"ბედნიერი ქალი ნამდვილად ვარ - მყავს ორი შვილი, მყავს მეუღლე..." - ნინო ჟვანიასა და დატო ევგენიძის 21-წლიანი სიყვარულის ამბავი - Marao

"ბედნიერი ქალი ნამდვილად ვარ - მყავს ორი შვილი, მყავს მეუღლე..." - ნინო ჟვანიასა და დატო ევგენიძის 21-წლიანი სიყვარულის ამბავი

2026-06-08 12:45:04+04:00

ამბობენ, როცა სამყაროში ენერგეტიკულად ერთნაირი ორი ადამიანი პოულობს ერთმანეთს და იწყებენ თანაცხოვრებას, ასეთ ოჯახებში ყოველთვის ურთიერთგაგება, სიმშვიდე და იდილია სუფევსო. ნინო ჟვანიამ და დათო ევგენიძემ ერთმანეთს ბედი 21 წლის წინ დაუკავშირეს, მას შემდეგ, ბევრი წინაღობა გადალახეს, პრობლემები დაძლიეს და მიუხედავად რთული მომენტებისა, ერთმანეთთან კავშირი არ დაარღვიეს.

ნინო ჟვანიას ინტერვიუ   

- ბედნიერი ქალი ნამდვილად ვარ, მყავს ორი შვილი – ბიჭები, მყავს მეუღლე, დედა, მამა, საყვარელი ადამიანები გვერდით. ასე რომ, თუ მკითხავთ, ვარ თუ არა ბედნიერი ქალი, დაუფიქრებლად გეტყვით, რომ ნამდვილად ბედნიერი ვარ. ყველაზე მეტად ცხოვრებაში ოჯახში გამიმართლა, არაჩვეულებრივი დედ-მამა მყავს და არაჩვეულებრივი ბავშვობა მაჩუქეს. მთელი ჩემი ბავშვობა სავსე იყო ბედნიერებით. ფერადი ბავშვობა მქონდა, რომელიც რადიკალურად უცებ შეიცვალა ომით. მე სოხუმიდან ვარ, იქ დავამთავრე სკოლა. თბილისში, უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე, ზაფხულში დავბრუნდი და დაიწყო ომი.

  • "მინდოდა, რომ ვეღარ ვეცნე ხალხს, ვფიქრობდი, რომ მე ეს იმიჯი უნდა დამენგრია" - მარიამ ჯოლოგუა პოპულარობისა და "ანანოს" შესახებ

nino-zhvania

– არ ნანობ, რომ სამსახურს დაანებე თავი?

– დათო ევგენიძეს გავყევი ცოლად, ჩვეულებრივ ადამიანს ხომ არა? ვიცოდი, ჩემი ცხოვრება ამ ადამიანთან ბედის დაკავშირებით რადიკალურად შეიცვლებოდა, მზად ვიყავი. დროც მქონდა გამეაზრებინა, ეს ნაბიჯი რომ გადამედგა.

  • „ეს ბედისწერაა, მე კი ბედისწერის ძალიან მჯერა“ - თათული დოლიძის ნაკლებად ცნობილი ინტერვიუ

– როდის გამოგიტყდა, რომ უყვარდი? და, როგორი აღმოჩნდა შემოქმედებითი ადამიანის გვერდით თანაცხოვრება?

– დათო, ზოგადად, პრანჭია კაცი იყო და შეეძლო გოგონებთან ურთიერთობა, ცოტა ზედმეტადაც. ვგრძნობდი, რომ ვესიმპათიურებოდი. ჩემთვის კი სასიამოვნო იყო, რომ დათოს ვიცნობდი. ბევრ გოგოს უყვარდა დათო, მაგრამ მისგან ნამდვილად არ მახსოვს ღალატი, თუმცა მახსოვს სხვა რაღაცები, მაგალითად ალკოჰოლი და თავადაც ხმამაღლა აღიარებდა, რომ პრობლემა ჰქონდა. უკვე 21 წელია, ერთად ვართ და საკმაოდ მძიმე, გიჟური, ბედნიერი და ყველაფრით მოცული ცხოვრება გავიარეთ, თუმცა ტრაგედიის გარდა. იყო გულისტკენები, სიხარულები, წყენები, მაგრამ ეს 21 წელი ერთმანეთის გარეშე არ გვიცხოვრია, თუ არ ჩავთვლით, ერთადერთ ათდღიან განშორებას, სადაც ისევ დათომ დათმო და გადმოდგა შერიგების ნაბიჯი.

წაიკითხეთ სრულად