"ხშირად მიფიქრია, რომ რას ვაკეთებდი? როგორ ვცხოვრობდი?“ - თამუნა ამონაშვილის შვილებისა და დედობის შესახებ - Marao

"ხშირად მიფიქრია, რომ რას ვაკეთებდი? როგორ ვცხოვრობდი?“ - თამუნა ამონაშვილის შვილებისა და დედობის შესახებ

2026-07-24 13:52:35+04:00

მომღერალი თამუნა ამონაშვილი მეუღლესთან, რეზი არჩვაძესა და შვილებთან, იონასა და მელანიასთან ერთად  გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდნენ. მათ შვილებისა და ამ ახალი ამპლუის შესახებ გულწრფელად ისაუბრეს: 

„ხშირად ვიხსენებთ, რომ შარშან ამ დროს არ ვიცოდით რა უნდა გვეკეთებინა, სიმარტოვეში. ბავშვებისგან მარტო. ოჯახში ყველაზე დიდი და აღმატებული საჩუქრები არიან ბავშვები. ამის გარეშე ხშირად მიფიქრია, რომ რას ვაკეთებდი? როგორ ვცხოვრობდი?“ - ამბობს თამუნა ამონაშვილმა.

  • იონა და მელანია არჩვაძეები - თამუნა ამონაშვილი შვილების უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

„მსოფლიოში არ არსებობს, რამე მოინდომო, ძალიან, გულით მოინდომო და ვერ მიაღწიო, მთავარია გჯეროდეს შენი თავის და ბოლომდე მიაწვე,“  თქვა რეზი არჩვაძემ.

tamuna-amonashvili

თამუნა ამონაშვილის ოჯახი და კარიერა

თამუნა ამონაშვილმა პირველი ნაბიჯები მუსიკაში 5 წლისამ გადადგა, როცა ის მასწავლებელთან მიიყვანეს. 

დამთავრებული აქვს მუსიკალური სკოლა ვიოლინოს სპეციალობით. იგი კონსერვატორიაში გეგმავდა სწავლის გაგრძელებას, ვიოლინოს სპეციალისტი იყო და მომღერლობაზე არც კი ფიქრობდა. კონსერვატორიაში მისაღებ გამოცდაზე გასვლის წინ უცებ დაფიქრდა, რომ მთელი ცხოვრება ვიოლინოთი სიარული, ორკესტრთან ერთად ჯდომა და დღე და ღამე მეცადინეობა მოუწევდა. თამუნა არ გავიდა გამოცდაზე, სახლში კი მოიტყუა - ვითომ ჩაიჭრა.

იმავე წელს ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში მუსკომედიის ფაკულტეტზე. ჯგუფში საუკეთესო სტუდენტად ითვლებოდა და 1987 წელს თეატრალური ინსტიტუტიც შესაბამისად წარჩინებით დაამთავრა. მიღებული აქვს უმაღლესი მუსიკალური განათლება.

მომავალი მეუღლე, რამდენიმე წლით უმცროსი რეჟისორი რეზიკო არჩვაძე, ერთ-ერთი კლიპის გადაღების დროს გაიცნო.

  • 8 ცნობილი ქართველი ქალი, ვინც დედა 40 წლის შემდეგ გახდა

"ლალი ტოტიკაშვილის მეგობარი იყო რეზიკო და მან გამაცნო. მერე დავმეგობრდით, ერთად მივდიოდით, მოვდიოდით. თურმე შევყვარებივარ, მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი. ორი წელი არაფრის აზრზე არ ვიყავი. ლალიმ იცოდა და არ მეუბნებოდა. ამერიკაში მივდიოდი გასტროლებზე და წასვლისას მითხრა. იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, გავგიჟდი. ცუდი პერიოდი, დეპრესიული სიტუაცია მქონდა და თავს კარგად არ ვგრძნობდი, მაგრამ მაინც ვმუშაობდი. ვფიქრობდი, საქმეში გადამეტანა ეს ყველაფერი და რაღაც გამეკეთებინა. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი რამ დამანახა დამოკიდებულებებში. ვიფიქრე, დავაფასე მისი ეს დამოკიდებულება და გადავწყვიტე, გავყოლოდი. ჩვენმა სიყვარულმა დროს გაუძლო. რეზიკო იმდენ რამეს აკეთებს მოსკოვში, მე მარტო ამას ვერანაირად ვიზამდი. კაცის ძალას დიდი მნიშვნელობა აქვს. იქ, ფაქტობრივად, არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს რეზიკო აგვარებს.

tamuna-amonashvili

  • "წლების წინ გავყინე კვერცხუჯრედი, მაშინ არ მიფიქრია, როდის რა იქნებოდა" - თამუნა ამონაშვილი სუროგაციისა და ნანატრი შვილების შესახებ

მან ყველაფერი იცის, ქალაქი იცის ფანტასტიკურად, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. მე და რეზიკო 14 წელია ცოლ-ქმარი ვართ. ქორწინებიდან 3 წელი არის ადაპტაციის პერიოდი. ერთად ბევრი ეტაპი გავიარეთ, აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით ერთმანეთის შესახებ. ყველას გვაქვს მინუსი და პლუსი, მაგრამ, რაც წლები გადის, ცოლქმრობაში მინუსები აღარ არის მნიშვნელოვანი, აღარ აქცევ ყურადღებას" - ამბობდა თამუნა.

თამუნა და რეზიკო ცოტა ხნის წინ ტყუპების მშობლები გახდნენ. მელანიამ და იონამ,  ოჯახის ცხოვრება სრულიად შეცვალეს.