ლელა მებურიშვილი მეუღლესთან ერთად ოფიციალურ შეხვედრაზე: წყვილის 13-წლიანი სიყვარული და ცხოვრება საქართველოსგან შორს - Marao

ლელა მებურიშვილი მეუღლესთან ერთად ოფიციალურ შეხვედრაზე: წყვილის 13-წლიანი სიყვარული და ცხოვრება საქართველოსგან შორს

2026-06-17 12:33:11+04:00

ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მსახიობი, ლელა მებურიშვილი, უკვე რამდენიმე წელია, რაც ლონდონში ცხოვრობს. ამის მიზეზი მისი მეუღლის, ბაჩო საგანელიძის დიპლომატიური საქმიანობაა. ლელა მეუღლის გვერდით ოფიციალურ ვიზიტებსა და შეხვედრებზე ხშირად ჩნდება - ამჯერად ის ფოტოებს  ნიდერლანდების ქალაქ ჰააგიდან აქვეყნებს. 

lela-meburishvili

ბაჩო საგანელიძისა და ლელა მებურიშვილის ოჯახი 

ბაჩო საგანელიძე არის ქართველი დიპლომატი, რომელსაც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის თანამდებობა უჭირავს.

  • ლელა მებურიშვილის სრულიად ახალი ამპლუა და დაუვიწყარი როლები სცენაზე: "20 წელი სცენაზე - მარტივი არასოდეს ყოფილა"

დიპლომატიურ კარიერაში წლების განმავლობაში ეკავა სხვადასხვა საპასუხო თანამდებობა, 2021 წლიდან დაინიშნა ბრიტანეთში საქართველოს ელჩის მოადგილედ (კურირებდა ეკონომიკურ მიმართულებას), ხოლო ელჩის არყოფნის პერიოდში ის საქმეთა დროებითი რწმუნებული და საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანია.

ლელა დაიბადა 1983 წლის 22 სექტემბერს. ფართო აუდიტორიამ იგი ტელევიზიიდან გაიცნო და შეიყვარა. "შუა ქალაქში" შესრულებული „თიკას" როლის შემდეგ იგი „დეტექტივად” მოგვევლინა. ხოლო ამის შემდეგ იგი გამოჩნდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში".

  • "დიდ ხანს ვფიქრობდი, გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი და... უკვე მგონია, რომ ახლა მოვიკრიბე ძალა" - ლელა მებურიშვილის ცხოვრების ახალი ეტაპის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ ლელა მებურიშვილი ფართო საზოგადოებამ ტელესერიალებით გაიცნო, მას არაერთი საინტერესო და და დასამახსოვრებელი როლი აქვს შექმნილი თეატრის სცენაზეც - ლელა წლების მანძილზე იყო მარჯანიშვილის თეატრის დასის წევრი. მან მონაწილეობა მიიღო სპექტაკლებში "ფიგაროს ქორწინება“, "კაცები", "კრეიცერის სონატა", "დანაშაული და სასჯელი", "სიყვარულის სუბლიმაცია", "თოვლის დედოფალი", "ჰაჯი-მურატი" და სხვ. 

ლელა მებურიშვილმა და ბაჩო საგანელიძემ 2013 წელს იქორწინეს - მათი სიყვარული 13 წელს ითვლის. მათი ორი შვილი ჰყავთ, რომლებთან ერთადაც ცხოვრების ამ ეტაპზე ლონდონში ცხოვრობენ. 

  • ერთ დროს ცნობილი TOP 10 ტელეწამყვანი, რომლებიც დიდი ხანია, ეკრანზე აღარ გვინახავს

ლელა მებურიშვილმა ცოტა ხნის წინ გამომწერებს კარიერული სიახლეები გაუზიარა და თქვა, რომ მან სცენიდან კულისებში გადაინაცვლა და რეჟისორის პროფესიას დაეუფლა - მაგისტრის ხარისხი ლონდონში დაიცვა და სადებიუტო ფილმიც გადაიღო. სულ ცოტა ხნის წინ კი Youtube-ზე საკუთარი არხი შექმნა, სადაც საინტერესო ადამიანებისა და ადგილების შესახებ ვლოგებს აქვეყნებს.