მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გადაცემა „დროების“ რუბრიკა „თავგადასავლის“ სტუმარი იყო, სადაც მაყურებელს თავისი ისტორიები გაუზიარა. მსახიობმა ღიად ისაუბრა ტყუპისცალ ძმასთან ურთიერთობასა და მამაზე, რომელიც აფხაზეთის ომში სულ რაღაც 41 წლის ასაკში დაიღუპა.
"ჩემი ოჯახისთვის ტყუპები რთული იყო, რადგან ყველაფერს სინქრონულად ვაკეთებდით, ჩვენი ენა გვქონდა, რომელსაც ვერავინ ხვდებოდა. სულ განუყრელი და-ძმა ვიყავით. ერთად რომ ვიზრდებოდით, მე მიყვარდა იარაღებით თამაში, ბიჭებთან ერთად გართობა, გოგო მეგობარი ალბათ 14 წლამდე არ მყოლია. ჩვენ ინსტიტუტშიც ერთად ვსწავლობდით, თეატრალურში ჩავაბარეთ. ხასიათითაც არ ვგავართ ერთმანეთს, ის ბევრად უფრო ჭკვიანი და მხიარულია.
ბავშვობიდან ყველაზე მეტად ალბათ ვოვასთან ერთად სეირნობა მენატრება. ვოვა 41 წლის იყო, რომ გარდაიცვალა, ძალიან მომწონდა მასთან დროის გატარება. ზოგადად, ოჯახთან ერთად გატარებული მშვიდი დრო მენატრება. მამას გარდაცვალებაზე ლაპარაკი არ მინდა, ხომ გგონია, რომ დრო ყველაფერს კურნავს, მაგრამ ეს ასე არ არის.
დედაჩემი და მამაჩემი ნამდვილად იყვნენ სიყვარულის მაგალითი. ძალიან საყვარლები იყვნენ ერთად," - ამბობს ნანკა.

ნანკა კალატოზიშვილი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული გარეგნობისა და ნიჭის მქონე ქალად ითვლება. 2000 წელს, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, გახდა რუსთაველის თეატრალური სარდაფის მსახიობი.
მის შემოქმედებაში აღსანიშნავია ფილმები: "მიდიოდა მატარებელი", "რევერსი", "გრაფიტი", "ტრილოგია", "ოცნების ქალაქი"...
ნანკა კალატოზიშვილის და დათუნა გოცირიძის წყვილი, შეიძლება ითქვას, იყო პირველი შოუბიზნესური წყვილი, რომელიც საკუთარ გრძნობებს არ მალავდა. დათუნა და ნანკა მაყურებელმა აჩიკო მეფარიძის კლიპიდან „მშვიდობით“ გაიცნო.
"მას შემდეგ, რაც შვილი გამიჩნდა, სამყაროს მიმართ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი და განსაკუთრებით, შვილის მიმართ. ალბათ, ამიტომაც ვლაპარაკობ ბევრს რაღაცებზე და ვაპროტესტებ. მანამდეც არ ვიყავი ჩუმად, თუ რამე არ მომწონდა, მაგრამ ბავშვის მერე გაასმაგებულად დამეწყო. მივხვდი, რომ ჩემი ბავშვის მომავალი და ზოგადად, ახალი თაობის მომავალი, წყდება და სიჩუმე დანაშაულია! ეს რომ არ გავაკეთო, მერე დანი მოტრიალდება, მეტყვის - რას აკეთებდი, არ შეგაწუხა ამან?!

"მინდა ვუთხრა ქალებს, რომ ნუ გეშინიათ სიმარტოვის... საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ „უნდა მყავდეს“ ვინმე გვერდით" - ნანკა კალატოზიშვილის ინტერვიუ ზოგადად, კომენტარებით დიდად არ ვინტერესდები. მივხვდი, რომ არ ვარ ექიმი. ასე რომ იყოს, დიაგნოზისთვის, კვლევისთვის საინტერესო იქნებოდა, რა დონის სიგიჟესთან გვაქვს საქმე, როცა ადამიანები ასე გლანძღავენ. მაგრამ სჯობს, ასე დაიცალონ ვირტუალურ სივრცეში და გარეთ ნაკლები ზიზღით გამოვიდნენ. მგონია, რომ მე მათ ვეხმარები. როდესაც შენი შვილი გაიზრდება და გკითხავს, რას აკეთებდი და "ვტროლაობდიო", რომ ეტყვი, ძალიან უხერხულია ამით რომ ხარ დაკავებული და მეტი საქმე რომ არ გაქვს. არცერთი ეს ადამიანი მე არ მიცნობს, საოცარი ცილისწამებებია. ისეთ რამეებს მაბრალებენ, ასე რომ მეცხოვრა, ალბათ, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი." - თქვა მსახიობმა და სამოქალაქო აქტივისტმა გადაცემაში "სთორი".
ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ. თავდაპირველად მეგობრობდნენ, შემდეგ კი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და 5-წლიანი რომანი ჰქონდათ. ნანკას და დათუნას რომანი ქორწინებით არ დასრულდა, თუმცა, რატომ დაშორდნენ, უცნობია. დათუნას დღეს მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. რაც შეეხება ნანკას, მას და ირაკლი კედიას პატარა დანიელი ჰყავთ, თუმცა, მათი ოჯახი, სამწუხაროდ, დაინგრა.
„დანის მამაა, სულ მეყვარება. იმდენად კარგი ურთიერთობა გვაქვს, რაღაც პერიოდი ხალხს ეგონა, რომ შევრიგდით. ჩემი ოჯახის წევრია, სულ მისი ზურგი ვიქნები, ეს ზუსტად ვიცი, და სულ მენდომება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი. ძალიან მჭირდება, რომ დანის მამა იყოს ბედნიერი“, – აღნიშნა ნანკამ გადაცემა „სთორიში“.