ყველასთვის საყვარელი მსახიობი, ქეთი ჩხეიძე ტელეეკრანებსა და თეატრის სცენაზე ხშირად ჩანს და მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მის მიერ შექმნილი პერსონაჟი პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები". ენერგიული, ხმაურიანი, ემოციური ნუნუკა ბევრისთვის დღემდე საყვარელი გმირია. ქეთი ჩხეიძეს არაერთი საინტერესო როლი აქვს განსახიერებული თეატრის სცენაზეც, მათ შორის: გრეტა - ნილ საიმონი ”ქალები”, მელანო - დავით კლდიაშვილი "სამანიშვილის დედინაცვალი", გულთამზე - პოლიკარპე კაკაბაძე "ყვარყვარე თუთაბერი", მელი - ძიუ-იუნი "დიადი მცირეში" და სხვ.

ქეთი ჩხეიძის ინტერვიუ პირად საკითხებზე
ქეთი ჩხეიძის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მეუღლესთან განქორწინება, რის შესახებაც მან გადაცემაში „პირველი სტუდია“ ისაუბრა. მსახიობი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილების მიღებისას შვილები იყვნენ:
„რაღაც ძალიან ნამდვილი და სათუთი დავკარგე, მარტო მე არა. დამთავრდა, ზოგჯერ არის, რომ რაღაც მთავრდება და იწყება რაღაც სხვა, ვნება, სიყვარული ცოტა შენელდება და გადადის დიდ მეგობრობაში, ესე ხდება ხოლმე, აქ არ მოხდა ეს, არაფერი არ გადავიდა. ეს არ იყო მარტო ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ ინიციატორი აღმოვჩნდი მე. არ ვნანობ, იმის გაგრძელება არ შეიძლებოდა.
არ მინდოდა, შვილებს ეყურებინათ ჩვენი კონფლიქტისთვის, გაუთავებელი ძიძგილაობისთვის, როგორ ებრძვის დედა მამას და მამა - დედას, ეს არ ვარგა“, - ამბობს ქეთი ჩხეიძე ინტერვიუში.