ქორწილი, რომელიც მხოლოდ ფილმებში გინახავთ: „სუხიშვილების“ მშვენიერი მოცეკვავის ჯადოსნური დღე - Marao

ქორწილი, რომელიც მხოლოდ ფილმებში გინახავთ: „სუხიშვილების“ მშვენიერი მოცეკვავის ჯადოსნური დღე

2026-07-27 13:14:18+04:00

2026 წლის ნახევარი უკვე გავიდა და, მიუხედავად იმისა, რომ ქორწილების სეზონად შემოდგომა ითვლება, ჩვენ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოშიც, არაერთი ულამაზესი ქორწილი უკვე ვიხილეთ. წელმა განსაკუთრებული გრანდიოზულობით ჩაიარა: მსოფლიო აალაპარაკა „საუკუნის ქორწილად“ შეფასებულმა წვეულებამ, რომლის მთავარი გმირიც ჩინელი მოდელი მინგ სი იყო. ასევე, სოციალურ ქსელებში ნამდვილი ფურორი მოახდინა ფორმულა 1-ის ვარსკვლავის, შარლ ლეკლერის საქორწინო ცერემონიამ, განსაკუთრებული ხმაურით ჩაიარა პოპ-დივა დუა ლიპას გრანდიოზულმა ქორწილმაც. საქართველოში კი დიდი ყურადღება დაიმსახურა ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების დახვეწილმა და გემოვნებიანმა წვეულებებმა.

  • "სუხიშვილების" მოცეკვავეების ზღაპრული ქორწილი, რომელიც დღესასწაულად იქცა: ანა სუხიშვილისა და გიორგი სებისკვერძის კადრები

განსაკუთრებულ ინტერესს ყოველთვის იწვევს „სუხიშვილების“ მოცეკვავეების ქორწილები, რომლებიც, როგორც წესი, ნამდვილ დღესასწაულად და სანახაობად იქცევა ხოლმე. ამი საუკეთესო მაგალითი იყო თათა ვასაძის, ქეთი ხადურის, მარიამ მათიაშვილისა თუ ნინი გელხაურის ქორწილები. ამჯერად კი განსაკუთრებულ ყურადებას მარიამ ბერაძის ქორწილი იმსახურებს. 

მარიამ ბერაძის ქორწილი

მარიამ ბერაძე „სუხიშვილების“ ახალი თაობის კიდევ ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი და გამორჩეული სახეა. მშვენიერი ახალგაზრდა მოცეკვავე რჩეულზე, გიორგი ფეიქრიშვილზე გასული წლის ნოემბერში დაინიშნა. ხელის თხოვნის ცერემონია სიყვარულის ქალაქში, პარიზში შედგა. განათებული ეიფელის კოშკის ფონზე დაწყებული ეს ზღაპარი კი ულამაზესი ქორწილით დაგვირგვინდა. 

mariam-beradze

  • ვარსკვლავური წყვილის ჯადოსნური ქორწილი: დავით ნინიაშვილისა და ლინდა ინაშვილი დაქორწინდნენ

ქორწილი, რომელიც წყვილის მეგობრებისა და ოჯახის წევრების თანხლებით ჩატარდა, ულამაზესი თეთრი ფერის დეკორაციების, ფეიერვერკებისა და სადღესასწაულო ტორტის ფონზე შედგა. საღამო კი, რა თქმა უნდა, „სუხიშვილების“ ცეკვით დაგვირგვინდა - ეს დღე ნამდვილ დღესასწაულს ჰგავდა. 

mariam-beradze

mariam-beradze

mariam-beradze