"ვუხსნი უკვე ჩემს მეუღლეს, როგორ გადამიღოს, იმიტომ რომ ის არის ავტორი ყველა ჩემი ვიდეოსი და ფოტოსი" - შორენა ბეგაშვილი ვიდეოს საქორწინო მოგზაურობიდან გვიზიარებს - Marao

"ვუხსნი უკვე ჩემს მეუღლეს, როგორ გადამიღოს, იმიტომ რომ ის არის ავტორი ყველა ჩემი ვიდეოსი და ფოტოსი" - შორენა ბეგაშვილი ვიდეოს საქორწინო მოგზაურობიდან გვიზიარებს

2026-07-19 13:53:33+04:00

"რომ იკითხავენ, რა სჭირდება ქალს ბედნიერებისთვისო, შორენას სურათები უნდა ვაჩვენო - გყავდეს გვერდით ადამიანი, რომელიც გაფასებს და შენს სურვილებს ასრულებს. ეს თუ არ არის  ბედნიერება, აბა რა არის?! ყველა ქალი უნდა იყოს ბედნიერი. ბევრს შეუძლია მცირედითაც გაბედნიერდეს, ბევრი კი ბოლომდე ირგებს", - წერენ შორენა ბეგაშვილის ახალ კადრებზე, რომლებიც მან ლე-მონ-სენ-მიშელიდან გამოაქვეყნა. 

begashvili

  • 200 ათას დოლარიანი საქორწინო საჩუქარი, ფრანგული თაფლობის თვე და შორენა ბეგაშვილის ფოტოები: კადრები პარიზიდან

ლე-მონ-სენ-მიშელი - კლდეზე გაშენებული შუა საუკუნეების საოცრება 

ლე-მონ-სენ-მიშელი საფრანგეთში, ნორმანდიის სანაპიროსთან მდებარე თვალწარმტაცი, მოქცევის კუნძული და შუა საუკუნეების საეკლესიო კომუნაა. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანის გენიამ და ბუნებამ ერთობლივად შექმნეს ნამდვილი არქიტექტურული შედევრი. კუნძული და მისი ყურე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული და ყოველწლიურად მილიონობით მოგზაურს მაგნიტივით იზიდავს.მონ-სენ-მიშელის მთავარი სავიზიტო ბარათი წყლისა და ხმელეთის მუდმივი თამაშია. ევროპაში ყველაზე ძლიერი მოქცევების გამო, კუნძული დღეში ორჯერ სრულად წყდება გარე სამყაროს და ზღვაში ჩაძირულ ციხესიმაგრეს ემსგავსება, ხოლო მიქცევის დროს წყალი უკან იხევს და გზას უხსნის მომლოცველებსა და ტურისტებს. ძველად ამბობდნენ, რომ მოქცევის დროს წყალი „გალoptionsებული ცხენის სისწრაფით“ ბრუნდება, რაც ამ პროცესს განსაკუთრებით შთამბეჭდავსა და სახიფათოს ხდიდა.

begashvili

კუნძულის მწვერვალზე აღმართული გოთიკური მონასტერი (რომლის მშენებლობაც მე-10 საუკუნეში დაიწყო) ნამდვილი საინჟინრო საოცრებაა. კუნძულზე შესვლისთანავე დროის მანქანაში ხვდებით. ვიწრო, ციცაბო ქვაფენილიანი ქუჩები, ძველი ქვის სახლები, თავდაცვითი გალავნები და პატარა მაღაზიები ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც საუკუნეების წინ.ლეგენდის თანახმად, 708 წელს მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა ადგილობრივ ეპისკოპოსს და უბრძანა, ამ კლდეზე ტაძარი აეგო. საუკუნეების განმავლობაში მონასტერი იყო უმნიშვნელოვანესი სალოცავი, საფრანგეთის მიუვალი ციხესიმაგრე (რომელიც ასწლიანი ომის დროს ინგლისელებმა ვერ აიღეს) და მოგვიანებით, საფრანგეთის რევოლუციის დროს - ციხეც კი.ეს არის ადგილი, სადაც ისტორია, სულიერება და ბუნების სტიქია ერთმანეთს ერწყმის და ისეთ ატმოსფეროს ქმნის, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახო ადამიანმა ცხოვრებაში.

  • ევა ბარბაქაძის შთამბეჭდავი კადრები დედის, შორენა ბეგაშვილის ქორწილიდან: სიყვარული, ელეგანტურობა და ზღაპრული ფოტოები

როგორც აღმოჩნდა, შორენა ბეგაშვილმა ამ ზღაპრული მოგზაურობის შესახებ უამრავი კითხვა მიიღო, რომლებსაც ვიდეოს საშუალებით უპასუხა: 

„ბევრი კითხვა მივიღე ამ ზღაპრული ადგილის შესახებ, მინდა გითხრათ, რომ მონ-სენ-მიშელი არის მანქანით პარიზიდან ოთხი საათის გზაზე. გზა არის ულამაზესი. ხშირად არ მიყვარს ვიდეოებზე ხმის დადება, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ზედმეტია, იმდენად ლამაზი გარემოა. გზაში დავინახეთ ეს დამრგვალებული თივები, პირველად ვნახე, ძალიან მომეწონა, ფოტოებიც გადავუღე. ახლოს ამ სასახლესთან, ნუ მარტო სასახლე კი არა, მთელი დასახლებაა თავისი რესტორნებით, ახლოს მანქანით ვერ მიხვალთ. მოძრაობს მხოლოდ ელექტროავტობუსები, აი უკვე გამოჩნდა, და თითქმის აი აქედან ვიარეთ ფეხით. ძალიან ბევრი გოგო იყო მოსული ვიდეოს გადასაღებად. ძალიან ლამაზი სანახაობა იყო იმიტომ, რომ ყველას თეთრი კაბა ეცვა. ეს ცხვრებიც გავიცანით,მთელ ტერიტორიაზე არიან გაშვებული. გადავედით ღობეზე - ყველა გადადის ამ ღობეზე. აქ უკვე გამოჩნდა ეს ლამაზი ადგილი, აქ ვუხსნი უკვე ჩემს მეუღლეს, როგორ გადამიღოს, იმიტომ რომ ის არის ავტორი ყველა ჩემი ვიდეოსი და ფოტოსი, და დავიწყეთ გადაღება. გადაღებული უკვე ნახეთ, აქ ცოტა შორს მომივიდა დადგომა და არ ვჩანვარ, შემდეგ გავასწორეთ და უკვე ვფიქრობ, ძალიან ლამაზი ვიდეო გამოვიდა. ამ ადგილის გარშემო არის ასეთი ბიო, ნატურალური რესტორნები, სადაც მურაბის წვენში ასხამენ წყალს, როგორც ადრე ბავშვობაში, და ასე გაგვიმასპინძლდნენ".

  • ქართული სიმღერა, კადრები წვეულებიდან და დის ემოციური წერილი: შორენა ბეგაშვილის დის, ლელა ბეგაშვილის კადრები

begashvili