"ღმერთმა იცის, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორი სურათიც დახატეს" - თეა დარჩია მის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე - Marao

"ღმერთმა იცის, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორი სურათიც დახატეს" - თეა დარჩია მის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე

2026-07-06 10:54:58+04:00

ცნობილი მოცეკვავე, თეა დარჩია ხატია ქირიას პოდკასტის, "მადისაღმძვრელი პოდკასტის" სტუმარი იყო, სადაც საზოგადოებისთვის საინტერესო არაერთ თემაზე, მათ შორის, პირად ცხოვრებასა და ბოლო დროს მის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე გულახდილად ისაუბრა.

  • ბლიც-ინტერვიუ თეა დარჩიასთან: "თუ კონცერტის შემდეგ მეტყოდნენ, რა ლამაზი იყავიო, ადგილზე ვკვდებოდი"

თეა დარჩიას ინტერვიუ

ინტერვიუს დასაწყისში თეამ ყურადღება ოჯახსა და კულინარიაზე გაამახვილა. როგორც თავად აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ კერძების მომზადება ძალიან უყვარს, დატვირთული გრაფიკის გამო ამის დრო ფიზიკურად არ აქვს.

"ძალიან მიყვარს საჭმლის მომზადება, მაგრამ ფიზიკურად დრო არ მაქვს. ჩემს მომზადებულ კერძებს ბავშვები დიდად არ მიირთმევენ – მიჩვეულები არიან, რომ მამიკოს გაკეთებული უნდა ჭამონ, თანაც ის ძალიან გემრიელად ამზადებს. დიდად გურმანები არ ვართ, მივირთმევთ იმას, რაც გვაქვს და ჯანსაღად ვიკვებებით. აი, ახალი თაობა კი ძალიან არასწორად იკვებება. მე ძალიან მიყვარს ელარჯი – ოთხივე ბავშვზე ორსულობისას 9-9 თვეს სამეგრელოში ვატარებდი და სულ ელარჯს მივირთმევდი," - ამბობს თეა.

tea-darchia

  • რეპეტიცია, რომელიც კრიტიკის საგნად იქცა - რატომ გამოიწვია თეა დარჩიას ვიდეომ საზოგადოების გაღიზიანება 

თეა იმ ვიდეომასალას შეეხო, რომლის გამოც საზოგადოების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა. ვიდეოში ის მოსწავლეებს უხსნიდა, თუ როგორი ენთუზიაზმითა და სრული დატვირთვით უნდა შეესრულებინათ თითოეული ილეთი.

"ჩემი ამ პოლიტიკური შეხედულებების გამო ბევრმა გაიყვანა ბავშვი ჯგუფიდან; მერე დამაბულინგეს და ცილი დამწამეს, თითქოს ბავშვებს მკაცრად ვექცევი, არადა, რეალურად, თავად აღმოვჩნდი დაბულინგებული. იმ მშობლებმა, რომლებიც გაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ, დაიჯერეს ეს ყველაფერი და ბავშვები გაიყვანეს. თუმცა სიმართლე ყოველთვის გაიმარჯვებს. ბავშვს ვერ მოატყუებ – შეიძლება მშობელი მოატყუო, მაგრამ ის ბავშვი, რომელიც გაიყვანეს, თავადვე მოითხოვს ჩემთან დაბრუნებას, იმიტომ რომ, როცა ბავშვისთვის მთელი შენი არსებით იხარჯები, ის ამას გრძნობს. როცა ბავშვს უყვარხარ და გეფერება უპირობოდ, მას არ სჭირდება იმის მტკიცება, თუ ვინ ხარ შენ – ბავშვი ყველაფერს გრძნობს.

ჩემმა გოგოებმა იციან, რომ თუ შენიშვნას ვაძლევ ან ნერვებს ვიგლიჯავ, ისევ მათთვის ვაკეთებ ამას და მაქსიმალურად მათზე ვზრუნავ. ვცდილობ, მათი ნიჭი და უნარები მაქსიმალურად გამოვავლინო. ნიჭი შრომის გარეშე არაფერია; ნიჭს მუშაობა სჭირდება, მაგრამ ვიღაცამ ეს შრომა უნდა შეგაყვაროს. ამის შემდეგ ეს ბავშვები სამ-სამ რეპეტიციაზე რჩებიან ხოლმე და მშობლებს ვეღარ მიჰყავთ სახლში.

ეს ვიდეო მე თვითონ დავდე. წინა რეპეტიციაზე ამ ბავშვს ვაქებდი და ვეუბნებოდი, რომ ის და დედამისი საუკეთესოები იყვნენ დისციპლინით, შრომისმოყვარეობითა და მონდომებით, მეორე დღეს კი ეს ბავშვი ჩაფუშული დამხვდა და ეს არ მომეწონა. დედა-შვილი ერთ ჯგუფში ცეკვავენ. დედას ვკითხე, სიცხე ხომ არ ჰქონდა-მეთქი, და აღმოაჩნდა, რომ ვირუსი ჰქონდა. მეორე ვიდეოში კი ჩანს, რომ ნახევარი მონდომებით არაფერი ვარგა. ამას მერე ეჩვევა ბავშვი – ყველაფრის ნახევარ-ნახევრად კეთებას და ფინალშიც ნახევარი გამოდის. ბავშვს ვეუბნები: „ნახევარქათამა გინდა იყო, როცა ერთი მთლიანი ხარ?“ – და სწორედ ამის გამო ცეცხლზე დამწვეს.

ძალიან ვინერვიულე; ვინერვიულე იმ ბავშვებზე, რომლებიც წაიყვანეს. ეს ჩემი ერთადერთი საყრდენი წერტილია, ამის გარეშე ცხოვრებას ვერ შევძლებ და ზუსტად იქ დამარტყეს, რაც ყველაზე მეტად მიყვარს. ღმერთმა იცის, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორი სურათიც დახატეს. მთავარია, საკუთარ ნამუსთან და ღმერთთან იყო მართალი. მე რომ მტყუანი ვყოფილიყავი, ალბათ მოვკვდებოდი. მთელი ცხოვრებაა ბულინგს ვებრძვი და ღმერთმა დამიფაროს, ვინმე დავაბულინგო, მით უმეტეს – ბავშვი".