ქორწილი წინანდალში, რომელზეც ბევრს საუბრობენ: დიზაინერი ნუცა ბერიძე დაქორწინდა – სტუმრებს შორის ქეთა თოფურიაც იყო - Marao

ქორწილი წინანდალში, რომელზეც ბევრს საუბრობენ: დიზაინერი ნუცა ბერიძე დაქორწინდა – სტუმრებს შორის ქეთა თოფურიაც იყო

2026-07-13 13:22:31+04:00

მოდის სფეროში კიდევ ერთი გრანდიოზული და გამორჩეული ქორწილი შედგა. დიზაინერი ნუცა ბერიძე დაქორწინდა. წყვილმა ცხოვრების უმნიშვნელოვანესი დღის აღსანიშნავად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და გამორჩეული ადგილი - კახეთი, კერძოდ კი წინანდალი შეარჩია.

საქორწილო დღესასწაული, რომელიც მაღალი გემოვნებითა და გრანდიოზულობით გამოირჩეოდა, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. წინანდლის ულამაზეს გარემოში მოწყობილმა დეკორაციამ სტუმრების აღფრთოვანება გამოიწვია, ირგვლივ ზღაპრული და დახვეწილი ატმოსფერო სუფევდა, რაც დიზაინერის ქორწილს განსაკუთრებულ შარმს მატებდა.

nutsa-beridze

  • პირველი კადრები შორენა ბეგაშვილის იტალიური ქორწილიდან: ზღაპრული გარემო და საქორწინო ფოტოსესია 

nutsa-beridze

წვეულებას უამრავი ცნობილი სახე, მათ შორის რუსული შოუბიზნესის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყვნენ პოპულარული მოდელი მირანდა შელია და მომღერალი ქეთა თოფურია მეუღლესთან ერთად.

აღსანიშნავია, რომ ქეთა თოფურიასა და ნუცა ბერიძეს წლების განმავლობაში მტკიცე, საუკეთესო მეგობრობა აკავშირებთ.

keta-topuria

  • ყველა ცნობილი პატარძალი, რომელსაც ქორწილის დღეს Dior-ის კაბა ეცვა 

ცერემონიამ, რომელიც მხიარული განწყობითა და ცეკვა სიმღერით იყო სავსე, საკმაოდ დიდხანს გასტანა. საღამოს კულმინაცია კი ტრადიციულად, გრანდიოზული საქორწილო ტორტის გაჭრის ცერემონია გახდა.

წყვილის ფოტოები და ვიდეოები სოციალურ ქსელში უკვე დიდ ინტერესს იწვევს და გამომწერებისგან უამრავ მილოცვას იღებს.