ბიზნესლედი და დიზაინერი მაკა კვიციანი აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებასა და მრავალშვილიან დედობას ერთმანეთს იდეალურად უთავსებს. Dalood-ის დამფუძნებელი და პროექტ „მასტერშეფის“ ყოფილი მონაწილე, მეუღლესთან, შოთა ბერეკაშვილთან ერთად, ოთხ შვილს ზრდის.
მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერი ოჯახურ კადრებს იშვიათად აქვეყნებს, სულ ცოტა ხნის წინ გამომწერებს მეოთხე შვილის ფოტოები გაუზიარა - დიზაინერი მეოთხე შვილის, ილიკოს დედა სულ ცოტა ხნის წინ გახდა.

მაკა კვიციანი
მაკა კვიციანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის ცნობილი ქართული ბრენდის, Dalood-ის კრეატიული დირექტორია. მაკა რამდენიმე წლის წინ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას, მოგვიანებით კი ერთ-ერთი პროექტის ჟიურის წევრიც იყო. მას შემდეგ მის მიმართ ინტერესი და ყურადღება უფრო მეტად გაიზარდა. მაკა პირად თუ ოჯახურ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ ხშირად აზიარებს და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებას იღებს.
განსაკუთრებულ მოწონებას კი მაკა კვიციანის სტილი და გემოვნება იმსახურებს. ის თითქმის არასდროს ჩნდება სპორტული სამოსით, შესანიშნავად ირგებს კლასიკურ სტილს და ხშირად ხდება სხვა ქალებისთვის შთაგონების წყაროც.

მაკას და მის მეუღლეს 4 შვილი ჰყავთ.
მაკა კვიციანის მეუღლე, შოთა ბერეკაშვილი არის ქართველი ბიზნესმენი, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.