"39 წელი რამდენი რამ მიკეთებია, მაგრამ ამაზე მაგარი ნამდვილად არაფერი თურმე" - მარიამ გაფრინდაშვილის დიდი ბედნიერება და პატარა ლუკა - Marao

"39 წელი რამდენი რამ მიკეთებია, მაგრამ ამაზე მაგარი ნამდვილად არაფერი თურმე" - მარიამ გაფრინდაშვილის დიდი ბედნიერება და პატარა ლუკა

2026-07-10 11:59:40+04:00

ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი ცოტა ხნის წინ პირველი შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, ნიკო მიქაიას ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ლუკა დაარქვეს. ამჯერად მარიამი სწორედ პატარ ლუკასთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს:

mariam-gafrindashvili

  • "ერთი ტირილი მთელი ცხოვრების აზრს ცვლის" - მარიამ გაფრინდაშვილისა და ნიკო მიქაიას პირველი ფოტოები შვილთან ერთად

"4 ღამის უძინარი, 5000 კმ-ს რომ მანქანით გაივლი, ხარ ქანცგაწყვეტილი და დაბრუნდები სახლში, ასე ძილი ყოფილა ყველაზე მაგარი რამ, რაც კაცობრიობას მოუგონია. 39 წელი რამდენი რამ მიკეთებია, მაგრამ ამაზე მაგარი ნამდვილად არაფერი თურმე", - წერს ნიკო მიქაია.

mariam-gafrindashvili

მარიამ გაფრინდაშვილის ოჯახი  

მარიამ გაფრინდაშვილის მეუღლე ანალიტიკოსი ნიკო მიქაიაა. წყვილი ურთიერთობის შესახებ ინფორმაციას აქამდე არ ასაჯაროებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ნიკომ მარიამს დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა და მასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა: "მარტო ის მინდა, ბედნიერი იყო, დანარჩენს მე გავაკეთებ ყველაფერს, ვეცდები, ყოველ შემთხვევაში", - წერდა ნიკო მიქაია.

  • მარიამ გაფრინდაშვილის ინტერვიუ დედობაზე და იმ ტრაგედიაზე, რაც მის თავს დატრიალდა: "ამას არც ერთი მშობელი არ იმსახურებს. ახლაც მეშინია ჩემი თავის"

პირველი შვილის მოლოდინისა და ოჯახის შესახებ "TV პირველის" გადაცემაში "პირველი სტუდია" მარიამ გაფრინდაშვილმაც ისაუბრა:

"რაც უნდა წარმოუდგენელი იყოს, პირადი ცხოვრებისთვის მრჩება დრო. ისე დალაგდა, რომ  „ნოდარ მელაძის „რეპრესიების“ მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ სულ სამსახურში უნდა ვიყო, გამოვნახე დრო პირადი ცხოვრებისთვის. 

ეს წელი იქნება ჩემთვის განსაკუთრებული წელი. სხვა ამპლუაში ვიქნები, რაც ჯერ ჩემთვისაც ცოტა წარმოუდგენელია.

  • "ჩემი საყვარელი სიტყვის დროც დადგა" - მარიამ გაფრინდაშვილისა და ნიკო მიქაიას დიდი მოლოდინი და ოჯახური ბედნიერება

ჯერ კიდევ დაბნეული ვარ და ცოტას ვნერვიულობ. შესაბამისად, ვემზადები ახალი გამოწვევებისთვის.

პროფესიაზე უარს არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, იმიტომ, რომ მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს, ჩემი ცხოვრების ნაწილია… არ ვაპირებ, თავი მოვანატრო მაყურებელს და „ქართულ ოცნებას“. ცხოვრებაში ყველაზე მთავარი სიყვარულია. სწორედ ეს გაკეთებინებს ყველაფერს. მე ძალიან გამიმართლა, პირად და პროფესიულ სიყვარულში. 

ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავი ახლა მოლოდინია, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდებით", – ამბობდა მარიამ გაფრინდაშვილი.