მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია მეგობრის, გვანცა დარასელიას საავტორო პროექტს - „გვანცას პოდკასტს“ ესტუმრა. ვინაიდან წამყვანსა და სტუმარს წლების მეგობრობა და განსაკუთრებული ნდობა აკავშირებთ, გადაცემა საოცრად გულწრფელი და ემოციური აღმოჩნდა. თიკამ ისეთ თემებზე ისაუბრა, რომლებზეც მედიაში აქამდე არასდროს უთქვამს - მათ შორის საკუთარ მეუღლეზე, ბიზნესმენ დავით ანთელიძეზე.

თიკა ფაცაციას ოჯახი - ინტერვიუ
დავით ანთელიძე მედიასთან თითქმის არასდროს ჩნდება. როგორც თიკა აღნიშნავს, მის მეუღლეს საჯაროობა საერთოდ არ უყვარს და არც ის მოსწონს, როცა მასზე საჯაროდ საუბრობენ, თუმცა მეგობრის პოდკასტი ამ შემთხვევაში გამონაკლისი აღმოჩნდა. დავითის პიროვნებასა და მის განსაკუთრებულ როლზე გადაცემაში თავად გვანცა დარასელიამაც გაამახვილა ყურადღება:
„დათოს და შენი პირადი ამბები ყოველთვის ცალკე და დაფარული იყო. რაც უფრო დაფარულია, ყველას მით უფრო აინტერესებს. დათო რომ გავიცანი, მინდოდა, რომ ყველას გაეცნო - დედას გეფიცები, თუ ვიტყუებოდე. მინდოდა მეთქვა: ნახეთ, თიკას რა მაგარი ქმარი ჰყავს-მეთქი! ეს არის იშვიათი ადამიანი და იშვიათი ურთიერთობა, სადაც შენი კარიერული წინსვლისთვის ასეთი უპირობო მხარდაჭერა არსებობს...“

ამ სიტყვების საპასუხოდ, თიკა ფაცაციამ საზოგადოებას უცნობი და ძალიან ემოციური ოჯახური ისტორია გაუზიარა, რომელიც ყველაზე უკეთ აღწერს დავით ანთელიძეს, როგორც მეუღლეს, მამასა და უპირობო დასაყრდენს კრიზისულ სიტუაციებში.
წაიკითხეთ ისტორია აქ
თიკა ფაცაციას პერსონისადმი ინტერესი ყოველთვის დიდია, თუმცა მის ამ გულწრფელ ინტერვიუს სოციალურ ქსელში განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა - გულშემატკივრებმა საყვარელი ტელეწამყვანისა და მისი ოჯახის მიმართ თბილი კომპლიმენტები და დადებითი ემოციები არ დაიშურეს.