მიქაუტაძეების ოჯახში განსაკუთრებული სიხარულია - საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვილიარეალის“ ვარსკვლავი, გიორგი მიქაუტაძე ბიძა გახდა. ფეხბურთელის დას, ანა მიქაუტაძესა და მის მეუღლეს, გიორგი ჩხიკვაძეს პირველი შვილი შეეძინათ. წყვილს უსაყვარლესი ბიჭუნა შეეძინა, ამ დიდი სიხარულის შესახებ კი ანა მიქაუტაძემ საკუთარ გვერდზე გააზიარა ინფორმაცია.

2025 წელი დახუნძლული იყო ულამაზესი ქართველი წყვილების შთამბეჭდავი ქორწილებით - ზოგი მათგანი საქართველოში, ზოგი კი საზღვარგარეთ გაიმართა. ერთ-ერთი ასეთი სწორედ ანა მიქაუტაძისა და მისი რჩეულის, გიორგი ჩხიკვაძის ქორწილი იყო.
ანამ ოჯახური ფოტოები მეუღლესა და ძმებთან, გიორგი და ირაკლი მიქაუტაძეებთან ერთად სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა. ქართველი ბომბარდირის, ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელის და ნიცაში დაქორწინდა - ანა, ქორწინების ოფიციალურად გასაფორმებლად, ტრადიციულად, მამამ მიაცილა ქართველი ბომბარდირის, ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელის და ნიცაში დაქორწინდა.
„გიო პატარაობიდანვე იძახდა, ყველაზე მაგარი ფეხბურთელი უნდა გამოვიდეო. მთელ ოჯახს გვჯეროდა, რომ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი იქნებოდა. ჩემი ძმით ძალიან ვამაყობ“, - ასე იხსენებს საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური „ვილიარეალის“ თავდამსხმელის ბავშვობას მისი უფროსი და, ანა მიქაუტაძე. დღეს „მიკა“ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მოუხელთებელი ფორვარდია, თუმცა მისი წარმატების მიღმა უდიდესი შრომა და ოჯახის ურყევი მხარდაჭერა დგას.

როგორც თავად ფეხბურთელი აღნიშნავს, მისი ცხოვრების მთავარი საყრდენი სწორედ მშობლები და და-ძმა - ანა და ირაკლი არიან:
„მე ვარ გიორგი მიქაუტაძე. დავიბადე 2000 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ ლიონში. ვარ საფრანგეთის მოქალაქე. მყავს დედ-მამა, უმცროსი ძმა და უფროსი და... 6-7 წლამდე ვთამაშობდი კლუბ "გერლანდში'. 8 წლიდან ლიონის "ოლიმპიკის" საფეხბურთო აკადემიაში ერთკვირიან შემოწმებაზე მიმიწვიეს, მაგრამ ორ დღეში მივიღე პასუხი, რომ ჩარიცხული ვიყავი კლუბის აკადემიაში. 8-დან 15 წლამდე ვიყავი "ლიონში". შემდეგ გადავედი "ას პრიესტში", სადაც 15 წლიდან 17 წლამდე ვთამაშობდი“.
მიუხედავად იმისა, რომ და-ძმები საფრანგეთში გაიზარდნენ, ოჯახში ქართულ ტრადიციებსა და ენას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. ანა მიქაუტაძე ერთ საინტერესო და თბილ ოჯახურ დეტალსაც გვიზიარებს:
„ფრანგულად ვიწყებთ ლაპარაკს და დედიკო მოდის და გვეჩხუბება, ქართულად ილაპარაკეთ, არ უნდა დაგავიწყდეთ მშობლიური ენაო“.
გიორგის დიდ საფეხბურთო სამყაროში პირველი ნაბიჯები ფრანგულ კლუბ „მეცს“ უკავშირდება:
„2017 წელს, როცა 17 წლის ვიყავი, ლიგა 1-ის კლუბ "მეცთან" ხელი მოვაწერე 2-წლიან კონტრაქტს, რომელიც დაახლოებით ერთ წელიწადში შეიცვალა, ხოლო 2019 წლის ბოლოს გავაფორმე 3-წლიანი პროფესიული კონტრაქტი, რომელიც ძალაში 2020 წლის ივლისიდან შევიდა. "მეცში" კონტრაქტის შემდეგ 8 წუთი ვითამაშე 'ნიცას' წინააღმდეგ, ხოლო "რენთან", 'მარსელთან' და საფრანგეთის თასზე "დიჟონის" წინააღმდეგ განაცხადში ვიყავი“.
„მეცში“ დებიუტის შემდეგ, სადაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მიქაუტაძე იჯარით ბელგიურ „სერენში“ გადავიდა. სწორედ აქ იქცა ის გუნდის ნამდვილ ლიდერად, როდესაც სულ რაღაც 8 მატჩში 14 გოლი გაიტანა (მათ შორის 4 გოლი „ლომელს“ და ჰეთ-თრიკები „ლიერსსა“ და „ბრიუგე II-ს“).

2024 წლის ზაფხულში, ევროპის ჩემპიონატზე ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ, მიქაუტაძემ ბავშვობის კლუბში, „ლიონში“ დაბრუნება გადაწყვიტა, რომელმაც ტრანსფერში 18.5 მილიონი ევრო გადაიხადა. ფრანგულმა გამოცემამ Get French Football News-მა ეს ტრანსფერი ზაფხულის საუკეთესო ხუთეულში შეიყვანა და აღნიშნა: „ლიონმა შეიძინა მტაცებლის ინსტინქტით დაჯილდოებული თავდამსხმელი, რომლის მსგავსიც თანამედროვე ფეხბურთში ძნელად მოსაძებნია“.
„ლიონის“ მაისურით მან არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა - შეასრულა დუბლი „ოსერთან“, გაიტანა პირველი გოლები უეფა-ს ევროპა ლიგაზე ბაქოს „ყარაბაღთან“ (4–1) და გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბუქარესტის „სტიაუასთან“ შეხვედრაში, სადაც 2 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი.
2025 წლის 1 სექტემბერს გიორგი მიქაუტაძის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო - ის ესპანურ „ვილიარეალში“ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რაც კლუბისთვის სარეკორდო მაჩვენებელია. ლა ლიგაში ადაპტაცია სწრაფად გაიარა და უკვე 20 სექტემბერს „ოსასუნას“ წინააღმდეგ სადებიუტო გოლიც გაიტანა (2–1).
ამას მოჰყვა ოცნების ტურნირის - უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის დებიუტი ლონდონში „ტოტენჰემთან“ და სადებიუტო გოლი ტურინის „იუვენტუსის“ კარში, რომელმაც „ვილიარეალს“ მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა (2–2).
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გიორგის დებიუტი 2021 წლის მარტში, შვედეთის წინააღმდეგ შედგა, ხოლო პირველი გოლი იმავე წლის ივნისში, რუმინეთთან გაიტანა. თუმცა, ოქროს ასოებით ქართული ფეხბურთის ისტორიაში 2024 წლის 18 ივნისი ჩაიწერა, როდესაც თურქეთის წინააღმდეგ მან ნაკრების სადებიუტო გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატებზე. ჯგუფურ ეტაპზე 3 თამაშში გატანილი 3 გოლით ის ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

შემოდგომის ციკლში, ჩეხეთის 4–1 განადგურების შემდეგ, მიქაუტაძემ ევრო 2024-ის თანაბომბარდირის კუთვნილი ჯილდო ჩაიბარა და ემოციურად აღნიშნა:
„დღეს მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და 4–1 მოვიგეთ. ბევრი გოლი გავიტანეთ და სამი ქულა მოვიპოვეთ. გამიხარდა, თამაშამდე ევრო 2024-ის თანაბომბარდირის ჯილდო რომ მივიღე და მთელი ცხოვრება ჩემთან იქნება. ახლა წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და სხვა ეტაპზე გადავიდეთ“.
ოჯახის რწმენამ და დედის სიმკაცრემ მშობლიური ენის შენარჩუნებაში, პატარა ბიჭის დიდი ოცნება რეალობად აქცია - გიორგი მიქაუტაძე დღეს უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავია, რომლითაც არა მხოლოდ მისი ოჯახი, არამედ მთელი საქართველო ამაყობს.
