ქართველი ფეხბურთის ვარსკვლავისთვის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2025-2026 წლების სეზონი ისტორიული და გამორჩეული გამოდგა. ქართველმა შემტევმა პარიზულ გრანდთან, "პსჟ"-სთან ერთად საოცარი შედეგი დააფიქსირა, მან ზედიზედ მეორედ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის მოგება.
დატვირთული და ემოციებით სავსე სეზონის დასრულების შემდეგ, კვარაცხელიამ დასვენების დრო გამონახა და ოჯახთან ერთად საზაფხულო მოგზაურობაშია. ხვიჩა დროს მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან და პატარა დამიანე კვარაცხელიასთან ერთად ატარებს. წყვილი ზღაპრულ გარემოში ისვენებს და ძალებს ახალი სეზონისთვის იკრებს.
მოგზაურობიდან ულამაზეს კადრებს სოციალურ ქსელში ფეხბურთელის მეუღლე, ნიცა თავაძე აქვეყნებს.
"ჩემი სამუდამო პაემანი" - წერს ნიცა.


ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე
ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. მისი წარმატებული კარიერა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარი მისის მეუღლე, ნიცა თავაძეა ახლა უკვე პატარა დამიანესთან ერთად.
ხვიჩა კვარაცხელიამ და ნიცა თავაძემ ერთმანეთი ჯერ კიდევ მაშინ გაიცნეს, როდესაც ხვიჩა რუბინში თამაშობდა. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა კი საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილმა ჯვარი სამთავროს მონასტერში დაიწერა, საქორწინო წვეულებამ კი ვიწრო წრეში, ოჯახის წევრებისა და უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ჩაიარა.

ნიცა თავაძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება და სოციალურ ქსელებში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა. მის შესახებ რამდენიმე დეტალია ცნობილი, მაგალითად: სკოლა 2022 წელს დაამთავრა, შემდეგ კი დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, თუმცა მალევე ხვიჩასთან ერთად ნეაპოლში მოუწია საცხოვრებლად გადასვლა. ამჟამად კი ოჯახი პარიზში ცხოვრობს.
შვილის დაბადების შემდეგ კვარაცხელიამ თქვა: „ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უეცრად ვიგრძენი უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ მამა გავხდი. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ყოველდღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედი მაქვს, რომ ყველა განიცდის ასეთ ბედნიერებას ცხოვრებაში“.