სიყვარულის ქალაქი, ზღაპრული კადრები და ახალი ეტაპი - შორენა ბეგაშვილისა და მამუკა ურუშაძის ფრანგული ვოიაჟი - Marao

სიყვარულის ქალაქი, ზღაპრული კადრები და ახალი ეტაპი - შორენა ბეგაშვილისა და მამუკა ურუშაძის ფრანგული ვოიაჟი

2026-07-27 14:50:49+04:00

ქორწინების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, ტელეწამყვანი და მოდელი შორენა ბეგაშვილი თაფლობის თვეს საფრანგეთში ატარებს. ვარსკვლავის პირადმა ცხოვრებამ საზოგადოებისა და მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან სოციალურ ქსელში საქორწინო ფოტოები გამოაქვეყნა.

  • რა ღირს და რომელ ცნობილ ბრენდს ეკუთვნის შორენა ბეგაშვილის საქორწინო კაბა: ზღაპრული დღის დეტალები

იტალიაში გამართული გრანდიოზული ცერემონიის შემდეგ, შორენა ბეგაშვილი მეუღლესთან ერთად საფრანგეთს ეწვია. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის ქალაქში ეს მისი პირველი ვიზიტი არ არის, ტელეწამყვანი გამომწერებს, პარიზის მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ერთად, შედარებით ნაკლებად ცნობილ, თუმცა გამორჩეულ ადგილებსაც უზიარებს.

  • "ვუხსნი უკვე ჩემს მეუღლეს, როგორ გადამიღოს, იმიტომ რომ ის არის ავტორი ყველა ჩემი ვიდეოსი და ფოტოსი" - შორენა ბეგაშვილი ვიდეოს საქორწინო მოგზაურობიდან გვიზიარებს

მოგზაურობის ფარგლებში შორენა ბეგაშვილი ლუვრს, თანამედროვე ხელოვნების ცნობილ სივრცეს Bourse de Commerce-ს, ლეგენდარულ Le Grand Café-სა და სხვა შთამბეჭდავ ლოკაციებს ეწვია.

shorena-begashvili

shorena-begashvili

shorena-begashvili

შორენა ბეგაშვილის ქორწილი 

შორენა ბეგაშვილმა რჩეულზე, ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზე 8 ივლისს იტალიაში იქორწინა. კომოს ტბის ნაპირზე გამართულ ულამაზეს წვეულებას ცოცხალი მუსიკა, საქორწინო დეკორაციები და გრანდიოზული ტორტი კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიდა. 

საღამო ლეგენდარულ Villa Balbiano-ში შედგა, რომელსაც კომოს ტბის 16-ე საუკუნის მარგალიტს უწოდებენ. 

Villa Balbiano იტალიაში, კომოს ტბის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მე-16 საუკუნის თვალისმომჭრელი სასახლეა. ტბაზე არსებულ კერძო რეზიდენციებს შორის ყველაზე დიდი, 2 ჰექტარზე გაშლილი ეს მამული მე-17 საუკუნის შთამბეჭდავი ფრესკებით, დახვეწილი ანტიკვარული ინტერიერითა და იტალიური სტილის ვრცელი ბაღებით გამოირჩევა. ცნობისთვის, სწორედ ეს ადგილი გახდა რიდლი სკოტის ცნობილი ფილმის, House of Gucci-ს, ერთ-ერთი მთავარი გადასაღები მოედანი.

  • 200 ათას დოლარიანი საქორწინო საჩუქარი, ფრანგული თაფლობის თვე და შორენა ბეგაშვილის ფოტოები: კადრები პარიზიდან

სასახლე კარდინალმა ტოლომეო გალიომ ააგო, ხოლო მე-18 საუკუნეში ის ხელოვნების ცნობილმა მფარველმა, კარდინალმა ანჯელო მარია დურინიმ გააფართოვა. ნტერიერს უძველესი ფრესკები ამშვენებს, ხოლო ეზოს ტერიტორიაზე ორნამენტული ბაღები, შადრევნები და ნავმისადგომია (ბოათჰაუსი) განთავსებული. 

მამული ქირავდება როგორც ექსკლუზიური კერძო დასვენებისთვის, ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ლოკაციას ფუფუნებით სავსე, გრანდიოზული ქორწილების გადასახდელად.

რაც შეეხება შორენა ბეგაშვილის ულამაზეს, თვლებით გაწყობილ საქორწინო კაბას, ის Fjolla Nila-ს ეკუთვნის. Fjolla Nilaალბანელი დიზაინერის, ფჯოლა ნილას (Fjolla Nila) მიერ დაარსებული მაღალი მოდის (Haute Couture) ბრენდია, რომელიც ბოლო წლებში საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ბრენდი დრამატული, ქალური და თვალისმომჭრელი ესთეტიკით გამოირჩევა. ფჯოლა ნილას სავიზიტო ბარათი სხეულზე იდეალურად მომჯდარი, ნათელი და თამამი სილუეტებია. მისი კაბები ხშირად გაფორმებულია გამჭვირვალე ბადეებით, გეომეტრიული ჭრილებითა და კორსეტული ელემენტებით.

Fjolla Nila-ს კაბები განსაკუთრებით პოპულარულია წითელ ხალიჩებსა და გრანდიოზულ შოუ-ბიზნესის ღონისძიებებზე. ბრენდის სამოსი ხშირად ირჩევენ ცნობილი სახეები, ვარსკვლავები და სოციალური მედიის ინფლუენსერები ისეთი მასშტაბური მოვლენებისთვის, როგორიცაა კანის კინოფესტივალი, მუსიკალური დაჯილდოებები თუ ექსკლუზიური წვეულებები.

შორენა ბეგაშვილის საქორწინო კაბა სახელწოდებით Frost, რაც მოყინულს, მოვერცხლილს ნიშნავს, €2,800.00 ღირს.