90-იან წლებში სიტყვა „სუპერმოდელმა“ თავისი ნამდვილი მნიშვნელობა შეიძინა. მოდის ინდუსტრიაში გამოჩნდა ძლიერი, დამოუკიდებელი და ენერგიული ქალების ახალი ტალღა, რომელმაც ეს სფერო სამუდამოდ შეცვალა.
ამ ქალებმა მხოლოდ ერთი გამოხედვითა და პოზით შეცვალეს კულტურა და ასაკის მატებასთან ერთადაც კი, მათ თავიანთი საკულტო იერი არ დაუკარგავთ.
კემპბელი 15 წლის ასაკში აღმოაჩინეს, როდესაც ის ლონდონში ბალეტს სწავლობდა, 16 წლისა კი უკვე ჟურნალების გარეკანებზე ჩნდებოდა. ის გახდა პირველი აფრო-ამერიკელი მოდელი, რომელიც ფრანგული Vogue-ისა და Time-ის გარეკანებზე მოხვდა.
დიდების მწვერვალზე ყოფნისას, მას ისეთ ცნობილ მამაკაცებთან პაემნებზე ხედავდნენ, როგორებიც არიან მაიკ ტაისონი, ერიკ კლეპტონი და რობერტ დე ნირო.

კემპბელი არასოდეს გაუჩინარებულა საზოგადოების ყურადღების ცენტრიდან და მისი სამოდელო კარიერა დღესაც ისეთივე წარმატებულია, როგორც არასდროს. ის კვლავ აგრძელებს პოდიუმზე გამოსვლას ისეთი ბრენდებისთვის, როგორიც Zac Posen-ია, და მონაწილეობა აქვს მიღებული Burberry-სა და Agent Provocateur-ის სარეკლამო კამპანიებში. კემპბელმა ძალები სამსახიობო სფეროშიც მოსინჯა და გამოჩნდა სერიალებში: "ამერიკული საშინელებათა ისტორია: სასტუმრო“ და „იმპერია“.

კრისტი ტარლინგტონი 14 წლის ასაკში აღმოაჩინეს, როდესაც ის ცხენით ჯირითობდა. 90-იან წლებში იგი სუპერმოდელების ნაწილი იყო და ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელად ითვლებოდა.
ამ პერიოდში იგი ისეთი ბრენდების სახე იყო, როგორებიცაა Calvin Klein, Chanel, Missoni და Valentino.

ტარლინგტონმა სამოდელო კარიერის შემდეგ დიდი გზა გაიარა. კოლეჯში შედარებითი რელიგიათმცოდნეობისა და აღმოსავლური ფილოსოფიის შესწავლის შემდეგ, მან საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.
მიღებული ცოდნით, იგი ჰარვარდის გლობალური ჯანდაცვის საბჭოშიც საქმიანობდა და მეუღლესთან ერთად გადაიღო დოკუმენტური ფილმი მთელ მსოფლიოში რისკის ქვეშ მყოფი ორსული ქალების შესახებ. ამჟამად იგი სპორტული ტანსაცმლის ორ ბრენდსა და ნატურალური კანის მოვლის საშუალებების ხაზს ხელმძღვანელობს.

მას შემდეგ, რაც სამოდელო სფეროში მოღვაწეობა ადრეულ მოზარდობაში დაიწყო, ევანგელისტა „მის თინეიჯერ ნიაგარას“ კონკურსზე სამოდელო აგენტმა შეამჩნია და დანარჩენი უკვე ისტორიაა.
თუმცა, მის კარიერას მანამ არ მიუღწევია უდიდესი ვარსკვლავობისთვის, სანამ ცნობილი ფოტოგრაფის, პიტერ ლინდბერგის რჩევა არ გაითვალისწინა და თმა თავის ცნობილ „ბობ“ სტილზე არ შეიჭრა.

საფრანგეთის რივიერაზე რამდენიმეწლიანი დასვენების შემდეგ, ევანგელისტა სამოდელო სფეროს დაუბრუნდა და დღემდე აგრძელებს მონაწილეობას Moschino-სა და Dolce & Gabbana-ს კამპანიებში.
2016 წლის სექტემბერში ევანგელისტა თავის კოლეგებთან, 90-იანების სუპერმოდელებთან, კრისტი ტარლინგტონთან და ნაომი კემპბელთან გაერთიანდა, რათა მონაწილეობა მიეღო ორგანიზაცია Elephant Crisis Fund-ის მხარდამჭერ სარეკლამო კამპანიაში.

თავისი გამხდარი, ნაზი ფიგურითა და მკვეთრი ნაკვთებით, ქეით მოსი დაეხმარა 90-იანების "ჰეროინ შიკის“ სტილის ჩამოყალიბებას, რამაც მას მოდის ისტორიაში ადგილი სამუდამოდ დაუმკვიდრა.
იგი სულ რაღაც 14 წლის ასაკში აღმოაჩინეს და მალევე მოიპოვა უდიდესი პოპულარობა: მონაწილეობდა Calvin Klein-ის რეკლამებში, ხვდებოდა ისეთ მსახიობებს, როგორიც ჯონი დეპია, და ცნობილი გახდა, როგორც იმ პერიოდის „ანტი-სუპერმოდელი“, რადგან იმ დროის სხვა მოდელებისგან სრულიად განსხვავებულ სტილს წარმოადგენდა.

მოსი კვლავ აგრძელებს სამოდელო საქმიანობას და იგი ცოტა ხნის წინ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად დასახელდა, რომლის სავარაუდო შემოსავალი წელიწადში 9.2 მილიონ დოლარს შეადგენს. მან ძალები მოდის სამყაროს სხვა სფეროში დიზაინერობაშიც მოსინჯა.
მან Topshop-ისთვის ორი კოლექცია გამოუშვა, რომელიც მოიცავდა ტანსაცმელს, ჩანთებს, ფეხსაცმელებსა და ქამრებს.
