"მიმაჩნია, რომ ბავშვი უნდა გააჩინო და მერე მიაბარო ღმერთს და იმ გარემოს, რომელშიც ზრდი" - თეა დარჩია, როგორც მრავალშვილიანი დედა და წარმატებული ქალი - Marao

"მიმაჩნია, რომ ბავშვი უნდა გააჩინო და მერე მიაბარო ღმერთს და იმ გარემოს, რომელშიც ზრდი" - თეა დარჩია, როგორც მრავალშვილიანი დედა და წარმატებული ქალი

2026-07-19 15:56:20+04:00

„როგორ გითხრათ, მე თვითონაც არ ვიცი... პირველი ორი შვილი თავადვე არიან ჩემი მშობლები - მარიამსაც და მირიანსაც სულ მოწიწებით ვესაუბრები, თვალებში ვუყურებ, რადგან არ მინდა, რამე შემეშალოს ან რამით ვატკინო გული. მესამე და მეოთხე შვილის შემთხვევაში მივხვდი, რა რთული ყოფილა ეს ყველაფერი - მათთან მეტი კონტაქტი მაქვს და მეტ დროსაც ვატარებ. იოანა და გაბრიელი დღემდე მეუბნებიან: „შენ შენი საქმე უფრო გიყვარს, ვიდრე ჩვენო“. მართლაც, უფრო მეტ ენერგიასა და დროს ვხარჯავ სტუდიის ბავშვებზე.

მიმაჩნია, რომ ბავშვი უნდა გააჩინო და მერე მიაბარო ღმერთს და იმ გარემოს, რომელშიც ზრდი. შვილებს ისე ვექცევი, როგორც დიდ ადამიანებს. მე მათ ჩემთვის ხომ არ ვაჩენ - იმისთვის, რომ მერე მომიარონ, ჩემი აუსრულებელი ოცნებები აიხდინონ, პირადი ამბიციები დამიკმაყოფილონ ან მათ ნაცვლად დავალაგო და ავაწყო ცხოვრება. არა, შვილი არის ბედნიერება, რომელიც ღმერთმა მოგცა; ხელი უნდა შეუწყო, სიყვარულში გაზარდო და რჩევა მისცე მაშინ, როცა თავად გეკითხება. სხვა შემთხვევაში, 40 წლამდე დედაზე დამოკიდებული, უსუსური ადამიანები იზრდებიან", - ამბობს მოცეკვავე, ქორეოგრაფი თეა დარჩია TV პირველთან ინტერვიუში. 

DARCHIIA

თეა დარჩია - ოჯახი და კარიერა

თეა დარჩია არის ცეკვის სახელოსნო "Tedasi"-ს დამფუძნებელი, მსოფლიოში აღიარებული ქართული ნაციონალური ბალეტის, "სუხიშვილების" ყოფილი წამყვანი მოცეკვავე და ქორეოგრაფი 30 წლიანი გამოცდილებით.

  • "39 წლის ასაკში თუ კიდევ ასეთ ბედნიერებას მარგუნებდა ღმერთი" -თეა დარჩია უმცროსი ქალიშვილის დაბადების დღეს აღნიშნავს

თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილი, მარიამ მათიაშვილი, ასევე იყო "სუხიშვილების" მოცეკვავე, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ანსამბლში20-წლიანი კარიერა დაასრულა. 

თეა დარჩიას სცენაზე შესრულებული აქვს არაერთი მთავარი პარტია, მათ შორის, იყო პირველი, ვინც ნინო რამიშვილის შემდეგ პირველად შეასრულა ჯეირანი. 

  • "ღმერთმა იცის, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორი სურათიც დახატეს" - თეა დარჩია მის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე

თეა დარჩიამდე, კრიტიკის ობიექტი ნინო სუხიშვილის გახდა - 2023 წელს სტუდიის ოფიციალური გვერდი სუხიშვილები - Sukhishvilebi სოციალურ ქსელში ვიდეოს კულისებიდან აქვეყნებდა, სადაც ნინო სუხიშვილი მოცეკვავეებს განუმარტავდა, რა მოეთხოვებათ მათ: "ან ცეკვავ ისე, როგორც მოვითხოვ, ან საერთოდ არ ცეკვავ, მიდიხარ ჩემგან“ – ამბობდა ნინო სუხიშვილი. მაშინ ამ სიტყვებმა უამრავი ადამიანის გულისწყრომა და უკმაყოფილება გამოიწვია. "ჩემი და ილიკოს რეპეტიციის ყველა კადრი რომ დაიდოს, გაგვასახლებენ" - ასე უპასუხა კრიტიკას მოგვიანებით ნინო სუხიშვილმა.