"მე არველაძეების ოჯახს მანამდეც ძალიან კარგად ვიცნობდი, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა" - ქეთი წიქვაძის გულახდილი ინტერვიუ - Marao

"მე არველაძეების ოჯახს მანამდეც ძალიან კარგად ვიცნობდი, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა" - ქეთი წიქვაძის გულახდილი ინტერვიუ

2026-07-07 10:04:22+04:00

ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა მსახიობმა, ქეთი წიქვაძემ, რომელიც პოპულარულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ თამაშობდა, ირინა ქიქოძის პოდკასტში „მერე“ სტუმრობისას საკუთარ ცხოვრებაზე, დედობის გამოცდილებასა და მეუღლის ოჯახზე გულახდილად ისაუბრა.

ქეთი არველაძეების ცნობილი ოჯახის რძალია, იგი რეზი არველაძის ვაჟის, ნიკას მეუღლეა. წყვილს ერთი საერთო შვილი რეზი ჰყავთ.

keti-tsikvadze

  • "მე და ორი რეზო" - უფროსი და უმცროსი არველაძეები: ფოტოები ქეთი წიქვაძის საოჯახო ალბომიდან 

ქეთი წიქვაძის ინტერვიუ

  • დედობა

- გრძნობებში განსხვავება არ არის, რამდენი შვილიც უნდა გყავდეს, მაგრამ ტვინში ხდება გადალაგება - მეტი დროის დათმობა გინდა ბავშვისთვის და გენანება, რომ რაღაცებში დაკარგო დრო, მაგრამ სიყვარულს ვერ განასხვავებ ვერც ერთ შვილში. ჩემს შემთხვევაში, 22 წლის ასაკში დედობა არ იყო რთული, რადგან ძალიან ბევრი დამხმარე მყავდა, გარდა იმისა, რომ ძიძაც ჰყავდა ბავშვს. დედაჩემი, ბებიაჩემი, დეიდები - ყველა ჩართული იყო. დედაჩემი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მოეცა ჩემთვის და ზუსტად ამიტომ, დაუფიქრებლად გავაჩინე მეორე შვილიც. ახლა ვხვდები, რომ დედაჩემი მაშინ, როცა ბებია გახდა, ძალიან ახალგაზრდა იყო და, ალბათ, წავართვი ცოტა ახალგაზრდობა.

  • უმცროსი რეზი არველაძე

- რეზიზე ფეხმძიმობის დროს ძალიან აქტიური ორსული ვიყავი. სამშობიაროდან რომ გამოვედი, ვიმაიმუნე - რატომ გამოვიჩინე საქმე, არ ვიცი - და წავედი მაღაზიაში, ვიყიდე ისეთი პროდუქტი, რაც საერთოდ არ მჭირდებოდა. სადღაც ტვინში მეჩქარებოდა სახლში, სისწრაფით ავირბინე და, ხომ არსებობს კიბეზე დაგორება, მე კიბეზე ავგორდი. უცებ საოცარი ტკივილი ვიგრძენი. მაშინვე გადავრეკე ნიკასთან და, სახლში რომ ავედი, მივხვდი, რომ ეს ტკივილი არანორმალური იყო. ვიცოდი, რომ რაღაც დაზიანება მქონდა მიღებული. წავედით საავადმყოფოში და მხოლოდ სამ ადგილას მოტეხილობა კი არ მქონდა, ოპერაციაც დამჭირდა. ესეც გაიწელა, რადგან ვერ მიკეთებდნენ ოპერაციას, ახალნამშობიარები რომ ვიყავი.

  • პატარა რეზი არველაძის ახალი კადრები და გამომწერების მთავარი კითხვა: ვის ჰგავს ცნობილი ოჯახის უმცროსი წევრი? 

ტვინში მტკიოდა ფაქტი. მივედი სახლში და მეც ეტლით ვიყავი და ბავშვიც. რაღაც ძალა მომეცა; თან ძალიან ბევრი ადამიანი მეხვია თავზე, მაგრამ მე მინდოდა ყველაფერი გამეკეთებინა. ასე გავატარე ეტლში ორი თვე. მე მიმართლებს, რომ არ მაქვს მშობიარობის შემდგომი დეპრესია. სამივეჯერ, როგორც კი გავაჩენ, ვხდები ძალიან ბედნიერი.

  • მეუღლე

- ნიკა ძალიან კარგი მამაა, მით უმეტეს - ფეხის ამბავი როცა იყო. ყველაფერში მეხმარებოდა და, მოკლედ, კარგი მამაა ნიკა. მე არველაძეების ოჯახს მანამდეც ძალიან კარგად ვიცნობდი, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ახლა, რაც უფრო დავახლოვდით, მე ამ ადამიანებით ვარ გაოცებული. ყველაზე საყვარლები არიან დედამიწის ზურგზე.

ჩემი და ნიკას ურთიერთობის საფუძველი, ალბათ, ერთმანეთის 100%-იანი ნდობაა; ჩემი აზრით, ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში.