ბოლო დროს, სკანდალურად ცნობილი ამბის გარშემო საუბარი არ სრულდება. ნინი ბადურაშვილის ქმრის ინტერვიუმ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ირაკლი კუტალაძის ბრალდებებს უამრავი მოწინააღმდეგე და მომხრე გამოუჩნდა.
ნინის მშობიარობამდე ორი კვირით ადრე, მოსკოვიდან მეუღლემ საკმაოდ მძიმედ შეაფასა მათი თანაცხოვრების პერიოდი.
ირაკლი ინტერვიუში ამბობდა, რომ ნინი ბადურაშვილმა ის გამოიყენა და მისი მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერი ქორწინებიდან გაეჩინა შვილი. ქმარი და ოჯახის შექმნა მის გეგმებში არ შედიოდა.
"ნინიმაც კარგად იცის, დღეს რა ურთიერთობაა ჩვენ შორის. შეიძლება, გარკვეული ეჭვი გამოვთქვა: მშობიარობის შემდეგ, როდესაც მთელი საქართველო დაინახავს, მე ნინის გვერდით აღარ ვარ, მაშინ ამ ფაქტს გამოიყენებს ისევ საკუთარი თავის პიარისთვის - ნახეთ, ქმარმა სამშობიაროშივე მიმატოვაო.
ესეც მისი გეგმის ნაწილია და ამას, ალბათ, მოჰყვება მისი მოთხოვნები'' - აცხადებს კუტალაძე ჟურნალთან საუბრისას და დასძენს, რომ მისთვის სრულიად ნათელია, ნინისთვის პირველ პლანზეა სიმღერა და კარიერა, გადაცემა და საკუთარი თავის პიარი და ბოლოს, შვილი."
ორდღიანი დუმილის შემდეგ ნინიმ ჯერ კიდევ მეუღლეს "ფეისბუქის" საკუთარი გვერდიდან იოსებ ნონეშვილის სიტყვებით უპასუხა:
იხილეთ სრულად:reitingi.ge
ასევე იხილეთ:
ნინი ბადურაშვილის რამდენიმეთვიანი ქორწინება სკანდალით დასრულდა!..
ქეთა თოფურია ირაკლი კუტალაძეს იდიოტს უწოდებს, ეს უკანასკნელი კი ამასობაში მილოცვებს იღებს
ნინი ბადურაშვილის გრანდიოზული ქორწილი "შერატონში" (+ ფოტო)
ორსული ნინი ბადურაშვილი სპორტს მისდევს