სოციალურ ქსელში ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ ორი სამსახური დატოვა, მათ შორის, ტელეკომპანია "იმედი".
"დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლობა. ძალიან გთხოვთ, არც დამირეკოთ, არც მომწეროთ - ამაზე მეტს ჩემგან ვერაფერს გაიგებთ. ყველაფერი კარგად არის, ცხოვრება გრძელდება", - ამბობს ნანიკო ხაზარაძე ვიდეოში, რომელიც მან საკუთარ გვერდზე სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.
ამ ამბავს წინ უძღვოდა ნანიკო ხაზარაძისა და გია ჯაჯანიძის შემთვევა - როცა მათ გადაცემაში სტუმრად იმყოფებოდა მსახიობი ორნელა მუტი, გია ჯაჯანიძემ მისი სახელი შეცომით წარმოთქვა, ნანიკო ხაზარაძემ კი შეცდომა გაუსწორა და ხელი მსუბუქად თავზე დაარტყა. გი ჯაჯანიძეს ამ ფაქტზე იმ მომეტშივე ჰქონდა რეაქცია და ნანიკო ხაზარაძეს კორექტულობისკენ მიუთითა, თმცა მოგვიანებით განმარტა, რომ მათ გადაცემის შემდეგ ისაუბრეს და ყველაფერი გაარკვიეს.
მიუხედავად გია ჯაჯანიძის ვრცელი კომენტარისა, საზოგადოება მაინც საუბრობდა იმაზე, რომ ნანიკო ხაზარაძემ ტელეკომპანია „იმედი“ სწორედ გია ჯაჯანიძესთან კონფლიქტის გამო დატოვა. ამ თემაზე კითხვა მას გადაცემიდან „სარკასტიკა“ დაუსვეს:

ნანიკო ხაზარაძის კომენტარი გია ჯაჯანიძის შესახებ
„დაე ილაპარაკონ, ვისაც რა უნდა. ხალხის ფანტაზიაა და ღმერთმა ხელი მოუმართოს. ვისაც უფრო მდიდარი ფანტაზია აქვს, უფრო კარგ ვერსიებს მოიგონებს, მიმიცია მათთვის სრული თავისუფლება.
ორი ოფიციალური ქმარი მყავდა და მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ ორივეს დავშორდი. ერთ-ერთთან შვილიც მყავს, მაგრამ მაინც დავშორდი. მაშინ მკითხეთ ამ ურთიერთობების დასრულების წინაპირობაც... ყველაფერი იწყება და მთავრდება, ასე დასრულდა აქაც.
ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვისაც როგორ უნდა, ზუსტად ისე იფიქროს.
არანაირი უთანხმოება არ მომხდარა ჩემსა და გიას შორის, დღესაც ვნახე და კარგად ჩავკოცნე და ვიჭუკჭუკეთ ერთმანეთშ. ყველაფერი სადღაც იწყება და სადღაც - მთავრდება. დამთავრდა უბრალოდ და ასე გავაგრძელე ცხოვრება ,“ – ამბობს ნანიკო ხაზარაძე.
