ყველა „ოქროს ბურთზე“ ძვირფასი ჯილდო: გაიცანით ქართველი ფეხბურთელების მთავარი მოტივატორები - შვილები - Marao

ყველა „ოქროს ბურთზე“ ძვირფასი ჯილდო: გაიცანით ქართველი ფეხბურთელების მთავარი მოტივატორები - შვილები

2026-06-01 11:25:58+04:00

1 ივნისს მსოფლიო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს - დღეს, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რა არის ჩვენი მთავარი მოტივაცია და მომავალი. ქართველი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მოედანზე თავდაუზოგავად იბრძვიან ქვეყნის სახელისთვის, ყველაზე საიმედო ზურგი და ამავდროულად, უდიდესი სუსტი წერტილი სწორედ მათი შვილები არიან. ტრიბუნებიდან გაჟღერებული ბავშვური შეძახილები, მამის მაისურებში გამოწყობილი პატარები და მწვანე მინდორზე გაზიარებული ჩახუტებები - ეს ის კადრებია, რომლებიც სპორტულ მიღწევებზე ბევრად მეტს ნიშნავს. დღეს სწორედ იმ პატარებზე გიამბობთ, რომლებიც ჩვენი საყვარელი ფეხბურთელების ცხოვრებაში ყველა „ოქროს ბურთზე“ ძვირფასი ჯილდოა. 

ხვიჩა კვარაცხელია 

ხვიჩა კვარაცხელიას ერთი შვილი, დამიანე კვარაცხელია ჰყავს. დამიანეს ნახვა ოჯახის წევრებთან ერთად ყოველთვის შეიძლება ტრიბუნაზე - ის მამის დიდი გულშემატკივარია და დიდ გამარჯვებებს მასთან ერთად აღნიშნავს. 

kvara

  • ნიცა თავაძის ვრცელი წერილი: „ნეტავ ადამიანებს ესმოდეთ... ზეწოლა, მსხვერპლი, დისციპლინა, მოლოდინები - და შენ მაინც, ყოველდღე აგრძელებდი გზას"

ზურიკო დავითაშვილი

ზურიკო დავითაშვილსა და მის მეუღლეს, მია გზირიშვილს ერთი ვაჟი, დათი დავითაშვილი ჰყავთ. დათი მხიარული და აქტიური ბავშვია, მამის საგულშემატკივროდ ყოველთვის მზადაა და სპეციალურად მისთვის დამზადებული მაისურით არამხოლოდ ტიბუნაზე, არამედ მოედანზეც ხშირად ჩანს. 

zuriko-davitashvili

გიორგი მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილი სულ ცოტა ხნის წინ გოგონას მამა გახდა. მას პატარა ენისთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. მამაშვილური სიყვარულისა და ოჯახური ურთიერთობის კადრებს კი სოციალურ ქსელში გიორგის მეუღლე, მშვენიერი ელენე ეპიტაშვილი ხშირად აქვეყნებს. 

giorgi-mamardashvili

ოთარ კიტეიშვილი

ოთარ კიტეიშვილი ორი გოგონას, ლივიასა და სოფიას მამაა. თავად სპორტსმენი სოციალურ ქსელში აქტიური არ არის, თუმცა მისი მეუღლე, ელა ზარნაძე ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს - გოგონები მამის დიდი გულშემატკივრები და მოტივატორები არიან. 

kite

  • Tomboy სტილიდან ნამდვილ ლედობამდე: შაილო ჯოლის უარი მამის გვარზე, დედის კაბა და გატაცება ცეკვით: ლეგენდარული წყვილის ქალიშვილი 20 წლისაა

გურამ კაშია

გურამ კაშიას ერთი ქალიშვილი, ალექსანდრა ჰყავს. თავად გურამი სოციალურ ქსელში აქტიური არ არის, არ აქვს საჯარო პროფილი, თუმცა მისი მეუღლე, მშვენიერი თამთა გიგაშვილი, მამა-შვილის ურთიერთობის კადრებს პერიოდულად აქვეყნებს. ალესანდრა მამის მთავარი გულშემატკივარია. 

kashia

გიორგი წიტაიშვილი

გიორგი წიტაიშვილი აქტიური მამა და ერთადერთი ქალიშვილის, თინას აღზრდაში მაქსიმალურად ჩართულია. გიორგი ქალიშვილთან დიდ დროს ატარებს და მასთან ერთად გადაღებულ კადრებსაც ხშირად აზიარებს. 

witaishvili

ბუდუ ზივზივაძე

ბუდუ ზივზივაძის ქალიშვილი, შაი, სოციალურ ქსელში უკვე ნამდვილი ვარსკვლავია. მას ბევრი გულშემატკივარი ჰყავს და ვიდეოებს, სადაც ის სხვადასხვა ენაზე საუბრობს, თამაშობს თუ მამას გულშემატკივრობს, ათასობით ნახვა აქვს. 

zivzivadze

  • "პირველად ვლაპარაკობ საჯაროდ ამ თემაზე, უცებ გავიღვიძე სამყაროში, რომელშიც ის აღარ არის" - ბუკა თოლორდავა მამაზე, კოტე თოლორდავაზე

გიორგი გოჩოლეიშვილი

გიორგი გოჩოლეიშვილის მეუღლე ანა ოქრუაშვილია. წყვილს ერთი შვილი, ალექსანდრე ჰყავს. ალექსანდრე ჯერ სულ პატარაა, მაგრამ ნამდვილი გმირია - მან მოახერხა ლეიკემიის დამარცხება და ცხოვრებას მშობლებთან ერთად ბედნიერად აგრძელებს. 

gocholeishvili

საბა ლობჟანიძე

საბა ლობჟანიძე პირველი ქალიშვილის მამა სულ ცოტა ხნის წინ გახდა. მას და მის მეუღლეს, სალი კერატიშვილს პატარა ალესია ჰყავთ, რომელიც მნიშვნელოვან მომენტებში ყოველთვის მამის გვერდითაა.

saba-lobjanidze

ლაშა დვალი

ლაშა დვალი და მისი მეუღლე, მშვენიერი მაკა ბუაჩიძე უკვე ორი შვილის მშობლები არია, მათ ქალიშვილები, მილი და მატილდა ჰყავთ. ლაშა თავისუფალ დროს ყოველთვის გოგონებთან ერთად ატარებს და ოჯახურ კადრებს სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებს. 

lasha-dvali