"გამოვიდა, რომ ელენესთან ერთად გავიზარდე..." - მარიამ როინიშვილი, როგორც ორი შვილის დედა და ამბავი ყველაზე დიდ სიყვარულზე - Marao

"გამოვიდა, რომ ელენესთან ერთად გავიზარდე..." - მარიამ როინიშვილი, როგორც ორი შვილის დედა და ამბავი ყველაზე დიდ სიყვარულზე

2026-06-06 17:25:23+04:00

ქართველი სოპრანო, მარიამ როინიშვილი ცნობილი მშობლების შვილია - თამრიკო ჭოხონელიძისა და გია როინიშვილის ოჯახში დაბადებულმა მშვენიერმა მარიამმა დაამთავრა თბილისის ვანოს სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, წარმატებას კი ადრეულ ასაკში მიაღწია. წარმატებასთან ერთად, მარიამი საზოგადოების დიდი სიყვარულით სარგებლობს. 

  • "ძალიან კარგია, რომ მე და გიორგი ერთმანეთს გადავეყარეთ - ეს ყველაფერი ამად ღირდა" - მარიამ როინიშვილი და გიორგი მახარაძე

ცოტა ხნის წინ მარიამ როინიშვილი მეორე ქალიშვილის, კირას დედა გახდა. დედობის გამოცდილებაზე მან ჟურნალ OK!-თან ისაუბრა: 

მარიამ როინიშვილის ინტერვიუ

"პირველად დედა რომ გავხდი, 20 წლის ვიყავი და ახლა 35 წლისას შემეძინა მეორე შვილი. მინდა გითხრათ, რომ ორივე შემთხვევაში გაცნობიერებული მქონდა დედობა. მაშინაც, როცა პატარა, 20 წლის გოგო ვიყავი. თუმცა მაშინ ამ გაცნობიერების მომენტს ხანდახან ჯაბნიდა სხვა სურვილები და მისწრაფებები, იმ პერიოდში ვსწავლობდი და ფაქტობრივად მაშინ ვაწყობდი მთელ ჩემს ცხოვრებას. გამოვიდა, რომ ელენესთან ერთად გავიზარდე.

  • "ელენესთან ერთად მეც გავიზარდე. კირას კი უკვე ზრდასრული დედა შეხვდა" - მარიამ როინიშვილის მეორედ მოსული ბედნიერება და დედის ამპლუა

კირას უფრო ჩამოყალიბებული მარიამი შეხვდა დედად. ახლა უფრო გააზრებული შევხვდი დედობას, უფრო გამოცდილიც, მეტი ცოდნით", - ამბობს მარიამი ინტერვიუში, რომლის ვრცლად ნახვაც okmagazine.ge-ზე შეგიძლიათ. 

roinishvili