სოფო ნიჟარაძე ერთ-ერთი წარმატებული ქართველი მომღერალია, რომელიც აქტუალობას წლების მანძილზე არ კარგავს. სოფოს ერთი ქალიშვილი, ელის-მარია სააკაშვილი ჰყავს. ალისკა სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ვიდეოები უამრავ მოწონებას იმსახურებს.
სოფო და ალისკა ზაფხულის ცხელ დღეებს საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე ატარებენ. სოფო ნიჟარაძე მზიანი უქმეების ულამაზეს კადრებს გამომწერებსაც უზიარებს.


ელის-მარია სააკაშვილი
ელის-მარია სააკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მომღერალი სოფო ნიჟარაძის ქალიშვილია, რომელიც 2020 წლის 2 ივნისს აშშ-ში დაიბადა. სოფო ნიჟარაძე გარკვეული პერიოდის მანძილზე ამ სიახლის შესახებ საჯაროდ არ საუბრობდა და ქალიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელშიც მხოლოდ დაფარული სახით აქვეყნებდა.
მოგვიანებით, როცა სოფო ნიჟარაძე ელის-მარია სააკაშვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, მომღერლის ცხოვრებაში მომხდარი ამ დიდი სიახლის შესახებ ფართო საზოგადოებამაც გაიგო. 2021 წლის დეკემბერში კი, საახალწლო კონცერტზე, სოფო პირველად გამოჩნდა საჯაროდ, სადაც დედა-შვილმა სიმღერა შეასრულა.
მას შემდეგ ელის-მარია სააკაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი პოპულარული ბავშვია, მის ვიდეოებს სოფო ნიჟარაძე ხშირად აქვეყნებს საკუთარ გვერდზე.

"უკვე ალისას დედად უფრო მიცნობენ, ვიდრე სოფო ნიჟარაძედ. ალისას ვიდეოებს უფრო უყურებენ. არასდროს ვეუბნები, რა და როგორ თქვას ან გააკეთოს, თვითონ ფიქრობს და კონტენტსაც თვითონ დებს. 6 წლის ხდება და დიდი ადამიანივით ველაპარაკები. ძალიან კარგად იცის ინგლისური, რუსულიც და ახლა ფრანგულის სწავლა უნდა“, - ამბობდა სოფო ნიჟარაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
თავად ელის-მარიას 6 წლის ასაკში უკვე დიდი გეგმები აქვს - სურს, სწავლა აშშ-ში გააგრძელოს, ისევე, როგორც მისმა მამამ, ერთი განსხვავებით - მიხეილ სააკაშვილი კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდა, ელის-მარია სააკაშვილს კი სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში სურს.
სოფო ცდილობს იყოს დედა, რომელიც ზრდის არამარტო ბედნიერ ბავშვს, არამედ დამოუკიდებელ და ღირებულებებზე დამყარებულ პიროვნებას. ის ელის-მარიას უყალიბებს წიგნების, მუსიკისა და შემოქმედების სიყვარულს, დროდადრო კი კადრებს ყოველდღიურობიდან გამომწერებსაც უზიარებს.