ადვილი ნამდვილად არ არის, ერთდროულად იყო მოდური ხატიც და მთელი ამერიკის საყვარელი გოგონაც, მაგრამ 90-იან წლებში სანდრა ბულოკმა ეს უპრობლემოდ შეძლო.
ვირჯინიელი გოგონას დებიუტი დიდ ეკრანზე ჯერ კიდევ 1987 წელს შედგა, თუმცა ნამდვილი აფეთქება და დიდი აღიარება 1994 წელს კეანუ რივზთან ერთად ფილმში "Speed" მოვიდა. სწორედ აქედან დაიწყო მისი ოქროს ხანა, სანდრა ნამდვილ დედოფლად იქცა ფილმებიდან, როგორებიცაა: The Net, Hope Floats და Practical Magic.
მაყურებელს თავი საბოლოოდ შეაყვარა თავისი ე.წ ბიჭური ხასიათითა და იუმორით ფილმში Miss Congeniality, მოგვიანებით კი დაამტკიცა, რომ სერიოზული დრამაც მისი შემოქმედების ნაწილია და 2010 წელს დამსახურებული ოსკარიც მოიპოვა ფილმისთვის The Blind Side.
გავიხსენოთ მისი კარიერის დასაწყისი და ყველაზე დასამახსოვრებელი კადრები:
გოგონა მეზობელი ეზოდან
1993 წელს, ფილმის პრემიერაზე, სანდრა ჯერ კიდევ მოკრძალებულად გამოიყურებოდა, თითქოს ცოტას ნერვიულობდა კიდეც იმ დიდ პოპულარობაზე, რომელიც წინ ელოდა.

საჭესთან
ფილმის, "სიჩქარე" - გადასაღებ მოედანზე სანდრამ დაამტკიცა, რომ საჭესთანაც ისეთივე თავდაჯერებულია, როგორც ეკრანზე. მისი ეს ბუნებრივი და ენერგიული იერი მაშინვე ყველას მოხვდა თვალში.

ეკრანული წყვილიდან მეგობრობამდე
კეანუ რივზი და სანდრა ბულოკი - 1994 წელს ეს იყო ჰოლივუდის ყველაზე სასურველი დუეტი. მას შემდეგ ათწლეულები გავიდა, ისინი კი დღემდე საუკეთესო მეგობრებად რჩებიან.

90-იანების სტილი და "ვარდისფერი კაბა"
1995 წელს, ფილმის „The Net" პრემიერაზე, სანდრა ნამდვილ ელეგანტურობას ასხივებდა. მისმა უბრალო, მაგრამ ეფექტურმა ვარდისფერმა კაბამ მაშინვე მიიპყრო მოდის კრიტიკოსების ყურადღება.

MTV-ის ტრიუმფი
1995 წელს სანდრამ თითქმის ყველა მთავარი ნომინაცია დახურა - "წლის მსახიობი ქალიდან" დაწყებული, კეანუსთან ერთად "საუკეთესო კოცნით" დამთავრებული.

პირველი ნაბიჯები "ოსკარის" წითელ ხალიჩაზე
მიუხედავად იმისა, რომ „ოსკარი“ მხოლოდ წლების შემდეგ აიღო, 1996 წელს Calvin Klein-ის შოკოლადისფერ კაბაში გამოწყობილი სანდრა ნამდვილად იყო იმ საღამოს ვარსკვლავი. სწორედ მაშინ დამკვიდრდა ის 90-იანების მოდის სიმბოლოდ.

მხიარულება გადასაღებ მოედანზე
სანდრა ყოველთვის გამოირჩეოდა იუმორით. ჰარი კონიკ უმცროსთან ერთად Hope Floats გადაღებებზე დაფიქსირებული ეს კადრიც ზუსტად ამას მოწმობს - ის მუშაობის პროცესს ყოველთვის დღესასწაულად აქცევდა.

წყარო: people.com