩემპიონო წინ კიდევ ბევრი რამაა...“ - დაწერა ნიცა თავაძემ ხვიჩა კვარაცხელიას გუშინდელი ტრიუმფის შემდეგ. 

nitsa-tavadze

  • "საქართველოს პრინცესასთან ერთად" - ნიცა თავაძე მეგობრებთან ერთად და ფოტოები ტრიბუნებიდან

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ტრიუმფი და ოჯახური ზეიმი ბუდაპეშტში 

„პარი სენ-ჟერმენმა“ ტიტული წარმატებით დაიცვა და ჩემპიონთა ლიგის თასს ზედიზედ მეორედ დაეუფლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი კარიერაში უკვე მეორედ მოიგო. ბუდაპეშტში გამართულ ფინალურ დაპირისპირებას, სადაც ერთმანეთს პსჟ და ლონდონის „არსენალი“ შეხვდნენ, ტრიბუნებიდან ადევნებდნენ თვალს ფეხბურთელის მთავარი მოტივატორები - მეუღლე ნიცა თავაძე და შვილი, დამიანე. ნიცამ უნგრეთის დედაქალაქიდან პირველი ემოციური კადრები უკვე გაუზიარა გამომწერებს; წყვილმა ქართველი ვარსკვლავის მორიგი ისტორიული ტრიუმფი მოედანზე, კვლავ ერთად აღნიშნა.

nitsa-tavadze