ჯინსები, Vogue და ჩაკეტილი ჭიშკრის მიღმა შეცვლილი მსოფლიო: როგორ შექმნეს 90-იანების სუპერმოდელებმა ახალი ეპოქა - Marao

ჯინსები, Vogue და ჩაკეტილი ჭიშკრის მიღმა შეცვლილი მსოფლიო: როგორ შექმნეს 90-იანების სუპერმოდელებმა ახალი ეპოქა

2026-06-19 16:23:46+04:00

90-იანი წლები მოდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ეპოქად ითვლება. სწორედ ამ პერიოდში იქცნენ სუპერმოდელები არა მხოლოდ პოდიუმების ვარსკვლავებად, არამედ გლობალურ კულტურულ ფენომენებად. ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, კრისტი ტერლინგტონი და ლინდა ევანგელისტა ის ქალები არიან, რომლებმაც მოდის ინდუსტრია შეცვალეს და ახალი სტანდარტები შექმნეს.

მათი პოპულარობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა 1990 წლის იანვარში გამოქვეყნებული British Vogue-ის საკულტო გარეკანი, რომელიც ფოტოგრაფმა პიტერ ლინდბერგი გადაიღო. სწორედ ამ ფოტომ განსაზღვრა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს 90-იანი წლების თანამედროვე, თავდაჯერებული და თავისუფალი ქალი.

გთავაზობთ ხუთ გლამურულ გაკვეთილს, რომელიც მათგან შეგვიძლია ვისწავლოთ.

  • ის, რაზეც ყველა ვოცნებობდით - სინდი, ნაომი, ლინდა, კრისტი: ქალები, რომლებმაც მოდას საკუთარი წესები უკარნახეს 

ბუნებრიობა ყოველთვის მოდაშია

90-იანი წლების სუპერმოდელების ერთ-ერთი მთავარი ხიბლი მათ ბუნებრიობაში იყო. ლეგენდარული გარეკანის გადაღების დროს მოდელებს საკუთარი ჯინსები ეცვათ, ხოლო მაკიაჟი და ვარცხნილობა მაქსიმალურად მინიმალისტური იყო.

იმ დროს, როდესაც 80-იანი წლების მოდა გადატვირთული ვარცხნილობებითა და მკვეთრი ვიზუალით გამოირჩეოდა, სუპერმოდელებმა დაამტკიცეს, რომ უბრალო ჯინსი და თეთრი მაისურიც კი შეიძლება დაუვიწყარი სტილის სიმბოლოდ იქცეს. სწორედ ამიტომ დღემდე რჩება აქტუალურ კომბინაციად კლასიკური სამოსი და თეთრი მაისური.

საკუთარი სტილის ერთგულება წარმატების გასაღებია

სუპერმოდელების წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ის იყო, რომ თითოეულ მათგანს საკუთარი, გამორჩეული იმიჯი ჰქონდა. ნაომი კემპბელი ხშირად ირჩევდა დრამატულ და ეფექტურ ლუქებს, ლინდა ევანგელისტა კი მუდმივად ცვლიდა ვიზუალს და ექსპერიმენტებს არ ერიდებოდა.

მთავარი გაკვეთილი კი ის არის, რომ ელეგანტურობა მხოლოდ ტანსაცმელს არ უკავშირდება. მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობა და იმის განცდა, რომ ზუსტად ის გაცვია, რაც შენს პიროვნებას გამოხატავს.

  • ყველას გვიყვარდა სანდრა: 90-იანების მთავარი გოგონას ოქროს კადრები და გამორჩეული რეტრო ფოტოები 

წარმატება მხოლოდ გარეგნობაზე არ არის დამოკიდებული

მიუხედავად იმისა, რომ მათი გარეგნობა ხშირად განხილვის მთავარი თემა იყო, სუპერმოდელების კარიერის ხანგრძლივობა სხვა ფაქტორებმაც განაპირობა. მათ გამოარჩევდა შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი და ძლიერი ხასიათი.

სწორედ მათი ქარიზმა და პიროვნული თვისებები გახდა მიზეზი, რის გამოც ისინი პოდიუმებს გასცდნენ და პოპკულტურის ნაწილად იქცნენ.

ნამდვილი მეგობრობა ფასდაუდებელია

90-იანი წლების სუპერმოდელების ისტორია მხოლოდ კონკურენციაზე არ ყოფილა აგებული. პირიქით, მათ შორის ძლიერი მეგობრობა არსებობდა.

კრისტი ტარლინგტონი, სინდი კროუფორდი, ნაომი კემპბელი და ლინდა ევანგელისტა ერთმანეთის კარიერულ და პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ. ისინი ერთმანეთს რთულ პერიოდებში მხარს უჭერდნენ, რაც მათი წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა.

სილაღე და ცხოვრების სიყვარულიც გლამურის ნაწილია

ფოტოგრაფის, როქსან ლოუიტი მიერ გადაღებულ კადრებში სუპერმოდელები ხშირად არა ოფიციალურ ღონისძიებებზე, არამედ მეგობრებთან ერთად გართობის დროდ ჩანან. სწორედ ეს ბუნებრივი ემოციები და თავისუფალი განწყობა ხდიდა მათ განსაკუთრებულებს.

90-იანი წლების სუპერმოდელები მხოლოდ იდეალური გარეგნობით არ გამოირჩეოდნენ. მათ ჰქონდათ იუმორი, ენერგია, ინდივიდუალობა და ცხოვრების სიყვარული. სწორედ ამიტომ მათი ეპოქა დღემდე მოდის ოქროს ხანად მიიჩნევა.