2026 წლის ნახევარი უკვე გავიდა და, მიუხედავად იმისა, რომ ქორწილების სეზონად შემოდგომა ითვლება, ჩვენ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, არაერთი ულამაზესი ქორწილი უკვე ვიხილეთ. წელმა განსაკუთრებული გრანდიოზულობით ჩაიარა: მსოფლიო აალაპარაკა „საუკუნის ქორწილად“ შეფასებულმა წვეულებამ, რომლის მთავარი გმირიც ჩინელი მოდელი მინგ სი იყო. ასევე, სოციალურ ქსელებში ნამდვილი ფურორი მოახდინა ფორმულა 1-ის ვარსკვლავის, შარლ ლეკლერის საქორწინო ცერემონიამ, განსაკუთრებული ხმაურით ჩაიარა პოპ-დივა დუა ლიპას გრანდიოზულმა ქორწილმაც. საქართველოში კი დიდი ყურადღება დაიმსახურა ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების დახვეწილმა და გემოვნებიანმა წვეულებებმა.
განსაკუთრებულ ინტერესს ყოველთვის იწვევს „სუხიშვილების“ მოცეკვავეების ქორწილები, რომლებიც, როგორც წესი, ნამდვილ დღესასწაულად და სანახაობად იქცევა ხოლმე. ამი საუკეთესო მაგალითი იყო თათა ვასაძის, ქეთი ხადურის, მარიამ მათიაშვილისა თუ ნინი გელხაურის ქორწილები. ამჯერად კი განსაკუთრებულ ყურადებას ანა სუხისვილის ქორწილი იმსახურებს.
ანა სუხიშვილის ქორწილი
ანა სუხიშვილი "სუხიშვილების" გზის კიდევ ერთი ღირსეული გამგრძელებელია. განსაკუთრებული გარეგნობისა და ნიჭის ახალგაზრდა მოცეკვავე აქტიურია სოციალურ ქსელშიც და კადრებს სცენიდან თუ სცენის მიღმა ხშირად გვიზიარებს.
ანა სუხიშვილის რჩეული ასევე „სუხიშვილების“ მოცეკვავე გიორგი სებისკვერაძეა. წყვილის ნიშნობა 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს მეგობრების თანდასწრებით შედგა.


ანა სუხიშვილისა და გიორგი სებისკვერაძის ქორწილი სავსე იყო ტრადიციული ქართული სიმღერითა და, რა თქმა უნდა, ცეკვით - ქორწილი, რომელიც წყვილმა მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა, ნამდვილ დღესასწაულს ჰგავდა - კადრებმა ამ ჯადოსნური საღამოდან უამრავი მოწონება დაიმსახურა.


ფოტო/ვიდეო: Frame Me