სალომე ჭაჭუას იდეალური ფორმის საიდუმლო მშობიარობიდან 2 თვეში - რას წერს მოცეკვავე? - Marao

სალომე ჭაჭუას იდეალური ფორმის საიდუმლო მშობიარობიდან 2 თვეში - რას წერს მოცეკვავე?

2026-06-29 15:23:07+04:00

ცნობილი ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა რამდენიმე თვის წინ პირველი შვილის, სანდროს დედა გახდა. მიუხედავად ახალი ამპლუისა და გადატვირთული რეჟიმისა, სალომემ საოცრად მოკლე დროში მოახერხა იდეალურ ფორმაში ჩადგომა, რამაც მისი გამომწერების დიდი აღფრთოვანება და ინტერესი გამოიწვია.

მოცეკვავე სოციალურ ქსელში აქტიურად პასუხობს ქალბატონების კითხვებს და მათ საკუთარ გამოცდილებას გულახდილად უზიარებს. სალომემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ფორმის დაბრუნებაზე ზრუნვა მშობიარობიდან საკმაოდ მალე დაიწყო.

"გოგოებო, როგორ დავიბრუნე სასურველი ფორმა მშობიარობის შემდგომ, როგორც მივხვდი მუცლის ზონა განსაკუთრებით საინტერესოა თქვენთვის. გაგიზიარებთ ვარჯიშებს, რომლებსაც მშობიარობიდან ერთი თვის შემდეგ ვაკეთებდი. 

ამ ვარჯიშებს მალე ჰაილაითებში დავამატებ. გაგიზიარებთ კიდევ ჩემს ვარჯიშებს, რუტინას და კვებას" - წერს სალომე.

salome-chachua

salome-chachua

  • Baby Boom - ცნობილი ქართველები, რომლებიც 2026 წელს მშობლები გახდნენ 

სალომე ჭაჭუა - განვლილი გზა და კარიერა 

სალომე ჭაჭუა 1990 წლის 23 ივნისს დაიბადა. იგი სამეჯლისო და ლათინური ცეკვების მოცეკვავე და ქორეოგრაფია. საზოგადოებამ გაიცნო და განსაკუთრებით შეიყვარა პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებიდან".  ცეკვა საკმაოდ გვიან, 13 წლის ასაკში დაიწყო.

"ცეკვა საკმაოდ გვიან დავიწყე, 13 წლის ვიყავი. უმჯობესია, თუ ცეკვას 7 წლიდან დაიწყებენ, რადგან ბავშვი ამ დროს უკვე ჩამოყალიბებულია, უფრო კარგად აზროვნებს" - ამბობდა სალომე. 

სალომე ლათინურ ცეკვებში საქართველოს შვიდგზის ჩემპიონია. 2004 წლიდან 2006 წლამდე ჭაჭუა წარმოადგენდა საქართველოს მსოფლიოს რამდენიმე ახალგაზრდულ ცეკვის კონკურსში. მან დაიკავა 57-ე ადგილი WDC Professional Latin-ში და 73-ე ადგილი WDSF RLS Latin-ში. 

salome-chachua

  • საჩუქარი საყვარელი მამაკაცისგან და რომანტიკული გარემო - სალომე ჭაჭუა დაბადების დღის კადრებს აქვეყნებს 

2016 წელს სალომე ჭაჭუა იყო პროექტ So You Think You Can Dance-ის ჟიურის წევრი. 2012-დან 2018 წლამდე ჭაჭუა პროფესიონალი მოცეკვავის ამპლუაში გამოჩნდა Dancing with the Stars-ის ქართული ვერსიის შვიდ სეზონში. ის პარტნიორებთან ერთად სამჯერ გავიდა ფინალში. 2021 წლის 22 დეკემბერს სალომე  შეუერთდა "ცეკვავენ ვარსკვლავების" ირლანდიური ვერსიის მეხუთე სეზონს. მისი პარტნიორი იყო მორაგბე ჯორდან კონროი. ჭაჭუამ და კონროიმ ფინალში გასვლა შეძლეს და პროექტი მეორე ადგილით დაასრულეს ნინა კარბერისა და პასკუალ ლა როკას შემდეგ, ელენ კინის და სტივენ ვინსენტთან და ერიკა-კოდისთან და დენის სამსონთან ერთად.

სალომე ჭაჭუა დაქორწინებული იყო ცნობილ ქართველ მსახიობსა და ტელესახეზე, გიორგი ვარდოსანიძეზე. სალომესა და გიორგის ერთმანეთი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მონაწილეობისას შეუყვარდათ, მალევე კი იქორწინეს, თუმცა მათი ურთიერთობა დასრულდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ვაჟის დედა გახდა. პატარას სანდრო დაარქვეს. 

"ჩემი სანდრო. მადლობა, უფალო, ამ უსაზღვრო სიყვარულისთვის", - წერდა სალომე.