ქართველი ტელეწამყვანი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი რამდენიმე დღის წინ დაქორწინდა. მან და მისმა რჩეულმა, ბიზნესმენმა მამუკა ურუშაძემ ქორწილი იტალიაში, კომოს ტბაზე გადაიხადეს.
ქორწილის კადრები შორენა ბეგაშვილს საკუთარ გვერდზე არ გაუზიარებია - თუმცა ახლა ის მეუღლესთან ერთად თაფლობის თვეს საფრანგეთში, პარიზში ატარებს და ეიფელის კოშკის წინ გადაღებულ ულამაზეს ფოტოებს აქვეყნებს.

შორენა ბეგაშვილის საქორწინო საჩუქარი ძვირფასი, თვალისმომჭრელი სამკაულია - მან მეუღლისგან Tiffany & Co.-ის ყელსაბამი მიიღო. ეს ყელსაბამი Tiffany HardWear-ის კოლექციის ნაწილია - ხაზის, რომელიც შთაგონებულია ნიუ-იორკის ენერგიითა და არქიტექტურით. კონკრეტულად ეს მოდელი არის Tiffany HardWear Link-ის ყელსაბამი, რომლის საფირმო რგოლებიც ხელით ჩასმული, პავე (pavé) სტილის ბრილიანტებითაა გაფორმებული. როგორც წესი, დამზადებულია 18-კარატიანი თეთრი ან ვარდისფერი ოქროსგან. თეთრი ოქროს ვერსიები ხშირად როდიუმით არის დაფარული, რათა შეინარჩუნოს განსაკუთრებული ბზინვარება. ძვირფას ქვებად კი გამოყენებულია მრგვალი, ბრწყინვალე ჭრის ბრილიანტები (round brilliant diamonds).


ბრილიანტის პავეს მასშტაბური და დახვეწილი ნამუშევრის გამო, ამ გრადუირებული ყელსაბამის ექსკლუზიური ვერსიების ფასი, დაახლოებით, $100,000-დან $300,000-მდე მერყეობს.
შორენა ბეგაშვილის ქორწილი
შორენა ბეგაშვილი მამუკა ურუშაძეზე თებერვალში დაინიშნა: "I said YES! 4 წელი ერთად, საოცარი თავგადასავლებით სავსე. მსოფლიოს ულამაზესი ადგილები მოვინახულეთ და ხელი სახლში დივანზე მთხოვა" - წერდა მაშინ ბეგაშვილი.
შორენა ბეგაშვილის ქორწილი მის დაბადების დღეს დაემთხვა - ემოციური წერილი გააზიარა ტელეწამყვანის დამ, ლელა ბეგაშვილმა:

"დღეს შენი დაბადების დღეა. მახსოვს შენი დაბადება, ისიც მახსოვს, როგორ გელოდი მთელი ცხრა წელი და როგორ უზომოდ გამიხარდა შენი თავი. მახსოვს, როგორი პატარა და ფუმფულა იყავი, ძალიან ლამაზი და საყვარელი.
ასე მგონია ჩემთვის გაჩნდი - რამდენი წელი გასულა, მაგრამ ჩემთვის ისევ ის პატარა და საყვარელი გოგო ხარ და, რაც მთავარია, ისევ ისე ძალიან მიხარიხარ და მიყვარხარ. ბედნიერებას გისურვებ, ძალიან, ძალიან დიდ ბედნიერებას", - წერს ლელა ბეგაშვილი. მან მოგვიანებით კადრები საქორწინო წვეულებიდანაც გააზიარა - იტალიაში გამართულ ქორწილში ქართული სიმღერაც აჟღერდა.