"მის საქართველო" ნინი გოგიჩაიშვილი ქართველი საზოგადოებისთვის ყოველთვის გამორჩეულად საყვარელი და ნაცნობი სახეა. მან ხალხის სიყვარული და პოპულარობა ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან მოიპოვა, წლების განმავლობაში კი თავისი დახვეწილი სტილითა და მომხიბვლელობით მუდამ ყურადღების ცენტრში რჩება.
დღეს ნინი საქმიანობს საზღვარგარეთ აგრძელებს. მან საცხოვრებლად დუბაი აირჩია, სადაც საკუთარ კარიერასა და საქმიანობას წარმატებით უთავსებს. მიუხედავად საკმაოდ დატვირთული გრაფიკისა, მოდელი სოციალურ ქსელებში აქტიურობას არ წყვეტს და გულშემატკივრებსა თუ გამომწერებს ხშირად ანებივრებს შთამბეჭდავი, ულამაზესი კადრებით.
ამჯერად ნინი საფრანგეთიდან აქვეყნებს ფოტოებს. როგორც თავად მოდელი აღნიშნავს, მისი მეუღლე ფრანგია, რის გამოც წყვილი საფრანგეთს ხშირად სტუმრობს. ნინის ახალმა ფოტოებმა სოციალურ ქსელში, ჩვეულებისამებრ, დიდი მოწონება და თბილი კომენტარები დაიმსახურა.




ნინი გოგიჩაიშვილის ოჯახი და კარიერა
ნინი გოგიჩაიშვილი1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. მან სამოდელო სფეროში პირველი ნაბიჯები ადრეულ ასაკშივე გადადგა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, გახდა "მის საქართველო". წარადგინა საქართველო კონკურსზე "მის მსოფლიო 2019".
"ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემმა მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული იყო და სახლში თითქმის არასდროს იყვნენ, საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. მე და ჩემი და, ნანუკა ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ბებოების და ბაბუების გაზრდილები ვართ. მოგეხსენებათ 90-იანი წლები რთული პერიოდი იყო, დალხენილი სიტუაცია არ გვქონდა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი მქონოდა. თუმცა მათ ისიც ჩაგვინერგეს, რომ ნივთებზე მეტად მნიშვნელოვანი ოჯახური სითბო და სხვა ფასეულობებია...

არასდროს მომიტყუებია მშობლები, ყველაზე მეტად მათში ის მომწონდა, რომ ყოველთვის მიტოვებდნენ არჩევანის თავისუფლებას. თავისუფლებაა, რომ არ გაჰყვე დედ-მამის კვალს, თუკი არ გაინტერესებს და აკეთო საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს", - ამბობდა ნინი წლების წინ.
დღეს ის დუბაიში ცხოვრობს. სამოდელო სფეროდან მან ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა და იქ საკუთარ გადაცემას "Nini's Diary" უძღვება. "Nini's Diary - "ნინის დღიური" არის სატელევიზიო პროექტი. დუბაიში ძვირადღირებული ცხოვრების შესახებ ჩვენი ზღაპრული ტელეწამყვანის, "მის საქართველოს" - ნინი გოგიჩაიშვილის თვალით" - ვკითხულობთ მის აღწერაში.