ქეთი წიქვაძე მსახიობ ნანა ლორთქიფანიძის შვილია. მისი ბებია-ბაბუა ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მსახიობი, ქეთევან კიკნაძე და რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ქეთის პროფესიად მსახიობობა არ აურჩევია, ის ფართო საზოგადოებამ მაინც ამ ამპლუით გაიცნო - ქეთი პოპულარულ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" სახასიათო როლით გამოჩნდა და მაყურებელს მალევე შეაყვარა თავი.
ქეთი წიქვაძე პირველად 22 წლის ასაკში დაქორწინდა და ორი ვაჟი, გიორგი და ილია შეეძინა. ქეთის მეუღლეს მალევე დაშორდა და პირადი ცხოვრების შესახებაც იშვიათად საუბრობდა.
რამდენიმე წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ქეთი წიქვაძე ნიკა არველაძეზე იყო შეყვარებული. ნიკა არველაძე ასევე ცნობილი მშობლების, რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის უფროსი ვაჟია. ნიკას ჰყავს უმცროსი ძმა, ვატო არველაძე, რომელიც დაოჯახებულია მაკუნა ზედაშიძეზე. წყვილს ერთი შვილი, სოფია არველაძე ჰყავს.
ცოტ ხნის წინ ქეთი წიქვაძე და ნიკა არველაძე პირველი საერთო შვილის მშობლები გახდენ და არველაძეების დიდ ოჯახს უმცროსი რეზი არველაძე შეემატა.

ქეთი წიქვაძის ინტერვიუ
ქეთი წიქვაძე ირინა ქიქოძის პოდკასტის „მერე“ სტუმარი იყო, სადაც შვილებისა და დედობის განცდაზე გულწრფელად ისაუბრა. ქეთი აღნიშნავს, რომ პირველ და მესამე შვილებს შორის სხვაობა 17 წელია:
- პირველად 22 წლის ასაკში გავხდი დედა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში არ იყო რთული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამხმარე მყავდა. მყავდა ძიძა, მეხმარებოდა დედაჩემი, მეორე ბებია, დეიდები... დედა განსაკუთრებულად ცდილობდა, რომ მეტი თავისუფლება მოეცა ჩემთვის. ზუსტად ამიტომ, დაუფიქრებლად გავაჩინე მეორე შვილიც. და ახლა ვხვდები, რომ დედაჩემი როცა ბებია გახდა ძალიან ახალგაზრდა იყო, ალბათ ამის გამო, ცოტა ახალგაზრდობაც წავართვი.
პირველსა და მესამე შვილს შორის 17 წელია ასაკობრივი სხვაობა. სიყვარულში ნამდვილად ვერ განასხვავებ, რამდენი შვილიც არ უნდა გყავდეს, მაგრამ ალბათ რაღაც ტვინში ხდება გადალაგება. მეტი დროის დათმობა გინდა ბავშვისთვის და გენანება, რომ რაღაცებში დრო დაკარგო.
